2 თავი."მესამე თვალი?"

867 86 60
                                    

-რამდენი მსხვერპლია?-კითხულობს შუახნის კაცი და ახალგაზრდა ლეიტენანტს საბუთებს აცლის.

-თერთმეტი სერ-თქვა ბიჭმა სწრაფად-უფრო სწორად თორმეტი,მაგრამ გარდაცვლილი თერთმეტია-კაცმა წარბები შეკრა და გარშემო მიმოიხედა.თეთრ და ლურჯ კომბინიზონებში გამოწყბილი ქსპერტები დანაშაულის ადგილს ათვალიერებდნენ და სამხილებს აგროვებდნენ,გვამები კი შავ სუდარებში გაეხვიათ და სასწრაფოს მანქანით მკვლელობის ადგილიდან საავადმყოფოში გადაჰქონდათ.

ყველგან პოლიციელები იდგნენ და დაინტერესებულ ხალხს ყვითელი ზოლის გადმოკვეთის უფლებას არ აძლევდნენ.

-უფროსი ლეიტენანტი სადაა?-კითხულობს კაცი ინტერესით.

-ბოლო სართულზეა მსხვერპლთან-თქვა ბიჭმა.

-კარგი,ჩვენც იქ ავიდეთ...

***

გოგონა უზარმაზარ ოთახს ინტერესით ათვალიერებდა.საბუთები არეული იყო,მაგრამ ჩხუბის კვალი არ ჩანდა,როგორც ჩანს თავდამსხმელებმა მოაწყვეს აურზაური,მაგრამ რატომ?იქნებ,რამე საბუთს ეძებდნენ?

გოგონა სკამს უყურებდა,რომელზეც ჯერ კიდევ იყო სისხლის კვალი და თოკები,რომლითაც გვამი სკამზე იყო მიბმული.გვამზე არსებული სისხლჩაქცევები ადასტურებდა რომ მსხვერპლი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო სკამზე მიბმისას.

-უფროსო ლეიტენანტო მინ,აბა საქმე როგორ მიდის?-შუახნის მამაკაცი და მის გვერდით ახალგაზრდა უმცროსი ლეიტენანტი,როგორც იქნა, ამოვიდნენ ზემოთ და უფროს ლეიტენანტ მინს გვერდით ამოუდგნეენ.

-კაპიტანო ჩან,აიენ-გოგომ კაპიტანს თავი დაუხარა,აიენს კი უბრალოდ ოდნავ დაუკრა თავი მისალმების ნიშნად.-უცნაური საქმეა,ვერ ვხვდები ამდენი მსხვერპლი რა საჭირო იყო.მათი მიზანი აშკარად ჩან ვუჯინი გახლდათ,კომპანია "HICHIGOS" ერთერთი მეწილე,მის კაზინოებსაც სწორედ ეს კომპანია აფინანსებს.-თქვა გოგომ ჩაფიქრებულად.

პოლიციის აკადემია《შურისმაძიებელი》(დასრულებული)Where stories live. Discover now