30 თავი."მკვდრეთით აღდგომა"

364 52 36
                                    

თვალების ფშვნეტით ვახელ.დილით რბილ ლოგინში ნებივრობა,ძალიან კარგი შეგრძნებაა.ჩემს გვერდით თეჰიონს მშვიდად ეძინა.მის წელს ზემოთ,შიშველ მხრებზე მზის სხივები ლამაზად თამაშობდნენ.

სურვილი მომეძალა მივსულიყავი და კოცნით დამეხრჩო,მაგრამ გონებას მოვუხმე და ფეხზე წამოვდექი.თეჰიონის კარადიდიან მისი ჰუდი გამოვიღე და გადავიცვი.თმები უკან გადავიყარე და ფეხშიშველი კიბეებზე დავეშვი.

მაცივარში შევიხედე და მარწყვი ბანანთან და ნაყინთან ერთად გამოვიღე.

ყავა ავთქვიფე და დაჭრილი ბანანი და მარწყვი მიქსერით ერთად შევურიე,შემდეგ ეს ყველაფერი ერთმანეთში ავურიე და მაცივრიდან ახლად გამოღებულ ყინულთან ერთად ჭიქებში ჩავასხი.

თეჰიონის გასაღვიძებლად მინდოდა წასვლა,მაგრამ უეცრად ვიღაცამ კარზე დააკაკუნა.მისაღებში გავედი და კარი გავაღე.

ჩემს წინ შავებში ჩაცმული იუნგი აისვეტა,რომელსაც ხელში შავი ჩანთა ეკავა.როცა კარი გავაღე გამარჯობის თქმა დააპირა,მაგრამ შემდეგ პირი მოკუმა და ერთიანად ამათვალიერა.მარტო მაშინ გამახსენდა,რომ თეჰიონის მაისურის ამარა სრულიად შიშველი ვიდექი მის წინ.

-არ შემომიშვებ?-ჩაახველა და ხმა ჩაიწმინდა ხმის ამოსაღებად.

-ხო-თავი დავუქნიე და სახეზე აწითლებულმა კარი ფართოდ გავაღე,რომ შემოსულიყო.

-თეჰიონი ალბათ სახ..-იუნგი მისაღებში შევიდა და აქეთ-იქით მოსროლილი ტანსაცმელიც პირველი იყო,რაც თვალში მოხვდა-იშია?-დაამთავრასავით გაწყვეტილი სიტყვა და მისაღებს მზერა არიდა.

-ხ-ხო-ტანსაცმელების აკრეფა დავიწყე.

-იანგ საყვარელო-თეჰიონი წელს ზემოთ შიშველი ბედნიერი სახით მოლასლასებს კიბეებზე და როცა კოპებშეკრულ იუნგის ხედავს მისაღებში და შემდეგ მე მის მაისურში გამოწყობილს სახეზე ფერი ეკარგება-იუ..იუნიგი?

პოლიციის აკადემია《შურისმაძიებელი》(დასრულებული)Where stories live. Discover now