სწრაფად მივუყვებოდი სასტუმროს ჰოლს, რომელსაც ძლივს ანათებდა ძლიერი წვიმისა და ქარის გამო ათამაშებული ნათურები. ეს ატმოსფეროს სრულიად საზარელს ხდიდა.
გაურკვეველი მიმართულებით მივდიოდი, შიშს იმდენად ვყავდი შეპყრობილი, რომ ვგრძნობდი ამის ნიადაგზე როგორ იმატებდა ჩემში ადრენალინი.
მთელს ჰოლში ისმოდა ჩემი გახშირებული სუნთქვა და ნაბიჯების ხმა, თუმცა სრულიად მოულოდნელად უფრო მძიმე ნაბიჯების ხმაც გავიგონე. ის აქ იყო და ის მიახლოვდებოდა...ერთი დღით ადრე...
ჯერ კიდევ სრულიად შოკში ვიყავი. ვერაფრით ვიჯერებდი, რომ ასე სასტიკად მომექცა ზეინი, მე ხომ მას ვენდობოდი.
უკვე რამდენიმე საათია ჰარის დასაკითხ ოთახში ჰყავს შეყვანილი და ერთხელაც არ გამოსულა გარეთ.
ვიკი საშინელ მდგომარეობაში დავტოვეთ, ლუსისთან და ესმასთან ერთად. თვალებში ვერ მიყურებდა და ვატყობდი, თვითონაც გაოცებული იყო ამ ამბით. მე და ლუი ჰარის მანქანას გავყევით, რომელშიც ზეინი ჩასვა და სიტყვის უთქმელად წავიდა. ახლა კი აქ ვართ და ველოდებით როდის გავიგებთ სიმართლეს.დასაკითხი ოთახის კარები იღება და იქიდან საკმაოდ დაღლილი ჰარი გამოდის. ჩვენს წინ დადგა, კედელს მიეყრდნო, თავი მიადო და თვალები დახუჭა. იმ
დუმილს, რომელიც ჩვენს შორის იყო, ჩვენივე მძიმე სუნთქვა არღვევდა.
— ის მყარად დგას თავის პოზიციაზე და ამბობს, რომ არაფერი დაუშავებია. არც ადვოკატს ითხოვს. — ჰარიმ ამოიოხრა და ხელები თმებში შეიცურა.
— მის ხელებზე საღებავი იყო ჰარი და ურცხვად ცდილობდა ეთქვა, რომ მეჩვენებოდა. რატომ უარყო და დაიბნა თუ დამნაშავე არ არის?! — ემოციების კონტროლი ძალიან მიჭირდა, რადგან თავს იმედგაცრუებულდ და მოტყუებულად ვგრძნობდი. ზეინი მუდმივად მიმეორებდა, რომ ვუყვარდი და ჩემგამო ყველაფერს გააკეთებდა. იქნებ სწორედ ეს იყო მიზეზი?! მას უნდოდა ტანჯვისგან დავეხსენი, მაგრამ მუქარები რაღა საჭირო იყო? ვერ ვიჯერებ, რომ მან გადაწყვიტა მე და ჩემი შვილი გავეწირეთ, ფრედისთან ერთად.
— ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზეინი დამნაშავეა. ეს წითელი ლქები თითებზე, შესაძლოა ნებისმიერი სხვა რამისგან იყოს. — წარბები მაღლა ავქაჩე და ჰარის მივუახლოვდი.
— მაგალითად რისგან ჰარი?! — დაიბნა და თავი ისე გააქნია, თითქოს პასუხი რომელიმე კედელზე ეწერა. თვალები გადავატრიალე და ზურგი ვაქციე.
— მისი ნახვა მინდა. — ისე ვუთხარი, მისთვის არც კი შემიხედავს.
— ამის უფლებას ვერ მოგცემ ანდრეა. — ჰარი უკვე ძალიან მაღიზიანებს. ის ვერ ვხდება, რომ ზეინი ჩემთან უფრო მეტად გაიხსნება ვიდრე მასთან. მიუხედავად მათი მეგობრული ურთიერთობისა ზეინი ასეთია, მას ყველაზე უკეთ მე ვიცნობ.
— ცოტა ხნით მაინც ნუ იქნები ეგოისტი ნაბიჭვარი. უბრალოდ მასთან შემიშვი. — რაც შემეძლო მკაცრად ვუთხარი და როგორც ჩანს შედეგიც გამოიღო, რადგან ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ უკვე დასაკითხ ოთახთან ვიდექი.
— თხუთმეტი წითი გაქვს. — ისე მითხრა ზედ არც კი შემომხედა და კარებიც გამომიღო.
