30.

256 27 79
                                    

ანდრეაა.— მისი ხმა ჩემს ყურთასმენას აღწევს და ახლა უფრო მეტად მიყრობს შიში. ჩემს სახელს ღიღინით ამბობს და ვიცი, რომ ახლა თამაშის დროა.

დამენახე ციცინათელავ. — ისევ მონოტონური ხმით ღიღინებს და ნელნელა მიახლოვდება.

გარდერობი ერთადერთი ადგილი იყო, რომლის კარებიც შიგნიდანაც იკეტებოდა. აქედან გასვლას კი სიკვდილი მერჩივნა. თუმცა აქედან გასვლა, სიკვდილსაც ნიშნავდა.

მთელი სხეული მიკანკალებდა და არც კი ვიცოდი, რა ჯანდაბა უნდა გამეკეთებინა. ის უფრო და უფრო მიახლოვდებოდა, მისი სუნთქვის ხმა მესმოდა, აჩქარებული ჰქონდა.

ისე მოიპარებოდა, როგორც გარეული ცხოველი - მსხვერპლისკენ, რათა არ დააფრთხოს. მაგრამ მე უკვე წლებია ვერ მაფრთხობს ისე, როგორც მას ეს სურს. ის ვერ მეუფლება, ვერ მკოცნის, ამიტომ მტკენს ისე ძლიერ, როგორც არასდროს არავის უტკენია.

ნაბიჯების ხმა შეწყდა, თუმცა რამდენიმე წამში თვალები უეცარმა სინათლემ მომჭრა.
დაგიჭირე.— საზარელი ხმით გაიცინა და სურვილისგან ანთებული თვალებით დამაშტერდა. ეს იყო სურვილი, ჩემთვის ტკენისა.

"შავი ქვრივი"- "BLACK WIDOW"Where stories live. Discover now