Harry's Pov.
იცით რა არის ყველაზე გამაღიზიანებელი ჩემნაირი, ზედმეტად პუნქტუალური ადამიანისთვი?! რა თქმა უნდა ლოდინი.
დაახლოებით საათნახევარი, ან შეიძლება მეტიც, გავიდა მას შემდეგ რაც ანდრეამ ჩემთან მოსვლა მთხოვა. ძალიან გამიკვირდა და დავიბენი, რადგან ის არ არის იმ ტიპის ქალი, რაიმე დაუფიქრებლად მოიმოქმედოს. თუმცა ფაქტია, რომ სპონტანურად მოუვიდა იდეა, რადგან აშკარად ცუდ ხასითზე იყო. ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში, შეძლებისდაგვარად ვცდილობ გავიცნო, მასზე მეტი ფაქტი გავიგო და სიმართლე ვთქვა, რაც მეტს ვიგებ, მეტად ამოუცნობი ხდება მისი სამყარო ჩემთვის. ვიცი, უამრავ რამეს მიმალავს, არ საუბრობს ხმამაღლა იმაზე, თუ რა გამოიარა. რაც ამ საქმეს ხელი მოვკიდე და პირველად შევხვდი ანდრეას, მას შემდეგ ყველა გაზეთი, ჟურნალი, სატელევიზიო გადაცემა და მთელი არქივიც კი გადავატრიალე, რომ მასზე მეტი მცოდნოდა თუმცა უშედეგოდ. ჯერემის წინასწარ ჰქონდა ყველაფერი გათვლილი. მისი ცოლის შესახებ ვერაფრის პოვნას შეძლებდი, თუ ზედმეტად გავლენიანი არ იქნებოდი და საიდუმლო ფაილებზე არ გექნებოდა წვდომა. ბოლო ორი კვირაა მე და ლიამი, რომელიც კომპიუტერების ტვინია, ვცდილობთ ამ ფაილების მოპოვებას. ამას ნამდვილად დიდი დრო და სიფრთხილე სჭირდება. ტელეფონი ავიღე და ლიამს კიდევ ერთხელ დავურეკე. ვერც ერთ წამს ვერ დავკარგავ.
— გისმენ ჰაროლდ. — ჩემი ზარებისგან მობეზრებულმა ამოილაპარაკა.
— როგორ მიდის საქმეები ტვინიკოსო?! — მეც იგივე ტონით ვუპასუხე და დავიფიცებ, ახლა თვალები აატრიალა. ზედმეტად კარგად ვიცნობ.
— როდის მორჩები მაგ სახელით მომართვას?!
— როდესაც ჰაროლდს აღარ დამიძახებ— სიცილით ვუპასუხე. — ახლა კი ლიამ, იპოვე რაიმე ახალი?! — უკვე სერიოზული ტონით განვაგრძე საუბარი.
— არა ჰარი, ძალიან ძლიერი დაცვა აქვთ ყველა ფაილზე. ამ ქალის ცხოვრება ზედმეტად გასაიდუმლოებულია. — ამოვიოხრე და ხელი თმებში შევიცურე.
— ლიამ მასზე ყველაფერი უნდა ვიცოდე. მისი ცხოვრების შვიდი წელი მჭირდება. განსაკუთრებით კი ის შვიდი თვე, როდესაც უკვალოდ იყო გამქრალი. —
— ვცდილობ ძმაო, თუმცა კიდევ გიმეორებ ეს ძალიან რთული საქმეა და ეცადე, ღრმად არ ჩაგითრიოს, თორემ უკან ამოსვლა ძალიან გაგიჭირდება. — მის მონოლოგზე თვალები ავატრიალე.
— ფრთხილად იყავი ლიამ.
— ფრთხილად შენ უნდა იყო ჰარი. ამ გოგოთი ზედმეტად ხარ დაინტერესებული და ვიმედოვნებ, რომ ეს შენი საქმისადმი პასუხისმგებლობის გამოა და არა ამ ქალისადმი ინტერესის. — სანამ რაიმეს თქმას მოვასწრებდი, უბრალოდ ტელეფონი გამითიშა. ლიამი და ნაილი ზედმეტად კარგად მიცნობენ, არ გაჰკვირვებიათ როდესაც გამოძიებაში ისინიც ჩავრთე, თუმცა ბოლო რამდენიმე კვირაა მაფრთხილებენ, რომ ზედმეტად ახლოს ვარ ანდრეასთან და ეს კარგს არაფერს მომიტანს. ეს მეც კარგად ვიცი, თუმცა საკუთარ თავს იმით ვამხნევებ, რომ საქმის გამოძიების გამო ვარ ასე. ბიჭების საუბარს რომ დავუჯერო, საქმის დახურვა და თაროზე შემოდება მომიწევს, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო. თუმცა ახლა უკვე იმდენად ღრმად ვარ შესული ამ ლაბირინთში, რომ უკან დასახევი ყველა გზა მოჭრილი მაქვს.
