pt 1

688 90 65
                                    

,,მამა ნახე?ეს ბიჭი ისევ ახალ ამბებში ჩანს.,, ბიჭმა თქვა,სანამ დივანზე დაჯდებოდა,პულტით ხელში.

,,ვერ ვიჯერებ რომ ასეთ ახალგაზრდა ბიჭს,ასეთი მონსტრული საქციელების ჩადენა შეუძლია,იმედია მალე დაიჭერენ.,,
დედამისმა ამოიხვნეშა,და მონიტორზე გამოსულ ფოტოს უყურებდა.
,,თუ მან საკუთარი ოჯახი დახოცა,წარმოდგენაც არ მინდა სხვებს რას უზამს.,,

,,მისნაირი მონსტრების გამო,თავს უსაფრთხოდ ვეღარ ვგრძნობთ ქალაქში.მათ ყველაზე უარესი გზით დაიმსახურეს სიკვდილი.,, მისმა ქმარმა თქვა,როდესაც გაბრაზებული უყურებდა ტრლევიზორს.

,,რა ჯანდაბას აკეთებს ხელისუფლება? უკვე წლები გავიდა,და ჯერ კიდევ ვერ დიჭირეს.,,

****
mongi's POV

შუა ღამე იყო,როდესაც ჩემმა მობილურმა რეკვა ატეხა,ხელი საწოლის გვერდით,პატარა მაგიდას გადავაწვდინე და ავიღე,როდესაც შევხედე კი,ჯიმინის სახელი გამოჩნდა ეკრანზე.

გული დამიმძიმდა ,მას ჩემთვის ასე გვიან არასოდეს დაურეკავს ,დარწმუნებული ვარ რაღაც მოხდა, წამოვდექი და სწრაფად ვუპასუხე მობილურს

,,ის წავიდა.,, სულ ეს იყო,რაც ჯიმინმა მითხრა,სრულიად მშვიდი ხმით.

თვალები გამიფართოვდა, რატომ იყო ის ასეთი მშვიდი?,რა დაემართა.?.

პირი გავაღე რომ რაღაც მეთქვა,თუმცა მან დამასწრო.
,,არაუშავს მინგი, ვიცოდი ეს რომ მოხდებოდა.,, მან ჩაიჩურჩულა.

,,მისი ორგანიზმი შრატს შეეჩვია,გითხარი რომ დოზა გაგეზარდა,მაგრამ შენ ჯიუტმა, არ დამიჯერე.,,

,,რადგან იმედი მქონდა,მინდოდა რომ გაეღვიძა,ოთხი წელი საკმარისი იყო,ეს არ იყო ცხოვრება,მართალი გითხრა ყველაფერი ჯოჯოხეთს გავდა, მას ასეთ მდგომარეობაში,ვეღარ ვუყურებდი.,,

მობილურს თითები ძლიერად მოვუჭირე,ვგრძნობდი უკვე როგორ მიკანკალებდა.
,,ჯიმინ,მას პოლიცია ეძებს,და ღმერთმა იცის რას გაუკეთებენ,თუ იპოვნიან და დაიჭერენ.,,

LOCKEDWhere stories live. Discover now