pt 5

668 116 5
                                    

6 წლის წინ:

,,შენ ..შენი მშობლები და შენი და მოკალი,,

ჯონგუკი უბრალოდ ბავშვი იყო,როდესაც დანით ხელში გაიღვიძა,  ხელები და ტანსაცმელი კი სულ სისიხლიანი ჰქონდა.
დანა ხელიდან გაუსრიალდა ,როდესაც ექიმი მინგის სიტყვები ჩაესმოდა...

,,ჩვენ იძულებულები ვართ იქ წაგიყვანოთ სადაც შენზე იზრუნებენ ,და დავრწმუნდეთ რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება,,...

და ასე წაიყვანეს ჯონგუკი ამ დაწესებულებაში...
ის 14 წლის იყო, შეშინებული და სრულიად მარტო, ის არტიროდა, ცრემლებიცკი არქონდა თვალებზე...თუმცა სურვილი ჰქონდა,უნდოდა ბოლო ხმაზე ეტირა....

მისი მშობლები და პატარა და უკვე მოენატრა,თუმცა ისინი აღარიყვნენ რადგან მან ყველა დახოცა, მომტირალი გამომეტყველება ჰქონდა მაგრამ ტუჩებზე მაინც ღიმილი ესახებოდა.. ხმამაღლა ტირილი უნდოდა მაგრამ ყოველთვის როდესაც ამას ცდიდა სიცილი გაისმოდა, ის ჯერ კიდევ ვერიხსენებდა რატომ დახოცა მშობლები და მისი უდანაშაულო პატარა და...

ყოველდღე მის შესამოწმებლად უამრავი ექიმი მოდიოდა...
ზოგი ტაბლეტებს აძლევდა..
ზოგი რაღაც ნემსებს უკეთებდა...
ექიმი მინგი კი უამრავ კითხვას უსვამდა რომლებზეც პასუხი თვითონაც არქონდა...
ეს ხდებოდა ყოველდღე, ისევ და ისევ,სანამ მეტს ვეღარ გაუძლო და გაიქცა...
ის თავს მონსტრად გრძნობდა,და თუ როგორ უყურებდა ხალხი, თითქოს რაიმე სახის ცხოველი ყოფილიყო..
ამან აიძულა თავი შესძულებოდა....

თავს მარტოსულად გრძნობდა,მისი ოჯახის დაბრუნება უნდოდა...
რატომ უნდა მას ოჯახი ახლა?
რატომ არაფასებდა მათ როდესაც მის გვერდით იყვნენ?
რატომ ვერ შეიყვარა ისინი?
თავს ყოველთვის მარტო გრძნობდა,მნიშვნელობა არქონდა რამდენად ცდილობდა რომ მათთვის თავი შეეყვარებინა...
მაგრამ სიმართლე ის იყო რომ მათ ის არჭირდებოდათ..

2 წლის შემდეგ ციხეში მიყვანიდან:

,,რა შეგემთხვა ჯონგუკ,მითხარი როგორ შემიძლია დაგეხმარო, ნება მომეცი შენი მეგობარი ვიყო,,
ჯონგუკს ექიმი მინგის სიტყვების გაგონებაზე ხმამაღალი სიცილი აუტყდა...და დიახ, ეს ჯონგუკი ბოროტი იყო, მას ყველა ძულდა და არავის ენდობოდა...
მეგობარი ? მას ისინი არჭირდება, ის აქამდეც მარტო იყო და მოახერხა გადარჩენილიყო, ამის შეცვლას კი არასოდეს აპირებს..

LOCKEDWhere stories live. Discover now