25.

253 24 5
                                    

Andrea's Pov.

სრულ წყვდიადში დავდივარ და იმ ხმების პატრონებს ვეძებ, რომლებიც მუდმივად ჩამესმის. არ ვიცი რამდენი ხანია რაც მესმის, ან რატომ ვერ ვხედავ მათ, თუმცა სასიამოვნო სიტყვებს მუდმივად მიჩურჩულებენ.
მაინტერესებს სად ვარ, ან რატომ ვარ ამ სრულიად ბნელ ადგილას, თუმცა ხმის ამოღების საშუალება არ მაქვს. ნუთუ მოვკვდი? მაგრამ თუ მკვდარი ვარ მათ შეხებას როგორ ვგრძნობ?
ჰარისთან მინდა.
არ შემიშლია ამ სიბნელეში ყოფნა, სინათლე მინდა, ჰარის კოცნა და ჩახუტება მინდა. ჩემი შვილის ხელში დაჭერა, მისი ხმის გაგონება და მისი სურნელის შესუნთქვა მინდა.
ჯერ სიკვდილისთვის მზად არ ვარ.

და აი ისევ, საოცრად ნაცნობი, ბოხი და ხრიწიანი ხმაა. ნუთუ ის არის? ვგრძნობ, როგორ მეხება ხელზე, თავზე ხელს მისვამს და საუბარს იწყება.
— იცი, უკვე თოვს. გარეთ საშინელი სიცივეა და არაფერი მათბობს. უამრავ თბილ პლედს ვიფარებ, გათბობასაც ვრთავ, თუმცა ვერ ვთბები. შინაგანად ვიყინები. უშენოდ მცივა ანდრეა. — მეუბნება ჰარის ხმა. რა თქმა უნდა ის არის. მეც მცივა უშენოდ ჰარი. აქ ყველგან მხოლოდ სიბნელეა და შენ ხარ ის ერთადერთი ნათელი წერტილი, რომელიც ჩემს სიბნელეს მუდამ ანათებდა. გთხოვ ახლაც გამოანათე.
მეშეინია.
— შენი თვალები მომენატრა. ამდენ ტკივილს და წყენას ინახავდი, მაგრამ მაინც მუდამ გიბრწყინავდა ეგ ორი ცისფერი სფერო. როგორ მინდა, ისევ ჩაგხედო თვალებში და ყველა ჩემი გრძნობა გაგიმხილო.— მეც ჰარი, მეც მენატრება შენი მწვანე სფეროები. გთხოვ, დამეხმარე ისინი ისევ დავინახო.
— გაიღვიძე გთხოვ. გპირდები ჩემს ოცნებებზე მოგიყვები. ჩემს ყველა საიდუმლოს გაგანდობ და ჩემს იდიოტურ ხუმრობებსაც გასწავლი, რომელზეც არასოდეს არავის ეცინება. — ვგრძნობ, როგორ მეფერება თითებზე. მეც მინდა, რომ ჩემი საიდუმლოებები გაგანდო. გთხოვ გზა მაჩვენე დასაბრუნებლად ჰარი.
— იცი, მაიონეზი არ მიყვარს. საშინელი ვიზუალი აქვს და როცა ვჭამ თავი მტკივდება. — გაიცინა, როგორ მენატრება მისი ჩაღრმავებები ლოყებზე.
— სამაგიეროდ ბანანი მიყვარს. შენთან ყოველთვის მომქონდა, რადგან მეგონა გიყვარდა. ლუი მეუბნებოდა, ბანანი და სტაფილო უყვარსო, მეც მაშინათვე უამრავს ვყიდულობდი და იცი ერთხელ რა დავინახე? თურმე ამ სტაფილოებს ლუი ჭამდა, რადგან შენ არ გყვარებია. — ისევ გაეცინა, თუმცა მის ხმაში უდიდეს სევდას და ტკივილს ვგრნობდი. თავს დავდებ, რომ ტიროდა. ნეტავ შენთვის იმ ცრემლების შემშრალება შემეძლოს ჰარი.
