19 თავი."მზე დასავლეთიდან ამოდის...."

347 53 134
                                    

-თეჰი-თეჰიონი დივანზე ზის და წიგნს კითხულობს,მე კი თავი მის ფეხებში მაქვს ჩადებული და თან ტელევიზორში რომანტიკულ კინოს ვუყურებ,სადაც ბიჭი გოგოს შორდება და სხვასთან მიდის.თეჰიონი თმებზე მეფერება და კოპებ შეკრული წიგნს ჩაშტერებია.

-მჰ-ამოიგმინა და ისე, რომ ჩემთვის არც შემოუხედავს,წიგნის მეორე გვერდი გადაშალა.

-მეშინია რომ ერთ დღეს მიმატოვებ და დავშორდებით-ვთქვი მოწყენილმა და თეჰიონს ავხედე.ჩემმა სიტვებმა მისი ყურადღება მიიქცია,წიგნში სანიშნი ჩადო და გვერდით პატარა მაგიდაზე გადადო.შემდეგ კი ერთი ხელით ჩემი ხელი აიღო,ტუჩებთან მიიტანა და აკოცა,მეორეთი კი თავზე მომეფერა.

-და რატომ გეშინია იმის,რაც არ მოხდება?-მითხრ,თავის სიტყვებში ასე პროცენტით დარწმუნებულმა.

-იქნებ ერთ დღესაც გადაგიყვარდე,ან ...არ ვიცი სხვა რამ.არ მინდა რომ დავშორდეთ-ვთქვი ბუზღუნით.

-ჩვენ არ დავშორდებით იანგ-მითხრა დარწმუნებული ხმით.

-უფრო დამაჯერებელი რამ მჭირდება-ვთქვი ბუზღუნით.

-სისხლის ფიცი ხომ არ დაგიდო?-მკითხა ირონიულად.

-ცუდი არ იქნებოდა-თეჰიონმა ღრმად ამოისუნთქა და ჩამომხედა.

-მაშინ,მე და შენ მხოლოდ მაშინ დავშორდებით..-გავაწყვეტინე და სერაფად წამივჯექი.

-აბა არ დავშორდებითო?!-ხელი მომკიდა და უკან დამაბრუნა.

-ჩჩჩ-შემდეგ კვლავ თმაზე მოფერება განაგრძო-ჩვენ მხოლოდ მაშინ დავშორდებით იანგ,როცა,"მზე დასავლეთიდან ამოვა და აღმოსავლეთით ჩავა"-გავუღიმე-ახლა დამშვიდდი?-თავი დავქნიე.
(არადა მაშინ,როცა მოკვდებით)

-მპირდები?-დაიხარა და მაკოცა.

-გპირდები...

დაფეთებული ლოგინიდან წამოვხტი.

მოგონებებს სიზმარში იშვიათად ვხედავდი, დღევანდელი დღეც სწორედ ასეთი გამონაკლისო იყო.სიზმარი კოშმარი არ ყოფილა,მაგრამ როცა გავიღვიძე მაინც შემეშინდა.ფეხზე წამოვდექი და გარემო მიმოვიხედე.თეჰიონის პირადი საქმე მიმოფანტული იყო,ზოგი ფურცელი დახეული ზოგიც დაკუჭული.

პოლიციის აკადემია《შურისმაძიებელი》(დასრულებული)Where stories live. Discover now