თავი 10

94 13 0
                                    

უცნობი კარგი გარეგნობის მამაკაცი გახლდათ, ქერა თმიანი ცისფერთვალება აღნაგობითაც ეტყობოდა რომ ვარჯიშობდა და კარგი ტანი ჰქონდა, ბექჰიონი გაჩუმებული უყურებდა ორ ბიჭს, რომლებიც უხმოთ იდგნენ, შემდეგ კი უცნობმა საუბარი ხმამაღალ ტონზე დაიწყო..
- რომ გწერ რატომ არ მპასუხობ?
- რა უნდა გიპასუხო?
- რამე მაინც. ხომ მოგწერე შემეხმიანე მეთქი!
- და რა მომეწერა მეც მენატრებითქო?
- ქაი გეყოს  მენატრები დამიბრუნდი!

ბექი გაკვირვებული სახით უყურებდა ორი ადამიანის საუბარს...
- შენ მიმატოვე არ გახსოვს?
ხოდა თავი დამანებე!
- ქაი გთხოვ!
უცნუბმა ბიჭს მხრებში ხელი ჩაავლო და ახლოს მიიზიდა, შემდეგ კი დრო იხელთა და წელზე მოხვია ხელი..
- გთხოვ კარგი ვიქნები, მენატრები!
- დამანებე თავი!
- რატომ? შენთვის კარგი არ ვარ? გთხოვ ყველაფერს ვიზავ
უცნობმა ქაის შარვალს ხელი ჩააავლო და ქვევით დაიხარა, ბექიმ სანახობაზე თვალები გააფართოვა, გულმა ჩქარა დაუწყო ფეთქვა, შეეშინდა საშინლად ნუთუ ქაი მასთან ერთად ამით დაკავდება? ტვინში იმდენმა რაღაცამ გაუელვა, რომ ადგილიდან განძრევა ვერ მოახერხა, შემდეგ გაიფიქრა რომ ოთახში ასულიყო და მათთვის ხელი არ შეეშალა თუმცა ორ ცეცხლშუა აღმოჩნდა.....
- ქაი გთხოვ დაგიმტკიცებ!
- რას დამიმტკიცებ დამანებე თავი მე უკვე მყავს შეყვარებული თავი დამანებე!
უფროსმა უცნობს ხელი ჰკრა და მოშორებით გააგდო, ამ დროს კი ბექჰიონიც გამოჩნდა, ჰორიზონტზე,
- ვინ ეს? ეს მათხოვარი ჩინელი?? დამცინი?
ბექი ამ სიტყვებზე გაშეშდა და საწყალი თვალებით იყურებოდა თითქოს დაკარგული ლეკვი ყოფილიყო, ისე შეეშინდა რომ ერთი ნაბიჯი უკან გადადგა,
- დიახაც რამე პრობლემაა? და ჩინელი არაა მას სახელი აქვს!
- ინანებ!
- ჰა?
- ინანებ რომ ასე მომექეცი ინანებ!
ამ მომენტში სახლში ჩანიც მოვიდა, რაღაცა დაჭირდა რაც სახლში ჰქონდა საბუთები უფროსისთვის, ასეთ მდგომარეობას რომ მოესწრო გადაწყვიტა ჩარეულიყო...
- რა ჯანდაბა ხდება?
- გახსოვს ჩემს ყოფილზე რომ გიყვებოდი?
-  ესა??
- კი
- შენ ვინღა ხარ?
- მე ქაის შეყვარებული ვარ!
- მოიცადე და აბა ის ვინღაა?
- ისიც!
ბექჰიონი უფრო დაიბნა რა ჯანდაბა ხტებაო? როდის გავხდი ქაის ან ჩანის შეყვარებულიო? დაბნეულობისგან ბიჭი სამზარეულოში დაბრუნდა და იქ ჩამოჯდა სკამზე..
- ჯანდაბაშიც წასულხარ ქაი!განანებ!
ბიჭმა ქაის ხელი ჰკრა სახლიდან გავიდა ცოტახანში იქაურობას მოშორდა..
- რა ფსიქოფატია!
- კი კარგია რო მოხვედი თორე არ ვიცი რას ვიზავდი
- კარგი საბუთებს ავიღებ და უნდა წავიდე ბექის შენ აუხსენი ყველაფერი.
10 წუთის შემდეგ ბექისთან შევიდა სამზარეულოში, ისეთი სიწყნარე იდგა რომ აუტანელი იყო, ასე რომ სიჩუმე თვითონ ბექჰიონმა დაარღვია.....

ვერანდა (დასრულებულია)Where stories live. Discover now