— ვიცი, რომ ალისაზე იეჭვიანე. მაგრამ იმის თქმაც კი ვერ მოვასწარი, რომ ის ნაილს ხვდება. როგორ მინდა, იმ ღამის გამო ბოდიში მოგიხადო. სრული იდიოტი ვიყავი ან ვარ, რადგან ჯერ კიდევ ვერ გეუბნები პირადად, რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ. — მის სიტყვებზე რეაგირების მოხდენა მინდა, თუმცა ვერ ვახერხებ. მინდა, რომ გავინძრე ჰარი და მაგ შენს ლამაზ სიფათში ძალიან მაგრად გაგარტყა, ასე რომ დამტანჯე. მიყვარხარ და ნეტავ ამის თქმა შემეძლოს.
— ამდენს იმიტომ გესაუბრები, რომ ექიმმა გვითხრა შესაძლოა ესმოდესო.— მესმის ჰარი, მესმის ჩემო სიყვარულო.
— და თუ გესმის ანდრეა, გთხოვ. მთელი ჩემი გულით გთხოვ მანიშნე მაინც, რომ
იმედი საბოლოოდ არ დავკარგო. დამაჯერე, რომ დაბრუნდები პატარავ. — ნეტავ შემეძლოს, ნეტავ მართლა შემელოს შენთვის ამ თხოვნის შესრულება. მაგრამ არ შემიძლია. თავს ძალას ვატან, ვცდილობ გავმოძრავდე, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დაბმული ვარ. მთელი ძალები მოვიკრიბე და თითი გავამოძრავე. მიდი ჰარი, ეს უნდა დაგენახა, ნახევარი სიცოცხლე გავიღე ამისთვის.
— ანდრეა?! — მოულოდნელად ჰარიმ წამოიყვირა, ანუ დაინახა. ბედნიერი ვარ და მინდა დავიყვირო, თუმცა საკუთარი ხმა მე თვითონაც არ მესმის.
— ექიმო, ექიმო მან თითი გაამოძრავა. — ყვირის ჰარი და მესმის, როგორ შემოდის ოთახში კოდევ ერთი ადამიანი.
— ეს როდის მოხდა ჰარი?! — კითხულობს ქალის ხმა.
— დაახლოებით ერთი წუთის წინ. გეფიცებით მან გაამოძრავა თითი. — უხსნის ჰარი. მის ხმას ეტყობა აღელვება და ცოტაოდენი ბედნიერებაც. ასეა საყვარელო, ეს შენთვის გავაკეთე. იმისთვის, რომ იმედი მომეცა.
— მაპატიე ჰარი, თუმცა აქ არანაირი
ცვლილება არ შეიმჩნევა. ისევ ისეა. — განუმარტავს ექიმი. რა ჯანდაბა მჭირს? აქამდე ამაზე არ დავფიქრებულვარ. ბოლო რაც მახსოვს არის ადამისგან გაქცევა, ტკივილი ზურში და ჰარის ვედრება, რომ არ წავსულიყავი.
რა ჯანდაბა დამემართა?
— ექიმო კიდევ გადაამოწმეთ, მან მართლა გაამოძრავა ხელი, ჩემი თვალით დავინახე. — ჰარი უკვე ყვიროდა. როგორ მინდა კოცნითა და ჩახუტებით დაგამშვიდო საყვარელო.
— ჰარი, ალბათ მოგეჩვენა. ის ისევ ძველ მდგომარეობაშია. არც წინსვლაა მაგრამ არც უკუსვლა შეიმჩნევა. მე დაგპირდი, რომ აპარატიდან არ გამოვაერთებდი, მაგრამ უნდა შეეგუო, რომ შესაძლოა ვერ გაიღვიძოს. — ექიმმა ამოიოხრა.— ვწუხვარ მაგრამ ის ისევ კომაშია. — კომაში ვარ?! ეს როგორ მოხდა? არ მინდა ასე ვიყო. მინდა, რომ გავიღვიძო. ღმერთო გემუდარები დამეხმარე, არ მინდა სიკვდილი. მინდა, დავბრუნდე და ვიცხოვრო, ლამაზო ოჯახი შევქმნა და მასთან ერთად ვიყო.

"შავი ქვრივი"- "BLACK WIDOW"Where stories live. Discover now