27.

268 27 0
                                    

ჩემს ცხოვრებაში, ყველაზე მტკივნეული ორი თვე ისე გაიწელა, როგორც ორი საუკუნე.  ასეთი უმწეო მაშინაც არ ვყოფილვარ, როდესაც ჯერემიმ ყველაზე სასტიკად მცემა, თითქმის ყველა ნეკნი და მხრის ძვალი გატეხილი მქონდა.
მაგრამ ახლა, ყველაფერს ვგრძნობდი, ყველა შეხებასა და ნემსის ჩხვლეტას, თუმცა მოძრაობა არ შემეძლო. ისე ვიყავი, თითქოს ჩემი სხეული მე არ მეკუთვნოდა და თუ კი რაიმეს ამოძრავებას დავაპირებდი, მაშინათვე მთელს სხეულში არარეალური ტკივილი მივლიდა.
თუმცა ტკივილი მხოლოდ ფიზიკური არ იყო. შინაგანად იმდენად არეული და დაძაბული ვიყავი, რომ შიში მიბყრობდა.
შიში იმისა, რომ ვერასოდეს გავივლიდი, ჩემს შვილს ვერასოდეს ავიყვანდი ხელში. მეშინოდა იმის, რომ ჰარი ისევ დამტოვებდა, რადგან პარალიზებული ვარ. თუმცა ამ უკანასკნელის საკუთარ თავზე აღებას ვაპირებ. მე და ჰარი ვერ ვიქნებით წყვილი, რადგან განვსხვავდებით ერთმანეთისგან. ის იმსახურებს ისეთ ადამიანს, რომელსაც მთელი გულით შეიყვარებს, ყოფილი ქმრის პრობლემების, მკვლელობებისა და ტკივილის გარეშე. ალბათ ამ მიზეზების გამო ვერ შემიყვარა, მე მისთვის საკმარისად კარგი არასოდეს ვყოფილვარ და არც არასოდეს ვიქნები.

რეაბილიტაციას ორი სრული თვე დასჭირდა. თავიდან ხელების მოძრაობით დავიწყე, შემდეგ ფეხის თითებით, ახლ კი მთლიან ფეხს ვამოძრავებ. მართალია გადასაადგილებლად ჯერ კიდევ ვიყენებ ყავარჯნებს, თუმცა მთავარია ეტლში აღარ ვზივარ.

დღეს კი ის დღეა, როდესაც ექვსი თვის შემდეგ საბოლოოდ დავბრუნდები სახლში ჩამს ოჯახთან და ჩემს შვილთან. ღმერთო ჩემო ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ იმ სახლში დაბრუნება ასე გამაბედნიერებდა.

ჩემი პალატის კარები იხსნება და იქ ჰარი მხვდება, რომელიც ყურებამდე იღიმის ხელში კი ჩემი გაწერის საბუთები უჭირავს.
როგორ მინდა ჩავეხუტო.
— ყველაფერი მოვაგვარე, შეგვიძლია უკვე წავიდეთ. — მითხრა და სანამ ჩემს ჩემოდანს აიღებდა, მანამ ჯოხები მომაწოდა.
— შენ რატომ ხარ აქ? ვგულისხმობ, რატომ წუხდებოდი ზეინი მომაკითხავდა. — როგორც კი ეს ვთქვი დავინახე, როგორ შეახმა სახეზე ღიმილი. ჩემი სიტყვები ეწყინა და თავი ჩახარა. — კარგი წავიდეთ. — არაფერი მიპასუხა, ამიტომ ისევ მე ამოვილაპარაკე და საწოლიდან ფრთხილად, ჰარის დახმარებით, წამოვდექი. მისი შეხება ისე მომენატრა, მისი კანი და სასიამოვნო სურნელი, რომ ლამის ხელებში ჩავადნი. მას ავხედე და მე მიყურებდა, ასე რამდენიმე წუთი ვიდექით და ვფიცავ, ჩვენს გარშემო ატმოსფერო იმდენად შეიცვალა და ისეთი დახუთულობა იყო, რომ ლამის გავიგუდე. ის მე მიახლოვდებოდა და იმდენად ახლოს იყო, რომ მის აჩქარებულ სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი.  ასეთი დაბნეული არასოდეს მინახავს, ყოყმანობდა თუმცა უნდოდა, რომ ეკოცნა.
ნეტავ შეგვეძლოს ჰარი.
გავიფიქრე და მანამ, სანამ ჩვენს ტუჩებს საბოლოოდ შეაერთებდა, თავი გვერდით მოვატრიალე. თურმე მთელი ეს დრო სუნთქვა შეკრული ვიდექი და ამიტომაც მეგონა, რომ ვიგუდებოდი.
— უნდა წავიდეთ. — თითქმის ჩურჩულით ვუთხარი. მანაც უხმოდ შემიშვა ხელები, თავი დამიქნია და ოთახიდან გამიყვანა.

"შავი ქვრივი"- "BLACK WIDOW"Where stories live. Discover now