კიდევ რამდენიმე საათი გავიდა, თუმცა ანდრეა ისევ არ გამოჩენილა. ძალიან გავბრაზდი მასზე, რატომ მთხოვა მოსვლა, თუ ამას არ აპირებდა?! ეს ქალი სახიფათო თამაშს მეთამაშება და მე მასში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ. სახლის ეზოს კიდევ ერთხელ შევავლე თვალი, უკვე მზეც ჩადიოდა, თუმცა ანდრეა არსად ჩანდა. გაბრაზებულმა ავიღე მანქანის გასაღები, სახლის კარები ჩავკეტე, მანქანაში მოვთავსდი და განყოფილებაში წავედი. იმ ქალის ლოდინს, რომელიც ვიცი არ მოვა, სჯობს ჩემს საქმეს მივხედო და მკვლელი ვიპოვო, რომ რაც შეიძლება მალე დავხურო საქმე და ლონდონში დავბრუნდე.
განყოფილებაში მისულს, სრულიად სიმშვიდე დამხვდა. არც მიკვირს, ამ ქალაქში კრიმინალის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. სწორედ ამიტომ გახდა სანდერსის მკვლელობა უდიდესი თავსატეხი და ამიტომ მომიწვიეს მეც.
მიუხედავად იმისა, რომ განყოფილებაში სიმშვიდეა და მეც თავით ვარ ჩაფლული გამოძიებისთვის საჭირო საბუთებში, ჩემს გონებაში მაინც სრული ქაოსია და მას ანდრეა გრეისონ მელარკი ჰქვია. მაინც მეფიქრება იმაზე, თუ რატომ არ მოვიდა, ან არ შემატყობინა მოსვლას რომ ააღარ აპირებდა. ისიც გავიფიქრე რამე ხომ არ შეემთხვათქო, თუმცა ასეთ შემთხვევაში ლუი მაშინათვე შემატყობინებდა. ისევ ფურცლებს დავუბრუნდი და ყველა ფიქრი მოვიცილე თავიდან.
მუშაობის დროს ყოველთვის სამი ფერის მარკერს ვიყენებ. ყვითელს- როდესაც საქმის დახურვასთან ახლოს ვარ. მწვანეს- როდესაც საქმე ბოლომდე გამოძიებულია და დავხურე, ძირითადად კი ამ ფერს ვიყენებ ხოლმე. თუმცა ახლა, ყველაფერი წითელი მარკერით არის მომიშნული, რაც გამოუძიებელ და სრულიად ჩახლართულ საქმეს ნიშნავს.
"ჯერემი მაშინ მოკლეს, როდესაც ეძინა თანაც ალკოჰოლის დიდი რაოდენობა ჰქონდა მიღებული. ოთახში სავარაუდოდ აივნიდან მოხვდა რადგან გარდაცვლილის პოვნის დროს აივნის კარები ღია იყო, თუმცა ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სანდერსმა ანდრეა გააუპატიურა, რადგან მან ჩვენებაში თქვა, რომ აივნის კარები ისევე იყო ჩაკეტილი, როგორც ოთახში შესასვლელი. სავარაუდოდ მკვლელმა იცოდა, რომ ანდრეას და ჯერემის ცოლ-ქმრული ურთიერთობა არ ჰქონდათ და ცალ-ცალკე საძინებლებში იძინებდნენ. რაც მაფიქრებინებს იმას, რომ ეს ადამიანი ისევე კარგად იცნობდა სახლს, როგორც ამ
ოჯახის შიდა სამზარეულოს." წერა შევწყვიტე და ეჭვმიტანილთა სიას გადავხედე. მის სათავეში ჯერ კიდევ იყო ანდრეას სახელი, ამის მიუხედავად მის უდანაშაულობაში დარწმუნებული ვარ. თუმცა სხვა ყველა ადამიანი, რომლებსაც ამ სიაში ვხედავ, უპირობო ეჭვმიტანილები არიან. მათი რაოდენობის შემცირება სრულიად შეუძლებელია, თუმცა გაზრდა გარდაუვალი.
უკვე საქმეს ვასრულებდი, როდესაც ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა. როგორც კი სახელს დავხედე, გული ამიჩქარდა და სწრაფად გავხსენი შეტყობინება.
* დეტექტივო სტაილს.
მაპატიეთ, რომ დღეს თქვენთან შეხვედრა ვერ მოვახერხე. ფრედის დავპირდი, რომ
გავასეირნებდი და სიტყვას ვერ გავტეხდი. მშვიდ საღამოს გისურვებთ. *
შეტყობინება კიდევ რამდენჯერმე გადავიკითხე. მისმა მომართვის ფორმამ ცოტათი დამაბნია, თითქოსდა არც მიკვირს ის ხომ ნამდვილი მოთამაშეა, თუმცა ფაქტმა, რომ მას საფრთხე არ ემუქრება და ფრედის გამო აღარ მოვიდა, ნამდვილად დამამშვიდა.
