19.

254 26 4
                                    

ერთ ადგილას გაშეშებული ვდგავარ. ვხედავ სისხლიან ოთახს, კედელზე წარწერას "მე გაგაფრთხილე" და სისხლისგან დაცლილ ლუსის. ყელი აქვს გამოჭრილი, თვალები გახელილი და სახეზე ტანჯვა ეტყობა.

ლუსის სხეულს მივუახლოვდი, მუხლებზე დავემხე და ხელი ფრთხილად წავიღე მისი ლოყებისკენ.
— ლუსი. — დავიჩურჩულე, არ მინდა შეშინებულს გამოეღვიძოს.
— ლუსინდა, გაიღვიძე. — თმებზე ფერებას ვუწყებ და თან ვეჩურჩულები, რომ გაღვიძების დროა. — გთხოვ ტკბილო ქალბატონო, მითხარი რამე. — უკვე პანიკა მიპყრობს. ის უბრალოდ უძრავად წევს, თბალებში მიყურებს, მაგრამ არ მეტყველებს.
— ღმერთო ჩემო. — უკნიდან ესმას და ვიკის სასოწარკვეთილი ხმა მომემსმა. მათკენ გავიხედე, კარებში მათთან ერთად ზეინი, ლუი, ლიამი, ნაილი და ჰარიც კი, იდგნენ. ყველა მათგანი გაოგნებული იყურებოდა.
— ის არ იღვიძებს ლუ. — ლუის მივმართე, რომელიც ჩემკენ დაიძრა და ოთახს თვალი მოავლო.
— ფრედი? სად არის ფრედი? — დაიყვირა და მეორე სართულისკენ გაიქცა. მე ისევ ლუსის მივუბრუნი, ოდნავ წამოვაყენე და თავი ჩემს ფეხებზე დავადებინე. მთლიანად სისხლში ვიყავი ამოსვრილი, ხელები მიკანკალებდა და ნელნელა აზროვნება მიბრუნდებოდა.

ასე როგორ გაიმეტეს ჩემი ლუსინდა?!

— ჩემო ძვირფასო. — გული უფრო და უფრო მიჩუყდებოდა. მისი სხეული ჯერ კიდევ თბილი იყო, თუმცა მისი თვალები გაყინული. ვერ ვგრძნობდი მის პულსს, რომელიც ასე მაწყნარებდა. ვერ ვგრძნობდი მის სუნთქვას, რომელიც მუდამ მშვიდი და რიტმული ჰქონდა.
— გთხოვ ლუსი, ასე ნუ გამიმეტებ. — თვალებიდან პირველი ცრემლის ბურთულა გადმომვარდა.
ნელნელა იმის გააზრება დავიწყე, რომ ჩემი ტკბილი ქალბატონი მომიკლეს.
— არა.. არა.. ლუსი გთხოვ. — ამოვიტირე და ხელები ძლიერად მოვხვიე. გულში იმდენად მჭიდროდ მყავდა ჩაკრული, რომ ვერავინ გამომგლეჯდა მის სხეულს ხელებიდან. წინ და უკან ვირხეოდი და ჩვენ საყვარელ სიმღერას ვღიღინებდი.

"შავი ქვრივი"- "BLACK WIDOW"Where stories live. Discover now