42.

232 32 0
                                    

შხაპი, რომელიც უნდა მიგვეღო, დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა. რა თქმა უნდა, ჰარი ხელებს ვერ აჩერებდა და არც მე ვთხოვდი გაჩერებას.

— მენატრებოდი. — მითხრა მას შემდეგ, რაც ერთმანეთის მონატრება ასე თუ ისე დავიოკეთ.

— ვერც კი წარმოიდგენ როგორ. — ნიკაპზე ვაკოცე და კაბინიდან გამოვედი. ტანზე პირსახოცი შემოვიხვიე, რომელიც ოდნავ ბარძაყებს მიფარავდა და თმის გასაშრობად ფენი შევაერთე.

— რატომ გამექეცი? — უკნიდან ამომიდგა, თავი ჩემს კისერში ჩარგო და ნაზი კოცნა დამიწყო.

— რომ არ გამოვსულიყავი, არ გაჩერდებოდი. — გაიცინა და თავი გააქნია, რადგან სარკიდან თვალი ჩავუკარი.

— მე გაგიშრობ თმას. — პასუხის გაცემაც არ დამაცადა, ისე აიღო ფენი და თმებში თავისი გრძელი თითები შემიცურა.

ეს პროცესი ასეთი სასიამოვნო არასოდეს ყოფილა. ის ნაზი იყო, ფრთხილი და ვიცი, რომ ამას სპეციალურად აკეთებდა. უნდოდა, რომ დავებნიე და აღვეგზნე, რომ მერე მის მკლავებში გახვევა მეთხოვა.

ვერ მოგართვი სტაილს.

ვამჩნევდი, რომ ნელ-ნელა მოთმინებას კარგავდა, მე კი გულში მეცინებოდა.
მისკენ შევბრუნდი და ლამაზ, მწვანე თვალებში ჩავაშტერდი. მზერას არც ის მაცილებდა.

— ძალიან ლამაზი ხარ. — თვალის მოცილების გარეშე მითხრა, საშრობი გვერდით გადადო, გაბურძგნულ თმებში ხელი შემიცურა და მხეცივით დააცხრა ჩემს ტუჩებს.

როგორ ვერ გაძღა?

ასე გიჟივით არასოდეს უკოცნია. ხელები სწრაფად ჩამავლო თეძოებში და ნიჟარაზე შემომსვა, თვითონ კი ჩემს ფეხებს შორის დადგა. თავს ვერ აკონტროლებდა ბატონი ჰარი.

უკვე ზედმეტად შეიჭრა როლში და თუ არ გავაჩერებ, კიდევ ნახევარ საათს მომიწევს აქ ყოფნა. მის შეხებებს ვერ ვეწინააღმდეგები და რა თქმა უნდა ეს მეც მინდა, მაგრამ დაბლა ჯემა და ბავშვები არიან.

"შავი ქვრივი"- "BLACK WIDOW"Where stories live. Discover now