4 თავი."გამომძიებელ-პროკურორი"

558 56 213
                                    

-დღეს მოვა არა სპეციალური გამოძიების გუნდის ხელმძღვანელი?-გადმომილაპარაკა აიენმა ინტერესით.თავი დავუქნიე და ჩანისკენ გავიხედე.

-სერ იცი ვინაა?აქამდე,მასზე არასდროს მსმენია-ვთქვი დაინტერესებულმა.

როცა ჩანმა მისი სახელი ახსენა,გაკვირვებული დავრჩი.სამართალ დამცავებში ასეთი ვინმე რომ ყოფილიყო მეცოდინებოდა.არა ეს იმას არ ნიშნავს,რომ ყველას ვიცნობ,უბრალოდ ხომ ხვდებით არა?მას ასეთ მნიშვნელოვან საქმეს აბარებენ,ესეიგი მნიშნელოვანი და ცნობილი ვინმე უნდა იყოს!

"შეიძლება კაცი ჰყავს,მაღალ თანამდებობაზე"

გამიელვა გონებაში.ოოო ესეც დასაფიქრებელია.ასე მარტივად კაცის გარეშე...ნწ სხვა ვარიანტი არაა.ჩვენ აქ წელზე ფეხს ვიდგამთ ის კი მოდის და ნაცნობობით ბრძანებების გაცემას იწყებს!

-მოდის..-დაიძახა კიმმა და სწრაფად შემოვარდა უკან განყოფილების ცენტრალურ ფლიგელში.

-აბა აბა აბა...-განყოფილებაში კომისარი,ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად,შემოვიდა-მოდი ზედმეტი საუბრის გარეშე წარმოგიდგენთ,კიმ ნამჯუნს-თქვა და მამაკაცისკენ მიგვანიშნა.

მოხდენილი მუქი ყავისფერი პიჯაკი და ამავე ფერის კლასიკური შარვალი ეცვა.კარგად დაუთოვებული პერანგით და ზედ ჰალსტუხიც კი "გადაეკოჭა".

ამას ეგონა,რომ პროკურატურაში მოდიოდა?რად უნდა პოლიციაში გამოტმანსვა?

-მოგესალმებით,მე კიმ ნამჯუნი ვარ,უფროსი პროკურორ-გამომძიებელი-აჰა აი ახლა კი ყველაფერი გასაგებია.პროკურორ-გამომძიებელი?(პროკურორები,რომლებიც ქმნიან სპეციალურ ჯგუფს და მათი ხელმძღვანელობით ხდება საქმის გამოძიება.ასეთ პროკურორებს პროკურორ-გამომძიებლებს უწოდებენ)-ზედმეტი საუბრით თავს არ შეგაწყენთ.ყველამ იცით აქ რატომაც ვარ,ამიტომ ვიმედოვნებ საუკეთესო ჯგუფის საშუალებით შევძლებთ საქმე მალე გავხსნათ-მისი გამოსვლა მალე დასრულდა და ყველა თავის სამუშაოს მიუბრუნდა,კომისარი და ნამჯუნი ჩვენსკენ წამოვიდნენ.


პოლიციის აკადემია《შურისმაძიებელი》(დასრულებული)Where stories live. Discover now