ლონდოში ჰარისთან ერთად გადასვლა, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სწორი და ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო. ჩვენ უკვე ორ თვეზე მეტია, რაც ლონდონში გადმოვედით.
მასთან ერთად ცხოვრება, საოცრად სასიამოვნო და ამაღელვებელია. ის მეც და ზოისაც ძალიან გვიფრთხილდება. ჩემს პატარას ისე ექცევა, როგორც საკუთარ შვილს და ეს ძალიან მაბედნიერებს.
გასულ კვირას, ლუსის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. ამიტომ ჩვენ რამდენიმე დღით ჰოლმს ჩაპელში ჩავედით. ხოლო შემდეგ დღეს, ჩემი დაბადების დღისთვის, ჰარის დაჟინებული თხოვნით, ისევ ლივერპულში, სანაპიროზე წავედით.
ჰარი თავის სამსახურს დაუბრუნდა, ამჯერად ის FBI-ის დეტექტივი და ერთ-ერთი საუკეთესო დეტექტივ-გამომძიებელიც გახდა.
ლუი და ესმა ჰოლმს ჩაპელში დარჩნენ. ლუი საოჯახო ბიზნესს ჩაუდგა სათავეში, ესმა კი უკვე დიდი მუცლით დაგირაობს.
ზეინი და ვიკი ლონდონში, ჩვენს მახლობლად დასახლდნენ. თავისუფალ დროს თითქმის სულ ერთად ვატარებთ.
ენი და დეიზი ჯერჯერობით ჩვენს სახლში ცხოვრობენ, თუმცა მალე აპირებენ ახალ ბინაში გადასვლას, ჯემასთან ერთად.
რაც შემეხება მე.
ჰარის დახმარებით, მიუსაფართა თავშესაფარი გავხსენით. სადაც უამრავი ორსული, ძალადობის მსხვერპლი ან უსახლკარო ქალი და ბავშვი შევიფარეთ. უმეტესი მათგანი დავასაქმეთ კიდეც. ჩვენი წამოწყებით ძალიან ბედნიერები ვართ.დღეს კი ის მშვენიერი დღეა, როდესაც ჰარის დიდი ხნის ოცნება ასრულდება. მისი და, ჯემა, სახლში ბრუნდება.
ასეთი აღელვებული ენი არასოდეს მინახავს. დეიზის არაფერს ვეუბნებით, რადგან სიურპრიზის მოწყობას ვაპირებთ. ჰარიც ადგილს ვერ პოულობს, ყოველ წამს საათს აკვირდება და სახიდან ღიმილი არ სცილდება.
— ჰარი, უკვე დროა. — ღიმილით გავხედე მის მომღიმარ სახეს. თვალები ისე უციმციმებდა, რომ უდიდეს ბედნიერებას ასხივებს.
YOU ARE READING
"შავი ქვრივი"- "BLACK WIDOW"
Fanficისტორია მოგვითხრობს ახალგაზრდა გოგონასა და დეტექტივ-გამომძიებლის ისტორიაზე. მთელს ჰოლმს-ჩაპელს ჰგონია, რომ მდიდარი და გავლენიანი კაცის მკვლელობაში მისი ცოლი, ახალგაზრდა გოგონა, ანდრეა გრეისონ მელარკია დამნაშავე. საინტერესოა როგორ წარიმართება მოვლე...