იცით რამდენი რამის შეცვლა შეუძლია დროს?! ამ უკანასკნელს შეუძლია გაგვაბედნიეროს, გაგვაუბედუროს, ვინმე გვაპოვნინოს ან დაგვაკარგინოს.
თვალებახვეული ვწევარ ცივ იატაკზე, ხელები ზურგ უკან მაქვს დაბმული, ისევე როგორც ფეხები. მოძრაობის ყველანაირი საშუალება დაკარგული მაქვს. ერთადერთი რაც შემიძლია ეს სუნთქვა და ფიქრია. ამაზე უარეს მდგომარეობაშიც ვყოფილვარ და გადავრჩენილვარ კიდეც, ანუ ამასაც გავუძლებ. მაგრამ ჩემი შვილის მდგომარეობა მაშინებს. არ ვიცი ამას გადაიტანს თუ არა, თუმცა არ ვაპირებ დანებებას, ჩვენ ვიცოცხლებთ და პასუხს ვაგებინებთ ამ კაცს ყველაფრისთვის, არა ჯერემის, არამედ ჩემი და ჩემი ჯერ არ დაბადებული შვილის გამო.
წუთები წუთებს მისდევს, საათები კი საათებს თუმცა არავინ მოდის. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფიქრებით ჰარისთან ვარ. იმედი მაქვს, რომ მომძებნის, ამის შემდეგ კი ამ კაცის დაკარგვას არ დავუშვებ. მის მიმართ გულგრილი არ ვარ, არ ვიცი ეს სიყვარულია თუ არა, თუმცა თუ გადავრჩი პირველ რიგში ამას გავარკვევ.
არ ვიცი რამდენი დრო გავიდა, მაგრამ უკვე ვითიშებოდი, რადგან წასვლამდე რაღაც გამიკეთეს და ვიმედოვნებ, რომ ის არ არის რასაც ვფიქრობ. უკვე ყველაფერი ბუნდოვანი იყო, თუმცა დავინახე ადამიანებმა როგორ შემოამტვრიეს რკინის კარები, როგორ დაიყვირა ვიღაცამ ან ვიღაცებმა, ჩემი სახელი. შემდეგ ვიგრძენი შეხება და თითქოს გამოსახულებაც გაიწმინდა, ეს ზეინი იყო. თითქოს გული დამწყდა მაგრამ წამში დავინახე ჰარის სილუეტი, რომელიც ლუისთან ერთად დამყურებდა ზემოდან. ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით და სანამ გავითიშებოდი მოვასწარი, მარცხენა ხელით მენიშნებინა ჩემთან ახლოს დაგდებულ შპრიცზე. ამის შემდეგ კი იყო მხოლოდ სიბნელე.თვალების გახელა ასე უკვე მეორედ გამიჭირდა, მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში. ძალიან მცხელოდა, რაღაცის წრიპინის ხმა მესმის და მინდა, რომ სამუდამოდ დავყრუვდე. სრულიად ძალაგამოცლილი ვწევარ რაღაც რბილზე, თვალების გახელის შემდეგ კი ვხვდები, რომ ეს საავადმყოფოს საწოლია. პალატაში ვწევარ, რომელიც სრულიად ცარიელია. მოგონებები პაზლის ნაწილებივით უკავშირდებიან ერთმანეთს, თუმცა ვამჩნევ, რომ რაღაც ნაწილები დაკარგულია. მაგალითად ის, თუ როგორ მიმიყვანეს იმ საწყობში, ისიც როგორ აღმოვჩნდი და საერთოდ ვინ მომიყვანა აქ. შემდეგ კი გამახსენდა ნემსი, ჩემს ორგანიზმში რაღაც შეუშვეს და განგაშის სიგნალიც ამოქმედდა.
— ლუიი. — დავიყვირე, უფრო სწორად მე მეგონა ასე, ჩემი ხმა იმდენად შეცვლილი და უსუსური იყო, მეეჭვება ვინმეს გაეგო.
