-და უბრალოდ დალევას აპირებ?არაფერს არ მეტყვი?-ჯიმინი არ მეშვებოდა.აშკარაა ჩემს შებმას ცდილობდა.
-თუ გეტყვი რომ ჩემს გემოვნებაში არ ჯდები თავს დამანებებ?-ვკითხე მობეზრებული ტონით.
-ვიცი რომ არ გაინტერესებ.აქ მაგ პარიკით და გამომწვევი ჩაცმულობით ჩემთვის არ უნდა მოსულიყავი-ჯიმინს გაკვირვებულმა გავხედე-ეგრე ნუ მიყურებ,ადამიანებს კარგად ვცნობ,შენ წაბლისფერი თმები უფრო მოგიხდებოდა ძვირფასო.თან შენი უხერხული მოძრაობები მანიშნებს, რომ ეს ტანისამოსი შენი სტილის არ უნდა იყოს.იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ ეგ კაბა შენი თვალების ფერს არ უხდება,ან გემოვნება არ გივარგა,ან უბრალოდ ლინზები გიკეთი თავის შესანიღბად-ჯიმინს წარბებშეკრული ვაკვირდებოდი.ჭკვიანია და მახვილი თვალი აქვს ასეთი ადამიანი პოლიციაში ნამდვილი საგანძური იქნებოდა,მაგრამ ახლა მისი თავი ნამდვილად არ მაქვს.
-უნდა წავიდე მადლობა სასმელისთვის-ფეხზე წამოვდექი მაგრამ ჯიმინმა ხელი დამიჭირა და უკან მიმაბრუნა.
-იმ ბიჭის სახელი მითხარი და შემიძლია გავიგო აქ რამდენი ხანია დადის და ვისთან დადის-მთელ სხეულში არასასიამოვნო ჯრუანტელმა დამიარა,თუ ის თეჰიონზე ისეთ რაღაცას მეტყოდა, რაც გულს უარესად მატკენდა,განა თეჰიონთან საუბარს კვლა შევძლებდი?თუნდაც დაშორებაზე?
-არ მანაღვლებს-ვთქვი მაგრამ ჯიმინი ხელს მაინც არ მიშვებდა.
-რაღაც მეეჭვება მაგრამ,შეიძლება აქ საერთოდაც პირველად მოვიდა და სულ სხვა საქმეზე,თუნდაც ქალების საყურებლად ან დასალევად?ასე ნუ გადაუჭრი ბიჭს მომავალს-მისმა ნათქვამმა გამაღიზიანა ჩემი თვალით დავინახე თეჰიონი როგორ წავიდა ვიღაც ქალთან ერთად,მეორე სართულზე რომელიღაცა კუპეში და რატომღაც მეეჭვება ეს პირველი შემთხვევა იყოს.
-თეჰიონი,კიმ თეჰიონი-ვთქვი და ხელი გამოვგლიჯე-ახლა კმაყოფილი ხარ?
YOU ARE READING
პოლიციის აკადემია《შურისმაძიებელი》(დასრულებული)
Actionმკვლელობების სერია დღითიდღე იმატებს.ადამიანები იხოცებიან,სქესის განურჩევლად.იმ დაჯგუფების არც სახელია ცნობილი და არც მიზანი.ისინი კვალს არ ტოვებენ.ერთადერთი რაც მათ მსხვერპლებს საერთო აქვთ,ზეციური დრაკონის ტატუა,აზიის, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი,კრიმი...