2.

405 35 2
                                    

"ერთი თვე გავიდა ბიზნესმენ ჯერემი სანდერსის მკვლელობიდან, თუმცა გამოძიებას ჯერ ხელჩასაჭიდი არაფერი აქვს. მთრავარ ეჭვმიტანილად ისევ გარდაცვლილი ბიზნესმენის მეუღლე,  ანდრეა გრეისონ მეკარკი მიიჩნევა, თუმცა არც მის წინააღმდეგ აქვთ რაიმე სახის სამხილი. ეს საქმე იმაზე მეტადაა ჩახლართული, ვიდრე ამას გამომძიებლები ფიქრობდნენ. გამოძიებას სათავეში ახალი დეტექტივი უდგება. ამისდა მიუხედავად, ახალგაზრდა ქვრივი განაგრძობს ჩვეულ ცხოვრებას და მედიის თვალთახედვის არეშიც ხშირად ჩნდება. "
———
კიდევ ერთი უაზრო სტატია. გაზეთი გვერდით გადავდე და ჩაის სმა გავაგრძელე. უკვე ერთი თვე გავიდა, თუმცა მაინც ყველა ჯერემიზე საუბრობს. ვის ვატყუებ, ყველა ჩემზე საუბრობს. ის ფაქტი, რომ ჯერემის სიკვდილმა ოდნავადაც არ დამამწუხრა, ჩემს წინააღმდეგ გამოიყენეს და მის სიკვდილში მადანაშაულებენ.
რა სასაცილოა, ჩემი სრულიად უცხო ადამიანებს სჯერათ, თუმცა მამაჩემს რომ ჰკითხოთ, ჩემი სადისტი ქმარი მე მოვკალი. ამდენი ძალა და გამბედაობა რომ მქონოდა, ამას ჯერ კიდევ შვიდი წლის წინ გავაკეთებდი.
სანდერსი სრულიადაც არ იყო ის კაცი, რომელიც მუდამ კარგ საქმეებს აკეთებდა. არც კეთილი, მზრუნველი და მოსიყვარულე ქმარი იყო. ეს სრული აფსურდი და უცხო თვალისთვის ადვილად აღსაქმელი ნიღაბი იყო. ის სასტიკი, ბოროტი, უგულო და ნამდვილი დიქტატორი გახლდათ. ის არასოდეს ყოფილა ჩემი ქმარი, თავის თავს ჩემს "პატრონს" უწოდებდა და სრულიად მაქცევდა თავისი გავლენის ქვეშ. სკაუთარი ნებით არასოდეს არაფერს ვაკეთებდი. მუდამ ძალდატანებით, ყვირილითა და შეურაცხყოფით შემოიფარგლებოდა მისი ქმედებები. პირველ რიგში ამის მიზეზი, ჩემი სიჯიუტე იყო. არ მინდოდა მისი სათამაშო ან მონა ვყოფილიყავი. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ვისჯებოდი, მას მაინც არასოდეს ვემორჩილებოდი. მეორე მიზეზი კი ის იყო, რომ მან მე მიყიდა. ამიტომ თვლიდა, რომ ჩემზე სრული უფლება ჰქონდა. ამ ყველაფერმა კი მე უფრო მეტად გამაძლიერა. მისი სიკვდილი, ჩემი თავისუფლების გასაღები აღმოჩნდა. ახლა შემიძლია დავეხმარო იმ ქალებს, რომლებიც ჩემს მდგომარეობაში არიან და მერწმუნეთ, ამ ქალაქში, ასეთი უამრავი ქალია.
ტელეფონზე ზარის ხმა მაიძულებს, რომ ფიქრებს ცოტა ხნით მოვწყდე.
— გისმენთ ადამ. — ჩემი ადვოკატის ზარმა ცოტათი გამაკვირვა.
— მისის მელარკ..— სიტყვა შევაწყვეტინე.
