3 თავი."მარწყვის გემო აქვს.."

672 69 142
                                    

იანგის პ.ო.ვ

-პარკ ჩე გონი,28 წლის დაიბადა ბუსანში.HICHIGO კომპანიის ერთ-ერთ კაზინოში მუშაობდა,კაზინოს მეპატრონის ჩან ვუჯინის ასისტენტად-სანამ პალატაში შევიდოდით,გზაში აიენი მოკლე ინფორმაციას გვაწვდიდა მსხვერპლზე.

-კარგი საკმარისია,შიგნით შევიდეთ-გააწყვეტინა დეტექტივმა ჩანმა და პალატის კარი ნებართვის შემდეგ გააღო.

შიგნით შესულს ახლაგაზრდა ფერმკრთალი კაცი დახვდათ,საავადმყოფოს ხალათში გამოწყობილი,რომელსაც გვერდით შუახნის ქალბატონი ეჯდა.

-მოგესალმებით-მიესალმა ბატონი ჩანი იქ მყოფებს,ქალბა ჩანის დანახვისას წამოდგომა და მისალმება გადაწყვიტა-არა,არა ბრძანდებოდეთ,თქვენ ახლა დაღლილი იქნებით.ჩვენ პოლიციის  განყოფილებიდან ვართ-ჩანი სკამზე ჩამოჯდა,მე და აიენი კი უკან ამოვუდექით.-ბატონო პარკ ჩე გონ,თქვენთან შეკითხვები გვაქვს-ბიჭმა თავი დააქნია-გთხოვთ, გვითხარით რა გახსოვს წინა ღამიდან?-იკითხა ჩანმა და აიენს ანიშნა ბლოკნოტი და კალამი მოემარჯვებინა.

-ეს არც ისე მარტივი იქნება,მაგრამ ვეცდები დაგეხმაროთ.ჩვეულებრივი საღამო იყო,ხალხიც ბლომად იყო და არც რაიმე განსაკუთრებული ხდებოდა.მაგრამ მალევე სახანძრო განგაში ატყდა,სროლის ხმაც იყო.მე ბატონ ჩან ვუჯინთან ერთად ვიყავი,ჩვენთან ერთად კიდევ,დაცვის წევრი იყო ბატონი ო და ასევე ვიცე პრეზიდენტი ბატონი კიმი.უეცრად სინათლე ჩაქრა და გასროლის ხმა მოჰყვა,ვიღაცამ თავში ჩამარტყა,ამის შემდეგ მარტო საავადმყოფო მახსოვს-დაასრულა თხრობა და ღრმად ჩაისუნთქა და ამოისუნთქა,საუბრისას ხმა  უკრთოდა.

-უცნაურია,თქვენ თქვით რომ შუქი ჩააქრეს?-ჩაეძია გამომძიებელი ჩანი.

-დიახ,შემდეგ გასროლის ხმა და სხეულის ვარდნის ხმა იყო.ბოლოს კი გავითიშე.

-შეიძლება ერთი კითხვა დაგისვათ?-ვკითხე მე,მან კი თავი დამიქნია-ტატუ გაქვთ სხეულზე?-ვკითხე ბიჭს ინტერესით.ბიჭმა წარბები შეკრა და თავი უარყოფის ნიშნად გააქნია.

პოლიციის აკადემია《შურისმაძიებელი》(დასრულებული)Where stories live. Discover now