— ლუიიი. — უფრო ხმამაღლა წამოვიძახე, ზეწარი გადავიძვრე და საწოლიდან წამოდგომა ვცადე. როგორც კი ფეხები იატაკზე დავდე, ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
რა წამსაც ფეხზე წამოვდექი, კარები გაიღო და ლუი შემოვიდა. წონასწორობა დავკარგე და სისუსტისგან ფეხები მომეკვეთა.
— ანდრეაა. — წამოიყვირა და წამში დამიჭირა. მის სწრაფ მოქმედებაზე უნებურად ჩამეცინა, მაგრამ მაშინათვე გამახსენდა ჩემი შვილი.
— ლუი ჩემი პატარა როგორ არის? გთხოვ არაფერი დამიმალო. — პორდაპირ მივახალე ლუის და მანაც ფრთხილად დამაბრუნა საწოლში. მისი დუმილი მაგიჟებდა. კითხვას მანამ ვუმეორებდი, სანამ სკამი არ მოსწია და ჩემს გვერდით არ ჩამოჯდა.
— ამოისუნთქე ბემბი. — ჩაეღიმა.
— საერთოდ არ მეცინება ლუი. მითხარი როგორ არის ბავშვი, სხვა არაფერი მაინტერესებს. — ლუი ისევ ღიმილით მიყურებდა და ცოტაღა მაკლდა, რომ
ის ლამაზი ცხვირ-პირი არ გამეერთიანებინა მისთვის.
— ორივე კარგად ხართ, ნუ ღელავ. — ამ
სიტყვების გაგონების თანავე მივხვდი, რომ ცოცხალი ვარ და ვსუნთქავ.ხელი მუცელზე მოვისვი და ღიმილით დავაკვირდი, უფრო წამოზრდილია და ვერ ვიჯერებ, რომ იქ პატარა არსება ზის.
— თავს ძალიან სუსტად ვგრძნობ, რა ჯანდაბა გამიკეთეს?!
— ნუ ინერვიულებ, დამაძინებლის დიდი დოზა გაგიკეთეს. ზედმეტად ვერ ჩაერეოდნენ შენი ფეხმძიმობის გამო, ამიტომ მოქმედებას ჯერ ბოლომდე არ გაუვლია. — ამიხსნა ლუიმ და თან ჩემი ხელი დაიჭირა. — მალე ჰარი მოვა, რომ ჩვენება ჩამოგართვას. მაგრამ თუ მზად არ ხარ...—
— მოვიდეს, მზად ვარ. — ლუის საუბარი შევაწყვეტინე მან კი ეშმაკურად ჩაიღიმა.
— შენ ის მოგოწონს. — წარბების თამაშით მითხრა.
— ეს ასე არ არის. და ნუ შემეკამათები ისედაც სუსატად ვარ. — ხელზე ხელი შეძლებისდაგვარად მოვუჭირე მან კი სიცილით დამიქნია თავი.
ცოტა ხანს ჩემს გვერდით იჯდა და მიყვებოდა, როგორ ინერვიულეს ჩემს გამო, როგორ იტირეს გოგონებებმა და როგორ ცდილობდა ფრედი მათ დაწყნარებას სასაცილო მოძრაობებით. ეს ბავშვი ყოველთვის ახერხებს ჩემს გაღიმებას. ისე მენატრება მისი ფუმფულა ლოყები, რომ ვგიჟდები.
ლუის წასვლიდან რამდენიმე წუთი იყო გასული, უკვე ძილბურანში ვიყავი, როდესაც ოთახში ვიღაც შემოვიდა. მისი სურნელი ვიცანი. ყოველთვის ერთსა და იმავე სუნამოს იყენებს. არასოდეს შეუცვლია. ლუის ადგილი დაიკავა, ხელზე ხელი ჩამკიდა და ზედვე მაკოცა. თავს ძალა დავატანე და თვალები გავახილე. მაშინათვე შევეჩეხე მის თაფლისფერ, გრძელ წამწამა თვალებს.
— ჰეი. — მკრთალი ღიმილით მომესალმა.
— ჰეი. — მეც გავუღიმე. — მაპატიე იმის გამო, რაც გითხარი.
— არაფერია ანდრეა. ყველაფერი რიგზეა. — თვალები დავხუჭე.
