-აი ესეც ჩვენი 'ჩუსონი-თქვა მანქანიდან გადმოსულმა ჯონგუკმა და კარი უკან მიხურა.
საშუალო ზომის ორსართულიან მაღაზიას დავაკვირდი,რომელიც მაღაზიებს შორის კოხტად იყო ჩასმული,გარედან კი დიდი ასოებით ეწერა "ჩუსონი".მაღაზია წითელ ფერებში იყო გაფორმებული.იმის მიუხედავად,რომ აშკარად დიდი ხანია არ გარემონტებულიყო,მაინც კარგად გამოყურებოდა.
-შევიდეთ-მითხრა ჯონგუკმა და მაღაზიისკენ წავიდა,მეც მშვიდად გავყევი უკან.მაღაზიის კარების გაღებისას ზარის წკრიალის ხმამ სალაროსთან მჯდომი ქალი გამოაფხიზლა,რომელმაც სიგარეტი მაშინვე ჩააქრო საფერფლეში.
-გამარჯობა-მიესალმა ზრდილობიანად ჯონგუკი.
-გამარჯობა-გვითხრა მკვახედ ქალმა როგორც ჩანს ჩვენი დანახვა დიდად არ გახარებია.
-გამარჯობა ქალბატონო-მივესალმე მეც,მანაც ოდნავ დამიკრა თავი მოსალმების ნიშნად-ჩვენ აქ პარკ ჯიჩანის სანახავად მოვედით...-მან საუბარი გამაწყვეტინა.
-ახლა აქ არ არის,რა გნებავთ მითხარით და გადავცემ-გვითხრა ნაჩქარევად.მე ჯონგუკს გავხედე,აშკარად ისიც იმავეს ფიქრობდა რასაც მე.
"ქალი გვატყუებდა"
-ქალბატონი კიდევ ერთხელ გეკითხებით,სად არის პარკ ჯიჩანი?-ჯონგუკი სალაროს დაეყრდნო-შეგიძლიათ რომ დაუძახოთ?რადგან ვიცით რომ აქ არის-თქვა ეშმაკური ღიმილით.
მე საფულე ამოვიღე და ქალს მოწმობა ვაჩვენე.
-ჩვენ პოლიციიდან ვართ, გთხოვთ საქმეს ნუ გაგვირთულებთ-ჯონგუკი მაგიდას მოსცილდა და თვალეგაფართოებული მომაშტერდა.
-ხოდა მითუმეტეს, გიმეორებთ არ ვიცი სად არის ის-თქვა ქალმა გაღიზიანებულმა და ხელები გადააჯვარედინა.
-ბებო ახლა შენ მომისმინე-ვეუბნები უკვე არაოფიციალური ტონით-მარიხუანას ეწეოდი და რატომღაც არამგონია ლეგალურად გქონდეთ, მთელ მაღაზიას გაჩხრეკ და დარწმუნებული ვარ საკმაოდ ბევრ მსაგავს შეკვრას ვიპოვი,აბა რას ფიქრობთ გინდათ საქმის გართულება თუ არა?-ვთქვი ღიმილით და შევამჩნიე რომ ქალის მზერაში შიში გაკრთა.
YOU ARE READING
პოლიციის აკადემია《შურისმაძიებელი》(დასრულებული)
Боевикმკვლელობების სერია დღითიდღე იმატებს.ადამიანები იხოცებიან,სქესის განურჩევლად.იმ დაჯგუფების არც სახელია ცნობილი და არც მიზანი.ისინი კვალს არ ტოვებენ.ერთადერთი რაც მათ მსხვერპლებს საერთო აქვთ,ზეციური დრაკონის ტატუა,აზიის, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი,კრიმი...