34.

229 26 60
                                    

ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ვიკის და ესმას შეეძლოთ ჩემი ტანსაცმლის შეცვლა. ალბათ იცოდნენ, რომ ეს ორივესთვის ბიძგი იქნებოდა და ჩვენს ურთიერთობაში სიახლეები ნამდვილად საჭირო იყო.

ეს ღამე უჩვეულოდ სასიამოვნო იყო. დაღლილებს მალევე ჩაგვეძინა, მაგრამ მანამ ერთმანეთს იმდენად ძლიერად ვეხუტებოდით, თითქოს ვინმე დაგვაშორებდა.

დილას ნაზმა ფერებამ გამაღვიძა. თვალების გახელა არ მინდოდა, რადგან ჰარის ფაქიზი თითების ჩემს სხეულზე  მოგზაურობა, ზედმეტად სასიამოვნო იყო.

თუმცა მალევე თავი შემახსენეს ჩემმა ნაიარევებმა.

თვალები გავახილე და ჰარის გავხედე, რომელიც ჩემს მოშიშვლებულ ზურგს უყურებდა და მივხვდი, რომ თითებს ნაიარევებზე მატარებდა.

მუცლით ვიწექი, თავი მისკენ მქონდა შებრუნებული. ჩემი სხეულის ნახევარს  ოქროსფერი, აბრეშუმის ზეწარი ფარავდა ისევე, როგორც მისი სხეულს წელს ქვემოთ.

— დილამშვიდობის. — ბოხი, სასიამოვნო ხმით მომესალმა და იმ ადგილას, სადაც თითებს მისვამდა, ნაზი კოცნები დამიტოვა.

— დილამშვიდობისა.— ჩურჩულით მივესალმე, რადგან სიამოვნებისგან თვალები ისევ დახუჭული მქონდა და მეგონა, თუ ხმამაღლა ვიტყოდი, მომენტს გავაფუჭებდი.

—როგორ გეძინა? — მის ხმაში ეშმაკური ტონი იგრძნობოდა. კოცნას კი არა და არ წყვეტდა.

— არაჩვეულებრივად. — ისევ იმავე ტემბრით ვუპასუხე. არ ვიცი რატომ, მაგრამ როდესაც ჰარის ტუჩები ნაიარევებზე მეხებოდნენ, გაუსაძლის ტკივილს ვგრძნობდი მარცხენა მხარეს.

იქნებ ამის გამო სირცხვილს ვგრძნობდი? ან იქნებ არ მინდოდა, რომ შევცოდებოდი? თუმცა ერთადერთი ლოგიკური ახსნა ამისა ის იყო, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ჩემს სხეულს ვხედავ მახსენდება, თუ როგორ იძალადეს ჩემზე, როგორ მაწამეს და ეს საშინელებები დამიტოვეს. მე თუ ამას ვფიქრობ, არც კი მინდა წარმოვიდგინო, რა ფიქრები ტრიალებს მის თავში.

"შავი ქვრივი"- "BLACK WIDOW"Where stories live. Discover now