ისევ იგივე ოთახი იყო, რომელშიც თვეების წინ მე ვიჯექი. ახლა ჩემი ადგილი ზეინს აქვს დაკავებული, რომელსაც თავი ჩახრილი ჰქონდა და თავის გაწითლებულ თითებს დაჰყურებდა. კარების ხმა როცა გაიგო ინსტიქტურად ჩემკენ გამოიხედა და როგორც კი დამინახა წამოდგომა დააპირა, თუმცა ბორკილებმა, რომლებიც მას ეკეთა წამოდგომაში ხელი შეუშალა. ის ისე უსუსურად გამოიყურებოდა, დაღლილი თვალები ჰქონდა და თვალებში ვერ მიყურებდა.
— მხოლოდ თხუთმეტი წუთი გვაქვს და მინდა ყველაფერი დეტალურად მომიყვე. რა ჯანდაბის გამო მომექეცი ასე სასტიკად. როგორ გაწირე ჩემი შვილი ამისთვის?! — მის წინ დავჯექი და ვცდილობდი ბრაზი გამეკონტროლებინა. არ შემიძლია ახლა მას ასეთ მდგომარეობაში ვუყურო, მინდა ჩავეხუტო, დავაწყნარო და ვუთხრა, რომ ვაპატიებ, მაგრამ არ შემიძლია. მიუხედავად იმისა, რომ მის თვალებზე ცრემლებს ვხედავ, ბრაზი და წყენა უფრო ძლიერია, ვიდრე მისდამი სიყვარული.
— გეფიცები, მე არაფერი გამიკეთებია. — ისევ იმავეს იმეორებდა.
— შენ ყველა დეტალი იცოდი. მაშინ როდესაც გამიტაცეს, შენც არსად ჩანდი, ყოველთვის როცა რაღაც ხდებოდა იკარგებოდი. ამას როგორ ახანი ზეინ. — ამოიოხრა და თავი ხელებში ჩარგო.
— ეს უბრალოდ დამთხვევები იყო ანდრეა. მე არასოდეს დავუშვებდი, რომ რამე დაგმართნოდა. —ამოიძახა და უკვე ვატყობდი როგორ ფეთქდებოდა ნელნელა.
— ამიტომ მოკალი ჯერემი?! რომ მე გადაგერჩინე ყველაფრისგან?! — ოდნავ დავუყვირე და მისი გაოცებული გამომეტყველებაც დავიჭირე.
— გადამერჩინე რისგან?! — ჯერ კიდევ გაკვირვებული იყო. — შენ გუშინაც ახსენე რაღაც. — თვალებში მიყურებდა.
— არაფერი მიხსენებია, გადარჩენაში კი ვიგულისხმე, რომ ჯერემი სახლში მკეტავდა. — კეფაზე მოვისვი ხელი.
— გაწამებდა. — ამოიჩურჩულა და დაბლიდან ამომხედა.
— რ-რა?! — გავიკვირვე და თვალების არიდება ვცადე.
— შენ ის გაწამებდა. ამიტომ იკარგებოდი მუდმივად. ამიტომ აღარ გვეკონტაქტებოდი, რადგან გაწამებდა და მისი გეშინოდა. — ზეინმა მუშტები შეკრა და გამომხედა.
— რაღაცებს იგონებ. ახლა ჩემზე კი არა, იმაზე ვსაუბრობთ, რომ შენ მემუქრებიდი და ლამის შვილი მომიკალი.— საუბრის თემა შევცვალე და ფეხზე წამოვდექი.
— მე არაფერი დამიშავებია და ამას არასოდეს ვიზამდი, რადგან მიყვარდი და დღემდე პატივს გცემ. ნუთუ ამდენი წლის განმავლობაში ვერ გამიცანი ანდრეა. — დაიყვირა და ხელი მაგიდას დაარტყა. ინსიქტურად შევხტი და უკან დავიხიე. — მაპატიე. — თვალები გაუფართოვდა რადგან მიხვდა, რომ შემაშინა.
— უკვე აღარ ვიცი, გიცნობ თუ არა. ვეღარ გენდობი ზეინ. არ მინდა ჩემთან ახლოს იყო, არც ჩემს შვილთან. ჩვენი მეგობრობა აქ სრულდება და ის შენ გაანადგურე. — სიტყვების წარმოთქმა იმდენად მიჭირდა, რომ სუნთქვა მეკვროდა. ვეღარ ვუყურებდი მის განადგურებულ სახეს, ვხედავდი ცრემლებს მის თვალებზე და ჩემი წარმოთქმული სიტყვების უკან დაბრუნებას ვნატრობდი. იქ გაჩერება აღარ შემეძლო, ამიტომ უკან სვლით მივედი კარებამდე და სწრაფად დავტოვე ოთახი.
YOU ARE READING
"შავი ქვრივი"- "BLACK WIDOW"
Fanficისტორია მოგვითხრობს ახალგაზრდა გოგონასა და დეტექტივ-გამომძიებლის ისტორიაზე. მთელს ჰოლმს-ჩაპელს ჰგონია, რომ მდიდარი და გავლენიანი კაცის მკვლელობაში მისი ცოლი, ახალგაზრდა გოგონა, ანდრეა გრეისონ მელარკია დამნაშავე. საინტერესოა როგორ წარიმართება მოვლე...