25 თავი."ჩემს გარშემო ყველა მატყუარაა"

330 49 36
                                    

-ბატონო ჰვანგ,გამომძიებელი მინი მოიყვანეს-ამბობს ლინო და მხრებში სწორდება,ხელებს კი ზურგსუკან იწყობს.

-კარგი მოდი წავიდეთ-სანამ ჰიუნჯინი გარეთ გასვლას მოასწრებს,ლინო წინ უდგება.

-სერ ბოდიშს გიხდით,მაგრამ ეგეთ ფორმაში საშიშად არ გამოიყურებით-ჰიუნჯინი წარბებს კრავს და უკან ბრუნდება.თავის მაგიდასთან არსებულ სარკეში იხედება.

-ააა!-ყვირის,როცა მის სახეზე მწვანე სახის ნიღაბს ხედავს.თმები კი  ვარდისფერი თმის საბნევით აქვს აკრული.ტანზე კი სპორტულები და ფლოსტები აცვია-მართალი ხარ გამომძიებელს ასე ვერ შევაშინებ-იცინის უხერხულად-გამოვიცვლი და გამოვალ.

***

იანგი სკამზე მიებათ და გარშემო რამდენიმე კაცი დაეყენებიათ საყარაულოდ.იანგი ფიქრობდა რომ მისი გეგმა იმუშავებდა,მას უნდა გაეგო თეჰიონი ვინდა და რატომ მოკლა,შემდეგ კი აქედან გაეღწია.

მალევე,ფეხის ხმაზე, თავს წევს და ელოდება როდის შეხვდება ჰვანგ მიამურას.ის ფიქრობდა რომ ეს იდიოტები მათ ბოსთან მიიყვანდნენ,მაგრამ მის წინ ახლა სულ სხვა ადამიანი იდგა.

-შენ აქ რას აკეთებ?-კითხულობს გაოცებული გოგო.

-მოგესალმებით დეტექტივო,სწორედ იგივე კითხვა მაქვს თქვენთან-ჰიუნჯინი თავის კაცებს ანიშნებს რომ სკამი მოუტანონ.

-მათ თქვეს,რომ ბატონ ჰვანგთან მიმიყვანდნენ.შენ მიამურა არ ხარ!-ამბობს გოგო გაოცებული ხმით.

-მიამურა არ ვარ,მაგრამ მეც ბატონი ჰვანგი ვარ-ამბობს ჰიუნჯინი და ხელებს ისე დრამატულად შლის თითქოს სრულიად ნათელს აჟღერებდეს-მე მისი შვილი ვარ დეტექტივო.

-შენ...შეუძლებელია-იანგი გაოცებას ვერ მალავს.

-ამჯერად ჩემი კითხვის ჯერია.აქ რა ჯანდაბას აკეთებთ-ჰიუნჯინი ჩერდება-უფრო სწორად საწყობში რას აკეთებდით,აქ ჩემმა ხალხმა მოგიყვანათ.

პოლიციის აკადემია《შურისმაძიებელი》(დასრულებული)Where stories live. Discover now