26.

273 27 5
                                    

საავადმყოფოს პალატაში, რომელშიც სრულიად პარალიზებული ვიწექი, უხერხული სიჩუმე ტრიალებდა.
მხოლოდ მე და ჰარი ვიყავით, მაგრამ იმდენად დახუთულობა იყო, რომ არა სასუნთქი აპარატი, ალბათ აუცილებლად დავიხრჩობოდი.

ჰარის გავხედე და თხოვნით სავსე მზერა მივაპყარი.
მინდა გავიგო, რა დაემართა ჩემს შვილს. ჩემი მუცელი აღარ არის გაბერილი, ანუ ვიმშობიარე და გამოდის პატარა გოგონა მყავს.

— ყველაფერს მოგიყვები. — მითხრა ჰარიმ და ფაქტია, რომ ჩემს ფიქრებს ხვდება. თუმცა ამას რა მიხვედრა სჭირდება?! მე ორსუად ვიყავი, ახლა კი აღარ ვარ.
'გთხოვ ჰარი, მჭირდება ვიცოდე სად არის ჩემი შვილი' გონებაში ვესაუბრებოდი, თუმცა სამწუხაროდ მას არ ესმოდა.
— იმ დღეს, როდესაც ადამმა გესროლა... — საუბარი დაიწყო, რაც აშკარად უჭირდა. ნერწყვი გადაყლაპა და განაგრძო. — როდესაც დაჭრილი, კომპანიის ჰოლში გიპოვე, უკვე უამრავი სისხლი გქონდა დაკარგული. აქ წამოგიყვანეთ და მაშინვე საოპერაციოში შეგიყვანეს. იქ დაახლოებით შვიდი-რვა საათი იყავით.— ამოიოხრა და მომიახლოვდა. უკვე ვეღარ ვითმენდი, მინდოდა შესავლების გარეშე ესაუბრა. — მათ, შენ გამშობიარეს და პატარა გოგონა შეგეძინა. ექვსი თვის ბავშვის კვალობაზე საკმაოდ დიდი და ჯანმრთელი იყო. — გულმა თითქოს ცემა შეწყვიტა. რატომ საუბრობს წარსულ დროში?! ნუთუ რამე დაემართა?! თვალები ცრემლებით ამევსო და თვალებით ვთხოვდი, ცუდი არაფერი ეთქვა. — ჰეი დამშვიდდი.— შუბლზე მაკოცა და ისევ საუბარი განაგრძო. — ინკუბატორში მოათავსეს და კარგად უვლიდნენ მანამ, სანამ ძლიერი გოგონა არ გახდა. ახლა ის სახლშია და მას ესმა უვლის. — ცოტა ხნით გაჩუმდა, თავის თითებს დააკვირდა და მითხრა. — ახლა ის ოთხი თვის არის და ის ჯანმრთელია. — გავშრი. მართალია მოძრაობა ისედაც არ შემეძლო, მაგრამ შინაგანადაც გავიყინე.

მე ოთხი თვე კომაში ვიყავი.

ჰარი თვალს ვერ მისწორებდა, თითქოს მის გამო ვიყავი ამ სიტუაციაში. ასეთი ჰარის ყურება არ შემეძლო. ის გამოფიტული იყო, აღარც თვალები უნათებდა და ბედნიერების ნატამალიც არ იყო მის მზერაში. ნუთუ ასეთი ჩემს გამო გახდა?

"შავი ქვრივი"- "BLACK WIDOW"Where stories live. Discover now