— არ მეგონა, თუ ჰარი ასეთი რომანტიკოსი იქნებოდა. — ჩვენი თავგადასავლით აღფრთოვანებულმა ვიკიმ წამოიყვირა და ადგილზე ცქმუტავდა.
— რომანტიკოსი კი არა, ნამდვილი იდიოტია. ძალიან დიდხანს გაწელა. — ცხვირი აიბზუა ესმამ.— მაგრამ მაინც კარგი წყვილი ხართ. — წარბები შევკარი და ჩემს თითებს დავუწყე დაკვირვება.
— ჩვენ წყვილი არ ვართ. — ისე ვთქვი, რომ მათთვის არც შემიხედავს. ჩემს ოდნავ გამობერილ მუცელს ვეფერებოდი.
— მოიცადე, მოიცადე. - საწოლიდან წამოდგა ესმა და ჩვენს წინ დადგა. — თქვენ ერთმანეთს კოცნით, ერთმანეთის ოცნებებს ასეულებთ, ხელჩაკიდებულები დადიხართ და ისევ კოცნით. ნამდვილდ წყვილი ხართ. — ჩაფიქრებული ამბობს და ისეთი სახე აქვს, თითქოს დიდი თავსატეხი ამოხსნა.
— შეწყვიტე ამის თქმა. არ მინდა ჰარიმ გაიგოს, რადგან ჩვენ წყვილი არ ვართ. — დამარცვლით და ოდნავ ჩუმად ვუთხარი, რადგან გამახსენდა, რომ ჰარი, ლუი და მათი კიდევ ორი მეგობარი, ზეინის ოთახში არიან. გოგონებმა უბრალოდ თვალები გადაატრიალეს და საბოლოოდ სასაუბრო თემაც შეცვალეს.ჩემი და ჰარის მოულოდნელი მოგზაურობიდან, დაახლოებით ერთი კვირა ან მეტიც გავიდა. ის მუდმივად ჩვენთან მოდიოდა, ზოგჯერ დეიზი მოჰყავდა, ზოგჯერ კი ჩემთვის მოჰქონდა ყველაფერი, რასაც მოვისურვებდი.
ერთმანეთს ხშირად ვკოცნით, ვეხუტებით და ხელი-ხელ ჩაკიდებულები ვსეირნობთ, თუმცა ამ ყველაფერს ჩუმად ვაკეთებთ. სკანდალს ვერიდებით, რადგან თუ ამ ურთიერთობის შესახებ ვინმე გაიგებს, შესაძლოა ჰარის საქმე ჩამოართვან და საქმის დასახურად ყველანაირ გზას მიმართონ. თან, მე და ჰარი წყვილი არც ვართ. ამიტომ სიტუაცია შედარებით მართვადია.ჩამი ფეხმძიმობა ძალიან კარგად მიმდინარეობს. კონსულტაციებზე ჩემი მეგობრები რიგრიგობით დამყვებიან ხოლმე, დღეს კი ჰარიმ გადაწყვიტა გამოყოლა. უჩვეულოდ კარგ ხასიათზე გამეღვიძა და ფაქტია, რომ ეს ჰარისთან შეხვედრის მოლოდინითაა გამოწვეული.
— ანათებ ძვირფასო. — ღიმილით მითხრა ლუსიმ და შუბლზე მაკოცა.
— ჩემი პატარა გოგონას გულის ცემას უნდა მოვუსმინო. — მეც ღიმილით ვუთხარი. შევნიშნე, როგორ გაუბრწყინდა მისი ლამაზი, თაფლისფერი თვალები და მომინდა, რომ ძალიან მაგრად ჩავხუტებოდი. ასეც მოვიქეცი, ჯერ ლოყები დავუკოცნე, შემდეგ კი მკლავები მოვხვიე და მისი სითბო შევიგრძენი.
YOU ARE READING
"შავი ქვრივი"- "BLACK WIDOW"
Fanfictionისტორია მოგვითხრობს ახალგაზრდა გოგონასა და დეტექტივ-გამომძიებლის ისტორიაზე. მთელს ჰოლმს-ჩაპელს ჰგონია, რომ მდიდარი და გავლენიანი კაცის მკვლელობაში მისი ცოლი, ახალგაზრდა გოგონა, ანდრეა გრეისონ მელარკია დამნაშავე. საინტერესოა როგორ წარიმართება მოვლე...