14 თავი."ქალი"

382 45 153
                                    

-სამი წელი-თქვა ჯონგუკმა და ყავა მოსვა-და ჩვენ ეს რატომ არ გვითხარი?-იკითხა ნაწყენი ხმით.

-პირველი მიზეზი ის იყო,რომ ეს არც ისე მნიშვნელოვანია და არც
განსახილველად ღირს-თქვა თეჰიონმა და ხელი სახეზე მოისვა.

-არც ისე მნიშვნელოვანი?ჰო როგორ არა-ჯონგუკმა ცოტა ხანს გაჩერდა და შემდეგ ჰკითხა-გიყვარს?-ჰკითხა შემპარველი ხმით და თეჰიონმაც მას შეხედა.

"-შენ ჩემს კითხვაზე არ გიპასუხია.
-რომელ კითხვაზე
-გიყვარვარ თუ არა?-თეჰიონი გოგონას იზიდავს და კოცნის-რა თქმა უნდა მიყვარხარ,ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ"

ბიჭის გონებაში მოგონებები ტრიალებს.

"მიყვარხარ იანგ"

"მიყვარხარ"

"-მიყვარხარ-ბიჭი იცინის
-მეც-და გოგოს ზურგიდან ეხუტება?"

"-გიყვარვარ?-იბუზება გოგო.
-შენი აზრით?-კითხულობს ბიჭი და გოგოს შუბლზე კოცნის
-რა თქმა უნდა"

"-თეჰიონ სამუდამოდ გეყვარები?-შუაღამით გოგონა ბიჭს აღვიძებს რადგან კოშმარმა არ მოასვენა,ბიჭი კი ნახევრად მძინარე პასუხობს.
-განა სხვისი შეყვარება შემიძლია?-კითხულობს ის და ხელს სიბნელეში იწვდის გოგონას როგორც კი პოულობს მკერდში იკრავს და კომფორტულად კალათდება
-მიყვარხარ და სამუდამაოდ მეყვარები"

-მიყვარს?-ჩაეცინა თეჰიონს-ეგეთი არალოგიკური და პათეტიკური გრძნობებისთვის როდის იყო ვიცლიდი?-იკითხა თეჰიონმა ირონიული ტონით და ჯონგუკმაც მშვიდად ამოიოხრა.

-აი მე კი მეგონა,რომ შეიცვალე და კინაღამ გულის შეტევა მივიღე ძმაო,ასე არ უნდა შემაშინო ხოლმე-თქვა და საზურგეს გემრიელად მიეყრდნო-იანგი საყვარელია,თან დარწმუნებული ვარ ლოგინშიც კარგია,მაგრმა სიყვარული?ეგ შენთვის და ჩემთვის არ არის,კიდევ იმ დარტყმულისთვის,მაგას ერთადერთი რაც უყვარს ადამიანების თვალებში შიშის დანახვაა,რომელიც თვითონ გამოიწვია-თქვა და თეჰიონს ეშმაკური სახით მიუახლოვდა.

პოლიციის აკადემია《შურისმაძიებელი》(დასრულებული)Where stories live. Discover now