10.

296 25 3
                                    

ღამის ჰოლმს ჩაპელს მაღლიდან გადავყურებდით, ულამაზესად იყო განათებული. ქალაქი ძალიან მშვიდად გამოიყურებოდა, თუმცა არავინ იცის, რა ხდება იმ ფანჯრების შიგნით, რომლებსაც ნათურა ანათებს და ფარდები ფარავს. ყოველთვის მაინტერესებდა, რა ხდებოდა იმ კედლების მიღმა, რომლებსაც მუდმივად შორიდან ვუცქერდი. მაინტერესებდა ვინ ცხოვრობდა ჩემს მეზობლად, როგორი ადამიანები იყვნენ და თუ ესმოდათ ხოლმე ჩემი განწირული ხმა.

— როგორ ფიქრობ, შეძლებ მის დაჭერას?! — საკმაოდ დიდი ხნის დუმილის შემდეგ ვკითხე ჰარის.
— ვერაფერს ვიტყვი, საქმე იმაზე უფრო რთულადაა ვიდრე, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა. — ამოიოხრა და ქალაქს გახედა. ახლაღა შევნიშნე, რამდენად ლამაზი პროფილი აქვს. სწორი ცხვირი, ლამაზი ტუჩები და საყვარელი, ხუჭუჭა თმები. მივხვდი, რომ ვაშტერდებოდი და მზერა ავარიდე.
— რატომ დამიჯერე, როცა გითხარი დამნაშავე არ ვარ მეთქი?!
— წლებია დეტექტივი ვარ. მკვლელს ყოველთვის ეტყობა შიში სიმართლის. ცდილობს ახლოს იყოს ან ყველა გზით მოიპოვოს ალიბი, რომ მასზე არ ვიეჭვოთ. შენ კი... — გაეღიმა. — შენ უბრალოდ გულწრფელად თქვი, რომ არ განიცდიდი ქმრის სიკვდილს.
— ასეც არის. ამას იმსახურებდა. — მხრები ავიჩეჩე.

— შენი უდანაშაულობა მაშინ დავიჯერე, როდესაც მითხარი, რომ სანდერსმა გაგაუპატიურა. — ჰარის გაკვირვებულმა გავხედე. — ჩემი და იმიტომ მოხვდა ფსიქიატიულ კლინიკაში, რომ ვიღაცამ გააუპატიურა... შენ დაგიჯერე, რადგან ისიც შენსავით სასოწარკვეთილი იყო, თუმცა მან ვერ გაუძლო ტკივილს. — ამოიოხრა, მე კი სრულიად გავოგნდი.
— ვწუხვარ.. — ხელი მხარზე დავადე. მინდოდა ეგრძნო, რომ შემეძლო თანადგომა და მარტო არ იყო. მოულოდნლელად ჩემი ხელი თავისით დაფარა, მე კი მთელი სხეული ამიხურდა.
— ჰო მეც... — ხმაურიანად ამოისუნთქა. — შენ არ გყავს და ან ძმა?! — მის კითხვაზე უბრალოდ გავშეშდი. სრულიად მოულოდნელი იყო და წარმოდგენა არ მქონდა ამაზე როგორ მესაუბრა. მის მხარზე დადებული ხელი ჩამოვწიე და საწყის პოზიციას გადვუბრუნდი. შევნიშნე ჩემი დუმილისა და მოქმედების გამო, როგორ გამომხედა.
— ის გარდაიცვალა, როცა თხუთმეტის ვიყავით. მას, ლეიკემია ჰქონდა... — თავი ჩავხარე. -ჩემი ძვლის ტვინი გადაუნერგეს, მაგრამ მისმა ორგანიზმმა არ მიიღო, უკურეაქციის გამო კი ორგანიზმი დაუსუსტდა და ოპერაციიდან ორ დღეში გარდაიცვალა. — ეს ის მოგონებები იყო, რომლებსაც ვერასოდეს ამოვშლიდი ჩემი გონებიდან. სწორედ მისი გარდაცვალების შემდეგ შემიძულეს მშობლებმა, მის სიკვდილს მე მაბრალებდნენ, რადგან ჩვენი ოპერაციის შემდეგ ის დაიღუპა, მე კი გადავრჩი. რა ირონიულია, ჩემმა მშობლებმა ორივე შვილი ერთ დღეს დაკარგეს.
— თქვენ, ტყუპები იყავით?! — თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
— ასეა. მას ზოი ერქვა და ის ულამაზესი იყო. — ჩემი დის სახელისა და მისი სილამაზის გახსენებისას, მუდამ მეღიმება, არც ეს შემთხვევა იყო გამონაკლისი. ღიმილით შევყურებდი მშვიდი, მაგრამ ამავდროულად იდუმალი ქალაქის ხედს და თვალწინ მთელმა, ბავშვიბის ბედნიერმა წლებმა ჩამირბინა.
— მოდი ჩემთან. — თქვა ჰარიმ და მოულოდნელად მხრებზე თბილი შეეხება ვიგრძენი. ჰარიმ გულში ჩამიკრა და რამდენიმე წამში მეც მოვხვიე ხელები. ადამიანები იშვიათად მეხუტებოდნენ, თუმცა ჰრის შეხება ჩემში ბედნიერების ნაპერწკალს აღვივებს. მის თბილ მკლავებში თავს ნამდვილად დაცულად ვგრძნობ.
— ძალიან ვწუხვარ შენი დის და იმ ყველაფრის გამო, რისი გადატანაც მოგიწია. — ჩემს თმებში თავჩარგულმა ამოიჩურჩულა. ასეთ დრამატულ სიტუაციებს მიჩვეული არ ვარ. ძირითადად არავისთან ვსაუბრობ არც ჩემს წარსულზე და არც იმ ჭრილობებზე, რომლებიც ჯერ კიდევ მოუშუშებელია. თუმცა ამ კაცში არის რაღაც არარეალურად განსხვავებული რაც იძულებულს გხდის მასთან გაიხსნა. მისი სიტყვები დავაიგნორე და უბრალოდ სასაუბრო თემა შევცვალე.

"შავი ქვრივი"- "BLACK WIDOW"Where stories live. Discover now