მანქანიდან იუნგი პირველი გადადის და პირდაპირ "თავშესაფარში" იჭრება.მას უკან თეჰიონი და მე მივყვებით.
შიგნით ჯიმინი და ჰოსოკი გვხვდებიან გაკვირვებული სახით.იუნგი ონკანიდან წყალს უშვებს და სახეზე ისხამს.
-უკვე დაბრუნდით?რამე ახალი არის?-კითხულობს ჰოსოკი და თეჰიონს უყურებს.
-ჩვენ...-თეჰიონი ხან მე მიყურებს ხან იუნგის.
-შეიძლება ვისაუბროთ?-მთელი ერთ საათიანი დუმილის შემდეგ ძლივს გამშრალი პირიდან სიტყვები ამომდის და იუნგის მზერას ვუსწორებ.
მისთვის სახეში აქამდეც შემიხედავს,მაგრამ როცა ვიცი რომ ის ჩემი ძმაა,ეს მაინც განსხვავებულ შეგრძნებას მიტოვებს.მისი სახე რაღაცით ჩემსას ჰგავს,უნებურად პარალელების გავლებას ვიწყებ.ჩემსავით პატარა ცხვირი და პატარა დაბერილი ტუჩები აქვს.თვალის ჭრილი მამასის აქვს,თვალის ფერი კი დედასა და ჩემსავით წაბლისფერი.
მკაცრი გამოხედვაც დედის აქვს,აღნაგობით კი მამაჩემს ჰგავს,მისი ღიმილი ჯერ არ მინახავს.ნეტა ვისი გადმოჰყვა?
-გამომყევი-გვერდს მივლის და ერთ–ერთ ოთახში შედის.თეჰიონთან მზერას ვცვლი და იუნგის უკან მივყვები.
ის დივანზე ჯდება და მეც მთხოვს რომ დავჯდე.
-თავიდან დავიწყო?-მე უბრალოდ თავს ვუქნევ.
ის კი თავის ცხოვრებას ყვება.დიდიდად არ აკონკრეტებს ჰვანგების სახლში რა გამოიარა,მაგრამ მოკლედ მიხაზავს რომ ის ჰვანგ ჩოჯის კანონიერ შვილად იზრდებოდა და იწვრთნებოდა მომავალში კი მისი ადგილის დასაკავებლად.როცა გაიგო რომ ნაშვილები იყო დიდი პროტესტი არ გამოუთქვამს.ჩემდა გასაკვირად რვა წლის ბიჭს იმხელა შეგნება ჰქონდა,რომ ჰვანგების მადლიერიც იყო რომ შეიფარეს.
ისიც იცოდა,რომ ჩოჯი ცუდ საქმეებში მონაწილეობდა.რამოდენიმეჯრე მისი საუბარიც მოისმინა და ქამელეონზეც ასე გაიგო.იმ დღეს,მეცნიერს ქამელეონის დასრულებული ვერსია მიუტანია,ამის გამო კი მას მათი დახოცვა მოუწია.
YOU ARE READING
პოლიციის აკადემია《შურისმაძიებელი》(დასრულებული)
Aksiმკვლელობების სერია დღითიდღე იმატებს.ადამიანები იხოცებიან,სქესის განურჩევლად.იმ დაჯგუფების არც სახელია ცნობილი და არც მიზანი.ისინი კვალს არ ტოვებენ.ერთადერთი რაც მათ მსხვერპლებს საერთო აქვთ,ზეციური დრაკონის ტატუა,აზიის, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი,კრიმი...