ყოველთვის მიყვარდა წვიმის ხმა. წარმოვიდგენდი ხოლმე, როგორ დავრბოდი წვიმის წვეთების ქვეშ და ბოლო ხმაზე ვიცინოდი. ყოველთვის მინდოდა, რომ თავისუფლება მეგრძნო.
დღეს გაწვიმდა. როგორი ირონიულია, ნელნელა ყველაფერი რაც ბედნიერებას მანიჭებდა, ჩემს კოშმარად იქცევა. ვიცი, რომ ამიერიდან ყოველი წვიმა გამახსენებს დღეს, როდესაც ჩემი სიყვარული დავკარგე.
ჩემს საწოლში ვიწექი, თავი ზეინის მუხლებზე მედო, ის კი თმებზე ნაზად მეფერებოდა. არც კი მახსოვს, როდის შევწყვიტე ტირილი, აღარ ვქვითინებდი, თუმცა ცრემლები მაინც მდიოდა ხოლმე.
— დამშვიდდი? — მკითხა ზეინმა. უარის ნიშნად თავი გავაქნიე, რის გამოც მან ამოიოხრა და ოდნავ წამოიწია. — გინდა გიმღერო? — მკითხა და ჩემს რეაქციას დააკვირდა. როდესაც პატარები ვიყავით ზეინი მუდმივად მიმღეროდა, თუ ცუდ ხასიათზე მყოფს მნახავდა.
ისევ უხმოდ დავუქნიე თავი და სასიამოვნო სიმღერის მოლოდინში გავირინდე.
ზეინი მღეროდა, მთელი გრძნობით და თმებზე ნაზად მეფერებოდა. მეგონა მისი ხმა დამამშვიდებდა, თუმცა ამან უფრო მეტად ამიჩუყა გული. ხელახლა ავტირდი, რადგან ეს სიმღერა მახსენებდა, რამდენად საცოდავი ვიყავი.თავი ვეღარ გავაკონტროლე, საწოლზე წამოვჯექი და ზეინს აცრემლებული თვალებით დავაკვირდი, მან კი გულში ჩამიკრა.
— ვეღარ ვუძლებ ზი. ეს რა გავაკეთე? რატომ გავუშვი? საშინლად მტკივა გული.— როდესაც ჰარის იმ სიტყვებს ვეუბნებოდი, არ მიფიქრია რომ მეც ასე დავიტანჯებოდი. მგონია, რომ ჩემი ნახევარი სიცოცხლე თან გაიყოლა.
— ყველაფერი კარგად იქნება. შეძლებ დაივიწყო. — იმდენად მარტივად მითხრა, რომ ლამის გავარტყი.
— არა! — წამოვიძახე და მოვცილდი. — არ მინდა დავივიწყო. ჩემთვის ჩუმად მეყვარება, აი აქ ღრმად და მთელი არსებით. — ხელი მარცხენა მხარეს ძლიერად მოვიჭირე, თითქოს ასე საკუთარ ტკივილს ვუმკლავდებოდი ან ვამცირებდი.
— კარგი მაპატიე, დამშვიდდი. — მითხრა და ისევ გულში ჩამიკრა.
ღმერთო, მეგობრებში ნამდვილად გამიმართლა.
YOU ARE READING
"შავი ქვრივი"- "BLACK WIDOW"
Fanfictionისტორია მოგვითხრობს ახალგაზრდა გოგონასა და დეტექტივ-გამომძიებლის ისტორიაზე. მთელს ჰოლმს-ჩაპელს ჰგონია, რომ მდიდარი და გავლენიანი კაცის მკვლელობაში მისი ცოლი, ახალგაზრდა გოგონა, ანდრეა გრეისონ მელარკია დამნაშავე. საინტერესოა როგორ წარიმართება მოვლე...