—  ადამ ამაზე ხომ ვისაუბრეთ?! მის და არა მისის. თანაც სახელით მომმართეთ, თქვენზე ბევრად უმცროსი ვარ და უხერხულად ვგრძნობ თავს. — გავიგე როგორ ამოიოხრა და თავს დავდებ, ახლა ის იღიმის. ადამი ერთადერთი ადამიანი იყო ჯერემის გარემოცვაში, რომელიც მუდამ მხარში მედგა და მისგან მიცავდა.
— კარგი, ანდრეა. — გაიცინა. — საქმე იმაშია, რომ ახალ დეტექტივს, მისტერ სტაილსს შენთან გასაუბრება სურს. ფაქტია დიდად წინ ვერ წაიწიეს, თუმცა ამბობენ, რომ ის საუკეთესოა თავის საქმეში და ასევე იმედი აქვთ, რომ შენს დაკავებას მალე შეძლებენ. — ბოლო სიტყვები დანანებით წარმოთქვა. მან იცის, რომ მე დამნაშავე არ ვარ ჯერემის სიკვდილში.
— კარგი ადამ, შეატყობინეთ მისტერ სტაილსს, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია გავესაუბრო. — შეწინააღმდეგებას აზრი მაინც არ აქვს. ორდერს გამომიგზავნიან და მაინც დამკითხავენ.
— კარგი, მაგრამ დამპირდი, რომ არ ინერვიულებ. შენს მდგომარეობაში ეს ნამდვილად არ შეიძლება. — ვიცი, რომ ისევ ჩაეღიმა.
— მართალი ხარ, არ ვინერვიულებ და თავსაც გავუფრთხილდები. — მეც ისე გავიღიმე, თითქოს მხედავდეს.
— ძვირფასო, მისტერ სტაილსს შევატყობინებ, რომ შენთან მოვიდეს. ხომ გახსოვს, დასვენება გჭირდება და ხალხმრავალ ადგილებსაც უნდა მოერიდო. — ის ჩემზე მამასავით ზრუნავს. ამიტომ მახარებს ის ფაქტი, რომ მუდამ ფიქრობს ჩემს ჯანმრთელობაზე.
— ძალიან კარგი იქნება ადამ. დროებით. — დავემშვიდობე და ტელეფონი იქვე მივაგდე. ლუსის, ჯერემისთვის მოსამსახურეს, მაგრამ ჩემს უაყვარლეს ფუმფულა ქალბატონს დავუძახე, რომელიც წამში ჩემთან გაჩნდა ქოშინით.
— ყველაფერი რიგზეა ანდრე?! — ჯერ კიდევ სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა.
— კი ლუსი დამშვიდდი. — მასზე გამეცინა. — უბრალოდ დღეს სტუმარი გვეყოლება. ახალი დეტექტიავია, მისტერ სტაილსი და ჩემთან საუბარი სურს. — დავინახე, როგორ ამოიოხრა ლუსიმ და თავი გააქნია.
— ამ ყველაფერს არ იმსახურებდი ჩემო პატარა გოგონავ. — თავზე ხელი გადამისვა. ლუსი ჩემთვის დედასავითაა. დედაჩემს არასოდეს გამოუჩენია ისეთი ყურადღება და მზრუნველობა ჩემს მიმართ, როგორც ამას ლუსი აკეთებდა და აკეთებს. მასში ნამდვილად გამიმართლა, ის იყო ყველაზე დიდი და ნათელი წერტილი, შვიდწლიან ბნელ ცხოვრებაში. მას გავუღიმე და საღამოსთვის მომზადება დავიწყე. საინტერესოა ვინ არის ასეთი მისტერ სტაილსი. მთელი ქალაქი მასზე საუბრობს, ნამდვილად ვიღაც ბებერი , დიდი გამოცდილების მქონე, ჭაღარა კაცია.  საინტერესოა, სანამდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი?!

"შავი ქვრივი"- "BLACK WIDOW"Where stories live. Discover now