*იმედი მაქვს კარგდ გაერთეთ. ფრედი მომიკითხეთ მის კლარკ*
შეტყობინება გავაგზავნე, შემდეგ კი უკვე დამშვიდებულმა, თუმცა მაინც გაბრაზებულმა დავტოვე განყოფილება.
სახლში როცა მივედი, დედა და დეიზი ახალი დაბრუნებულები იყვნენ. პატარა ონავარმა როგორც კი დამინახა მაშინათვე ზედ შემომახტა და დიდხანს მეხუტებოდა. დედა ცოტა ხანს გაღიმებული გვიყურებდა,
შემდეგ კი სამზარეულოში გავიდა.
— შე პატარა ონავარო. — სიცილით ვუთხარი, როდესაც ჩემი მოსაცმელიდან ჩუმად ამოაძვრინა ტელეფონი.
— ძია ჰარი. — მოსაწყლებული თვალებით გადმომხედა.
— მხოლოდ ცოტა ხნით. — წარბაწევით ვუთხარი, თუმცა მის გამომეტყველებაზე მაინც მეპარებოდა ღიმილი. დამეკრიჭა, ლოყაზე მაკოცა და მაიძულა ძირს დამესვა. სწრაფად აძვრა სავარძელზე, გემრიელად მოკალათდა და თამაში დაიწყო. სიცილით გავაქნიე თავი, ქურთუკი იქვე დავკიდე და დედასთან გავედი სამზარეულოში.
— ძალიან მშია. — სიცილით ვუთხარი, ლოყაზე ვაკოცე და მაგიდასთან მოვკალათდი.
— უკვე გიმზადებ. — მითხრა და სტეიკის მომზადება განაგრძო. რამდენიმე წუთში უკვე ჭამას შევუდექი, ის ჩემს წინ მოთავსდა და ღიმილით მიყურებდა.
— დღეს სად იყავით შენ და დეიზი?! — ვკითხე და ჭამა დავიწყე.
— ჯერ ზოოპარკში, შემდეგ კი გასართობ პარკში. — გაიღიმა და მისაღებში მჯდომ დეიზის გახედა. — ოუ დღეს მისი მეგობარი ვნახეთ, ფრედი. ძალიან ზრდილობიანი ბავშვია. დიდხანს ითამაშეს ერთად, დედამისიც ძალიან კარგი გოგონაა. — ღიმილით მითხრა.
— ის გოგო დედამისი არ იყო, მამამისის მამიდაშვილია. თუმცა დედაც ნამდვილად ძალიან კარგი ჰყავს. — დედაჩემმა თავი გააქნია.
— არა ძვირფასო ნამდვილად დედამისი იყო.— მისმა ნათქვამმა დამაბნია.
— სახელი არ უთქვამს?! — ცოტა ხანს ჩაფიქრდა.
— ესმა, ნამდვილად ესმა ერქვა. — თვალები დავხუჭე და ხელი ჩანგალს მოვუჭირე.
— მარტო იყო?! —
— შვილო რა ხდება?! — დედა უკვე აღელვებული იყო, თუმცა ახლა ამაზე ვერ ვფიქრობდი.
— დედა მარტო იყო თუ არა?! თან კიდევ ხომ არ ახლდა ახალგაზრდა, ქერა თმიანი გოგო? — უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
— მარტო იყო. ასე თქვა სახლში ყველა სადღაც გაიფანტა და ფრედიმ მოიწყინაო. — მხრები აიჩეჩა. სკამიდან სწრაფად წამოვდექი, ჩანგალი მივაგდე და მისაღებში მჯდომ დეიზის ტელეფონი გამოვართვი. სწრაფად მოვიცვი ქურთუკი და დავაიგნორე დედას ყოველი შეკითხვა იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა. ერთადერთი რაც ახლა თავში მიტრიალებდა იყო ის, რომ ანდრეა გრეისონ მელარკმა მომატყუა.
YOU ARE READING
"შავი ქვრივი"- "BLACK WIDOW"
Fanfictionისტორია მოგვითხრობს ახალგაზრდა გოგონასა და დეტექტივ-გამომძიებლის ისტორიაზე. მთელს ჰოლმს-ჩაპელს ჰგონია, რომ მდიდარი და გავლენიანი კაცის მკვლელობაში მისი ცოლი, ახალგაზრდა გოგონა, ანდრეა გრეისონ მელარკია დამნაშავე. საინტერესოა როგორ წარიმართება მოვლე...