9 თავი."ის ჩემზე ძლიერია"

376 51 103
                                    

ოთახის კარი შევაღე და შიგნით იარაღმომარჯვებული შევედი.ფანარი იარაღს ქვემოდან ამოვუდე და ოთახის დათვალიერება დავიწყე.

"რაზმის მეთაურს უნდა დალოდებოდი"

ჩამძახა გონებამ.ვიცი რომ უნდა დავლოდებოდი,განა არ ვიცი,მაგრამ,რომ დავლოდებოდი,დამნაშავეები შეიძლება გაქცეულიყვნენ.ამის გამო მომიწია ის ქვემოთ დამეტოვებინა მე კი ზემოთ მარტო ამოვსულიყავი.

უეცრად ფანარი სხეულზე შევაჩერე,სკამზე მიბმული კაცის სხეულზე,რომელსაც "სამი თვალი"ჰქონდა.

დავაგვიანე...

კაცს ფრთხილად მივუახლოვდი და მის სახეს დავაკვირდი,ამ სასტუმროს მეპატრონეა,ფოტოზე სწორედ ის იყო გამოსახული.ფოტოზე,რომელიც აიენმა მაჩვენა,მან თქვა რომ ის ბატონი ჰვანგ ჩო-ჯი იყო.

ჯიბიდან რაცია ამოვიღე და მესამე მიმღებზე გადავრთე.

-ხაზზე გამომძიებელი მინია ისმის ჩემი ხმა?-რამდენიმე წამი რაცია შრიალებს,შემდეგ კი ნამჯუნის ხმა მესმის.

-დიახ ისმის გამომძიებელო,რამე იპოვე?-ანერვიულებული ხმა ჰქონდა.

-დიახ,ბატონი ჰვან ჩო-ჯის მკვდარი სხეული,ამ სასტუმროს მეპარონის.-ვთქვი ამრეზი ხმით და გვამს თვალი მოვარიდე.

-შენი აზრით,ეს ვინ ჩაიდინა?-ისმის ნამჯუნის ჩაფიქრებული და მოჩურჩულე ხმა.

-"მესამე თვალი" სერ! ეს უდავოდ მათი ჩადენილია-ვთქვი აკანკალებული ხმით.

ვერც კი წარმოვიდგენ რამდენი მსხვერპლი შეემატა მათ უდიდეს სიას.

უეცრად რაცია შიშინებს და ნაცნობი ხმა მესმის.ამ ხმის გაგონებისას თითქოს ვმშვიდდები და რატომღაც მიხარია კიდეც,ეს ხმა მთელი შაბათ-კვირა არ მომისმენია,სხეულში უცნაურმა ჟრუანტელმა დამიარა.

-იანგ კარგად ხარ?რომელ სართულზე ხარ მითხარი ამოვალ-ისმის ჯონგუკის აღელვებული ხმა.

პოლიციის აკადემია《შურისმაძიებელი》(დასრულებული)Where stories live. Discover now