ჯონგუკმა ნელა გააღო ოთახის კარი,და ამოიხვნეშა როდესაც ჯიმინი ისევ საწოლზე დაინახა,პლედის ქვეშ..მან იცოდა რომ ის ტიროდა,რადგად ჩანდა როგორ უკანკალებდა სხეული.
მან კარი მის უკან დახურა, და ხმაურმა ჯიმინს მიახვედრა რომ იქ მარტო აღარ იყო..
,,ვინც არ უნდა იყო,აქედან გადი სანამ თავს მოგაცლი.,, ჯიმინი დაემუქრა.
ჯონგუკს კი გაეღიმა.
,,წინააღმდეგი არ ვარ,თუ ეს თავს უკეთ გაგრძნობინებს.,,ჯიმინს ნაბიჯების ხმა ესმოდა,რომელიც მას უახლოვდებოდა,და თვალები გაუფართოვდა,როდესაც ჯონგუკი მის გვერდით დაჯდა და ხელები მოხვია.
,,არ შემეხო.,, ჯიმინმა გააპროტესტა დასუსტებული ხმით,როდესაც მისთვის ხელის კვრას ცდილობდა.
,,მატყუარა, ვიცი გინდა რომ შეგეხო.,,
ჯონგუკმა თვალები დახუჭა,და ჯიმინის უკვე ათრთოლებულ სხეულს უფრო ძლიერად ჩაეხუტა,სანამ პლედით დაფარულ თავზე აკოცებდა.,,მაპატიე რომ იმედი გაგიცრუე, ვფიქრობდი რომ ვეღარასოდეს გნახავდი,ვფიქრობდი ჩვენი გზები აღარასოდეს გადაიკვეთებოდა, და როდესაც დაგინახე,უბრალოდ ვერ შევძელი შენთვის სიმართლე მეთქვა, ვერ გიყურებდი თვალებში,არ მინდოდა მათში იმედგაცრუება დამენახა..იმ ყველაფრის შემდეგ ,რაც შენ ჩემთვის გააკეთე...,,
,,ჩემშიც იგივეს ხედავ,რაც მათში?,, ჯიმინმა ჩაიჩურჩულა,როდესაც ჯონგუკს ხელები წელზე მოხვია და თავი მის მკერდში ჩარგო.
ჯონგუკს მის საყვარლობაზე გაეღიმა. ძალიან მარტივი. ის ფიქრობდა თავისთვის.
,,არა,რათქმაუნდა არა.,,
,,რას ფიქრობ? როგორ შეიცვალე ასე? აქამდე შენს სიახლოვეს არავის უშვებდი, ვერ იტანდი ფიზიკურ შეხებას, ახლა კი ასე აღარ არის. თქვენ,სამივე ერთნი გახდით?,,
,,ეს ჩემში ზიზღს იწვევს,მაგრამ ამავდროულად მჭირდება..რთული ასახსნელია,თითქოს ეს ჩემს სისხლშია.,, ჯონგუკმა თქვა,როდესაც ჯიმინს ნაზად ეფერებოდა თავზე.
YOU ARE READING
LOCKED
De Todo,,ჩვენ არაფერი ვიცით,არავინ გვეუბნება ის აქ რატომ არის,ერთადერთი რაც ვიცით,აქ თავისით მოვიდა ექვსი წლის წინ, და ის სახიფათო გახდება თუ ამ შპრიცს არგავუკეთებთ, ასე რომ ერთადერთი რაც უნდა გააკეთო ისარის რომ დარწმუნდე ყოველთვის წამლის ზემოქმედების ქვეშ...