28.

239 26 5
                                    

რომ გითხრათ დილით მზის სხივებმა გამაღვიძეს მეთქი, მოგატყუებთ. ჩემი გაღვიძება უცნაურად დამხუთავმა სიცხემ გამოიწვია. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს საუნაში, ზამთრის ტანსაცმლით ჩამეძინა.

თვალები ნელ-ნელა გავახილე და მივხვდი, რომ არც საუნაში ვიყავი და არც ზამთრის ტანსაცმელი მეცვა. ჩემს საძინებელში, ჩემსავე საწოლში ვიწექი, ძლიერ მკლავებში ვიყავი მოქცეული და თავიც ვიღაცის მკერდზე მედო.
სუნთქვა შემეკრა, როდესაც მისი პეპლის ტატუ დავინახე, ეს ჰარი იყო და მთელი ძალით მეხუტებოდა.
მისი სუნთქვა თმებზე მეცემოდა, მკლავები კი ძლიერად მეკვროდა მხრებზე. მისკენ ახედვა არ მინდოდა, რადგან მეშინოდა, რომ თუ დავინახავდი მაშინათვე გარქებოდა. ღრმად ამოვისუნთქე, ცოტაც და ცახცახი დამეწყებოდა, რადგან მისკენ ავიხედე და მის მშვიდ სახეს შევხედე. თვალები დახუჭული ჰქონდა, ლოყები ოდნავ შეწითლებული, ალბათ მასაც სცხელოდა, ტუჩები კი ძილისგან ოდნავ დასიებული, ერთმანეთს დაცილებული და ოდნავ გამობურცული ჰქონდა. იმდენად მშვიდად და რიტმულად სუნთქვადა, რომ მეც სიმშვიდეს მგვრიდა.

არ ვიცი რამდენხანს ვუყურებდი და ვტკბებოდი მისი ნაკვთებითა და ლამაზი სახით, თუმცა გონს მას შემდეგ მოვედი, რაც მივხვდი, რომ ჩვენს შორის ბავშვი არ იწვა. შიშმა შემიბყრო, მისი მკლავებისგან გიჟივით გათავისუფლება ვცადე, თუმცა ის ძლიერად მომეხვია. გარშემო მიმოვიხედე, ჰარი კი შეიშმუშნა, თვალები გაახილა და როდესაც ასეთ მდგომარეობაში დამინახა, ხელების მოცილების გარეშე გაუგებარი გამომეტყველებით შემომხედა.
—რა მოხდა? — ძილისგან დაბოხებული ხმით მკითხა. ვამჩნევდი, რომ თვალების გახელა ჯერაც უჭირდა, თუმცა მკლავებს ჯერ კიდევ ძლიერად მხვდვდა.
— ზოი, ზოი ჩვენს შორის იწვა, მაგრამ ახლა აქ არ არის. — ნერვიულად ვუთხარი და მისგან პასუხად ჩაცინება მივიღე. მის ამ საქციელზე დაბღვერილმა ავხედე და ისიც წამში დასერიოზულდა.
—ნუ ღელავ, ესმამ გაიყვანა. — თვალები და ხუჭა და შემდეგ მიპსუხა. ღრმად ამოვისუნთქე, რადგან გულზე მომეშვა.

"შავი ქვრივი"- "BLACK WIDOW"Where stories live. Discover now