29 თავი."პაზლები"

341 49 72
                                    

-და სად მივდივართ?-ისე ვეკითხები თეჰიონს,მისკენ არც ვიყურები.თავი ფანჯრის რაფაზე მაქვს მიდებული და ღამის ქუჩებს ვაკვირდები.

-შენ თქვი,რომ არ გინდოდა არც შენს მშობლებთან და არც ჩვენს ..-ვაწყვეტინებ.

-შენს-მისკენ არ ვიყურები,მაგრამ დარწმუნებული ვარ საჭეს ხელს უჭერს და თვალებს ატრიალებს.

-არც ჩ-ე-მ-ს ბინაში გინდოდა!სასტუმროში კი ჰიუნჯინის გამო ვერ წახვიდოდი.ხოდა ისეთ ადგილას იქნები,რაც შენთვის უცხოა და ამავდროულად დაცულიც.ნუ იდარდებ-ამატებს ბოლოს და ჩუმდება.

ბევრი სალაპარაკო გვაქვს,ან არ ვიცი შეიძლება არც გვაქვს.ახლა ჩემს გონებაში თვითონ ლაგდება ყველაფერი.ამ სამი წლის მანძილზე ბევრი რამ მოხდა.თუ ჩემს მიერ ახლად შეძენილ ინფორმაციას დავუმატებ,პაზლიც შესანიშნავად იწყობა.

აღარა საჭირო მსგავს წვრილმანებზე თეჰიონს ვკითხო.

ახლა ძალიან მინდა ვიყვირო და რამე დავლეწო,მაგრამ ამის ძალაც კი არ მაქვს.ისიც კი აღარ ვიცი ცხოვრებისგან რა მინდა.თეჰიონზე,მამაჩემზე და საერთოდ გარშემო ყველაზე უნდა ვბრაზობდე,მაგრამ უკვე იმდენი რამე გავიგე ჯერ კიდევ შოკურ მდგომარეობაშია ჩემი ტვინი.

ნუ მე ასე ვთვლი,რადგან ამ ყველაფერზე ჩემს უემოციობას სხვანაირად ვერ ვხსნი.

-არაფრის კითხვა არ გინდა?არის რამე ისეთი,რაც იქ ვერ მკითხე?-თეჰიონის ხმა მაფხიზლებს,მაგრამ მისკენ მაინც არ ვტრიალდები.ფანჯრის ანარეკლში მაინც კარგად ვხედავ როგორ აპარებს ჩემსკენ თვალს.

-შავი ოქრო-არ ვიცი ეს რატომ გამახსენდა.ალბათ ეს კითხვა დიდი ხანია მჭამდა და ინსტიქტურად ვიკითხე.

-ლინა-კითხვა არც დამისვამს მაგრამ მაშინვე მიხვდა რასაც ვგულისხმობდი-ის "შავ ოქროში" ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო.მისი მნიშვნელოვანი კლიენტი მიამურას მარჯვენა ხელი იყო,იქ ინფორმაციის მოსაპოვებლად ვიყავი.

პოლიციის აკადემია《შურისმაძიებელი》(დასრულებული)Where stories live. Discover now