მალევე მივედით ბაზამდე. რა თქმა უნდა მთელი გზა ჰიუნჯინს თვალები ახვეული ჰქონდა.ყურზე კი ყურსასმენები გავუკეთეთ და სიმღერები ჩავურთეთ, რომ გზა ვერ დაემახსოვრებინა.იქ მისულებს იუნგის მანქანა უკვე სახლთან დაგვხვდა გაჩერებული.ჰიუნჯინი საწყობში ჩავიყვანეთ,დანარჩენები უკვე იქ იყვნენ.სკამზე ახალგაზრდა ბიჭი მიებათ,რომელიც საერთოდაც არ ცდილობდა თავის გათავისუფლებას.
-ოჰ აი ისიც-ჰოსოკი ჯონგუკს ჰიუნჯინის სკამზე დასმაში დაეხმარა.
-თავზე ახადეთ,ორივეს-ბრძანება გასცა თეჰიონმა.
-ოჰო-ჰიუნჯინმა გარშემო მიმოიხედა და სარდაფი მოათვალიერა.ჯონგუკმა მას ხელებიც შეუხსნა-უი ლინო რა დღეში ყოფილხარ-შეიცხადა მან.ჰიუნჯინისგან განსხვავებით შავთმიანი მთლიანად გაკოჭილი იყო,პირიც კი აკრული ჰქონდა.
-ახლა შეგიძლია გეგმაც მოგვახსენო-ჰიუნჯინმა თვალი ყველას მოავლო.იუნგი ჩვენ გვერდით არ იდგა,მაგრამ ვიცი რომ სარდაფშია.
-მე მეგონა ჯერ იუნგის ნახვის საშუალებას მომცემდით-თქვა წარბაწეულმა.
-ფოტოს გაჩვენებთ,შემდეგ გეგმა მოგვიყევი-ამბობს თეჰიონი და ჰიუნჯინს ფოტოს აძლევს.
ფოტოსკენ თვალს ვაპარებ,იუნგია.
ჰიუნჯინი მას ფოტოს ართმევს და გაოცებული უყურებს.
ჯიმინი თითებით მანიშნებს რომ ფოტო მისი გადაღებულია.
-მაგის გამო იუნგიმ კინაღამ მოკლა-ჯონგუკი ჯიმინის საქციელს უყურებს და თან ყურში მიჩურჩულებს.
-კარგად გამოიყურება-ამბობს ღიმილით-თან ცოცხალია-ისევ ეღიმება-საერთოდ არ შეცვლილა-მე მიყურებს-მას შეხვდი არა?-მე რატომ მიყუტებს?
არა თეჰიონს,არა სხვას,არამედ მე.
-შენ მზერაში ცვლილებაა,უკვე გითხრა სიმართლე?-მე წარბებს ვკრავ.
![](https://img.wattpad.com/cover/237673701-288-k977062.jpg)
YOU ARE READING
პოლიციის აკადემია《შურისმაძიებელი》(დასრულებული)
Acciónმკვლელობების სერია დღითიდღე იმატებს.ადამიანები იხოცებიან,სქესის განურჩევლად.იმ დაჯგუფების არც სახელია ცნობილი და არც მიზანი.ისინი კვალს არ ტოვებენ.ერთადერთი რაც მათ მსხვერპლებს საერთო აქვთ,ზეციური დრაკონის ტატუა,აზიის, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი,კრიმი...