15 თავი."შავი ოქრო"

359 50 80
                                    

ჯიჩანს სახიდან ღიმილი გაუქრა.

-ისედაც უნდა მცოდნოდა რომ ეგ გაინტერესებდათ-ამოიოხრა და თეჰიონს ახედა-ცოტა რთული საქმეა,ვინც ამის შესახებ მოგიყვათ ალბათ იმასაც გეტყოდით,რომ ამ საქმეს მიამურა ხელმძღვანელობს-თეჰიონმა თავი დააქნია-ბევრი მეც არაფერი არ ვიცი,მაგრამ რაც ვიცი ყველაფერს გეტყვი.რბილად რომ ვთქვათ "ქამელეონი" ნარკოტიკია,თუმცაღა  თამამად შემიძლია ვთქვა რომ  შხამიანია, თან ის ჯერ კიდევ მუტაციის პროცესშია,ვინ იცის საბოლოოდ რას მიიღებენ?-თეჰიონმა წარბები შეკრა.

-მუტაციის პროცესში?

-დიახ დიახ,მასზე ექსპერიმენტებს სწორედ ამიტომ ატარებენ სხვავდასხვა საწყობებში.ცდილობენ შტამი უფრო გააძლიერონ,როგორც მე ვიცი ამას საკმაოდ ბევრი მსხვერპლიც ჰყავს,უბრალოდ ქალაქში ამას ყურადღებას არ აქცევენ.-თეჰიონი დაიძაბა.

-ექსპერიმენტებს რატომ ატარებენ?საბოლოდ შხამის შექმნას ცდილობენ?-ჯიჩანმა მხრები აიჩეჩა.

-ვინ იცის რა ჯანდაბას ცდილობენ.სავარაუდოდ ეგრეა,მაგრამ არ ვიცი ასეთი შხამის შექმნას რატომ ცდილობენ როცა იციან რომ ეს შხამი ბიოლოგიური აფეთქების ტოლფასია.დაახლოებით იგივე შედექი ექნება რაც ატომურ აფეთქებას აქვს.-თქვა ჯიჩანმა გაღიზიანებული ხმით.

-რეებს მიედ-მოედები?ეს ხომ უბრალოდ შხამია?როგორც ციანიდი არა?-კითხულობს ჯიმინი და ჯიჩანს უბღვერს-უბრალოდ უფრო რთული შედგენილობით.

-არა ცდები.ეს შხამი გადამდებია.მარტივად რომ აგიხსნა ესეთი მოქმედება აქვს,როცა ადამიანი ამ საწამლავს იღებს ის რაღაც დროის მანძილზე ექსტაზში მყოფი ცხოვრობს,თუ რაღაც ეგეთი, თან ისე რომ მეორე დოზის მიღება არ  სჭირდება,ამ პერიოდის მანძილზე ამ ნივთიერების წყალობით ადამიანის ორგანიზმში რაღაც ჭიის მსგავსი ორგანიზმი ჩნდება.ისეთი პატარები არიან,რომ შეიარაღებული თვალითაც კი ძლივს შეამჩნევს ადამიანი,პატარები არიან თან ათასობით,მილიონობით,ის მათ ორგანიზმში ვრცელდება და მრავლდება,დროთა განმავლობაში კი ადამიანის ორგანიზმში ერითროციტების ჭამას იწყება.ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს რადგან ეს ''ჭიები" იკავებს ერითროციტების ადგილს და ორგანზმი მას "გადაამუშავებს"?!მგონი ეგრეა და შემდეგ ის ორგანოების ჭამას იწყებს და საბოლოოდ ადამიანიც კვდება-ჯიმინს გულისრევის შეგრძნება მოაწვა თეჰიონმა კი მუჭი შეკრა.

პოლიციის აკადემია《შურისმაძიებელი》(დასრულებული)Where stories live. Discover now