შავებში ჩაცმული კაცი კარებზე აკაკუნებს და შიგნით შედის.ლოგინზე მჯდომ თეჰიონს უემოციო სახით უყურებს.
-საჭმლის ლანგარი წა..-უეცრად კეფაში მძიმე საგანი ხვდება და კაცი ადგილზე ითიშება.
-იმედია არ მოვკალი-ამბობს იანგი. რკინის ლანგარს იატაკზე დებს და კაცს პულს უზომავს.
-დამეხმარე-თეჰიონი ლოგინიდან ძლივსძლივობით დგება და იანგთან მიდის.
-მოიცა-იანგი იჭერს რომ არ წაიქცეს და ორივე კაცს დაჰყურებს.თეჰიონი კაცს ფეხით ატრიალებს და საქამრეში ჩადებულ იარაღს უყურებს.
-ამოიღე-ეუბნება გოგოს.ისიც მაშინვე იხრება და იარაღს იღებს.-მჭიდები აქვს?
-სათადარიგოეაბი არ უდევს-ამბობს დამწუხრებული და ერთ ფისტოლეტს იღებს.
-მომეცი-ხელს უწევს თეჰიონი გოგო კი წარბს კრავს.
-სროლას ვერ შეძლებ დაჭრილი ხარ,მეც შე..-ბიჭი აწყვეტინებს და იარაღს ართმევს.
-დამიჯერე,შენზე კარგად ვისვრი-გოგონას ცინიკურად ეღიმება.
-მართალია შენ უფრო არ გაგიჭირდება ადამიანის მოკვლა,გამოცდილი ხარ-თეჰიონი თვალებს ატრიალებს და იანგზე დაყრდნობილი ჩუმად გადის.
დერეფანში ჩუმად გადიან და წინ და უკან ყურებით მიიწევენ წინ.უეცრად მოსახვევში კაცები ჩნდებიან.
სანამ იარაღის ამოღებას მოასწრებდნენ, თეჰიონი ხელში იარაღს ატრიალებს და ორი გასროლით მათთვის დროს ყინავს.
-ეს..-იანგს ნაცნობი შეგრძნება ეუფლება.მაშინ როგორც საწყობში, როცა იუნგიმ ის ორი ბიჭი მოკლა,ახლა აქ თეჰიონმაც...
მაგრამ ამაზე ფიქრის დრო არაა.თეჰიონთან ერთად კვლავ წინ მიდის და მკვდრებს იარაღს აცლის.
-უნდა ვილოცოთ,რომ გარეთ ვინმე დაგვხვდეს-თეჰიონი იანგს აჩერებს.
-მოიცადე-შემდეგ თვალებს ხუჭავს და აყურადებს-სამი კაცია,მარჯვნივ კი ოთხი-შემდეგ ტრიალდება და უკან ფანჯარას უყურებს-უნდა გადავძვრეთ-იანგ უბრალოდ თავს უქნევს.
YOU ARE READING
პოლიციის აკადემია《შურისმაძიებელი》(დასრულებული)
Боевикმკვლელობების სერია დღითიდღე იმატებს.ადამიანები იხოცებიან,სქესის განურჩევლად.იმ დაჯგუფების არც სახელია ცნობილი და არც მიზანი.ისინი კვალს არ ტოვებენ.ერთადერთი რაც მათ მსხვერპლებს საერთო აქვთ,ზეციური დრაკონის ტატუა,აზიის, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი,კრიმი...