— ვიკი, ის ჩემზე ბრაზობს არა?! მითხარი, რომ ჩემგამო არ გიჩხუბიათ. — ზეინს ცალი თვალით გავხედე რაზეც ხმამაღლა გაეცინა.
— მე მას ყველაფერი მოვუყევი. თავიდან ეწყინა, რომ ამდენ ხანს ვუმალავდი, მაგრამ დიდხანს ვერასოდეს ბრაზობდა, ახლაც ასეა. შენზე კი არ ბრაზობს, პირიქით ძალიან ინერვიულა შენს გამო. — გულწრფელად მიხარია მათ გამო. იდეალური წყვილი არიან. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი ზეინის გრძნობების შესახებ, ვერასოდეს წარმოვიდგენდი ჩვენ ორს ერთად. უბრალოდ იმდენად ახლო მეგობრები ვიყავით, რომ სხვა თვალით ვერ ვუყურებდი. როდესაც პირველად მაკოცა მაშინაც ვერაფერი ვიგრძენი, საკუთარ თავზე ვბრაზობდი მხოლოდ. მეგონა გულს ვტკენდი და მინდოდა ამაზე გვესაუბრა, მაგრამ შემდეგ ჯერემიმ წამიყვანა.
— სიზმარი ვნახე. — ცოტაოდენი დუმილის შემდეგ ვუთხარი და მანაც ინტერესით შემომხედა. — კოპლებიანი, საზაფხულო კაბა მეცვა. აი ისეთი დედაშენმა რომ შემიკერა, ჩემს მეთექვსმეტე დაბადების დღეზე. — ზეინს გაეცინა.
— გაუთოების დროს რომ დაწვი?! — მეც სიცილით დავუქნიე თავი.
— ჰო ეგ... რაღაც ლამაზ, მწვანე მდელოთი დაფარულ ადგილას ვიყავი და მე სულ ყურებამდე ვიღიმოდი. ვიღაცის კისკისის ხმა ჩამესმოდა და როდესაც ჩემგან მარჯვნივ გავიხედე პატარა, ოქროსფერთმიანი, ცისფერთვალება გოგონა დავინახე. ზეინ მე გოგო მყავდა. — დავინახე, როგორ ეღიმებოდა ზეინსაც ჩემს მსგავსად.
— შენ ყოველთვის გინდოდა პატარა გოგონა. რომელსაც დაარქმევდი...—
— ზოის. — ერთდროულად ვთქვით. თვალებიდან ჩამოგორებული ცრემლები ზეინმა მომწმინდა და შუბლზე ნაზად მაკოცა.
— როგორ გგონია, გაუხარდებოდა ჩემს შვილს მის სახელს თუ დავარქმევდი?! — დამწუხრებულ ზეინს გავხედე.
— დარწმუნებული ვარ, ძალიან გაუხარდებოდა. — მწუხარე ღიმილმა გააპო მისი ტუჩები.
— ძალიან მენატრება. — ამოვიოხრე და ზეინის ხელს ძლიერად ჩავეჭიდე.
— მეც მენატრება. თუმცა ის მუდამ ცოცხლობს, აი აქ.. — ხელი გულზე დამადო და ჩემს ხელს აკოცა. მეც თავი დავუქნიე და თვალები დავხუჭე.
მალევე ოთახის კარები ექთანმა შემოხსა, რომელმაც ზეინს სთხოვა, რომ პალატა დაეტოვებინა, რადგან დასვენება მჭირდებოდა. მანაც შუბლზე მაკოცა და ისევ მარტო დამტოვეს, გამაღიზიანებლად თეთრ ოთახში.
YOU ARE READING
"შავი ქვრივი"- "BLACK WIDOW"
Fanfictionისტორია მოგვითხრობს ახალგაზრდა გოგონასა და დეტექტივ-გამომძიებლის ისტორიაზე. მთელს ჰოლმს-ჩაპელს ჰგონია, რომ მდიდარი და გავლენიანი კაცის მკვლელობაში მისი ცოლი, ახალგაზრდა გოგონა, ანდრეა გრეისონ მელარკია დამნაშავე. საინტერესოა როგორ წარიმართება მოვლე...