Harry's Pov.
ანდრეას ოთახის კარები შევაღე, თუმცა შიგნით შესასვლელად ნაბიჯის გადადგმა მიჭირდა. მეშინოდა იმის, რაც ოთახში დამხვდებოდა, განადგურებული ანდრეას ნახვას სიკვდილი მირჩევნია. თუმცა როგორც ყველა ამბობს, მას მე ვჭირდები, მე კი ის. ყოყმანით შევაღე კარები და სრულ სიბნელეში ამოვყავი თავი. როგორც ჩანს, ფარდებიც კი დახურული ჰქონდა, იქაურობას არაფერი ანათებდა.
საძინებლის სიღრმეში ფეხაკრეფით შევედი, ტელეფონით კედელს მივანათე და ჩამრთველის პოვნის შემდეგ ოთახიც განათდა. უეცარმა სინათლემ თვალები მატკინა და წამით დამეხუჭა, თუმცა გახელის შემდეგ სრულიად ვერაფერი დავინახე, ვგულისხმობ, რომ ოთახი ცარიელი იყო. ჯერ სააბაზანოში შევიხედე, იქაც არავინ იყო, ასეთივე დაცარიელებული იყო საგარდერობე ოთახიც. შემდეგ, მთელი სართული დავიარე, თუმცა უშედეგოდ.
სწრაფად ჩავირბინე კიბეები და მისაღებში მსხდომების გაკვირვებული მზერაც დავიმსახურე.
— ჰარი?! ყველაფერი რიგზეა?! — ესმა ძალიან გაკვირვებული იყო, ჩემი სწრაფი გამოჩენით.
— ანდრეა ოთახში არ არის. საერთოდაც მაღლა არც ერთ ოთახსა და სააბაზანოში არ არის. — სასოწარკვეთილმა ამოვილაპარაკე და იქაურობას თვალი მოვავლე.
— როგორ თუ არ არის?! — წამოიძახა ზეინმა და ფეხზე წამოხტა. — სახლიდან ორი კვირაა არ გასულა, კარგად მოვძებნოთ. — ისე საუბრობდა, რომ ზედაც არ მიყურებდა. რა თქმა უნდა, ჩემზე ბრაზობს, ისევე როგორც ანდრეა. თუმცა არც მიკვირს, საკუთარი თავი მე თვითონ მძულს იმის გამო, რაც გავაკეთე.მთელი სახლი გადავაბრუნეთ, თუმცა ანდრეა არსად იყო. ისიც გავიფიქრეთ, ხომ არ მოიტაცესო, თუმცა მსგავსი ფიქრები უკან მოვიტოვეთ და დავიწყეთ მსჯელობა, სად შეიძლებოდა წასულიყო.
— იქნებ მაღაზიაში გავიდა და ტყუილად ვწევთ ამხელა პანიკას?! — წამოროშა ნაილმა და როგორც კი ჩვენი სახეები დაინახა, დანებების ნიშნად ხელები მაღლა ასწია და საერთოდ გაჩუმდა.
— აზრადაც არ მომდის არც ერთი ადგილი, სადაც შეიძლება წასულიყო. — მაგიდაზე მუჭი დაარტყა ზეინმა და ოთახში ბოლთის ცემა დაიწყო.
მოულოდნელად გონება გამინათდა. რა თქმა უნდა, აქამდე როგორ ვერ მივხვდი?!
— ვიცი სადაც იქნება. — წამოვიძახე და ფეხზე სწრაფად წამოვხტი.
— მეც მოვდივარ. — ზეინი კარებისკენ დაიძრა, თუმცა გავაჩერე.
— არა ზეინ, გპირდები მას დავაბრუნებ. უბრალოდ ახლა ის მარტომ უნდა ვნახო. შეგატყობინებ როდესაც ვიპოვი. — თვალები ძლიერად დახუჭა, რამდენიმე წამში კი თანხმობის ნიშნად თავი დამიკრა. გასაღები სწრაფად ავიღე, ზეინის მხარზე ხელი რამდენჯერმე, რბილად დავარტი და სახლი დავტოვე.
YOU ARE READING
"შავი ქვრივი"- "BLACK WIDOW"
Fanfictionისტორია მოგვითხრობს ახალგაზრდა გოგონასა და დეტექტივ-გამომძიებლის ისტორიაზე. მთელს ჰოლმს-ჩაპელს ჰგონია, რომ მდიდარი და გავლენიანი კაცის მკვლელობაში მისი ცოლი, ახალგაზრდა გოგონა, ანდრეა გრეისონ მელარკია დამნაშავე. საინტერესოა როგორ წარიმართება მოვლე...