ოთხ კედელს შუა ვზივარ. ოთახის შუაში ერთი რკინის მაგიდა და ორი სკამი დგას. ერთზე მე ვზივარ, მეორე უკვე ნახევარი საათია ცარიელია. ოთახის ერთ კედელზე უდიდესი შუშაა, რომლის იქითაც ვერავის ვხედავ თუმცა ფაქტია, რომ მე მხედავენ და მაკვირდებიან.
დასაკითხ ოთახში, უკვე ნახევარი საათია ვზივარ, არავინ შემოსულა, ხელბორკილები ისევ მადევს და თავს დამნაშავედ მაგრძნობინებენ მაშინ, როდესაც ერთადერთი მსხვერპლი მე ვარ. ალბათ ლუსი და ლუი ძალიან ნერვიულობენ, ვიცი ეშინიათ არ დამიჭირონ. თუმცა მე დანებებას არ ვაპირებ! არ ვაპირებ შვილი იმ დაწყევლილ ადგილას გავაჩინო. მით უმეტეს მაშინ, როცა დამნაშავეც კი არ ვარ.რამდენიმე წუთში ოთახის კარები იხსნება და ნაცნობი სილუეტი ჩნდება. რა თქმა უნდა, როგორ ვერ მივხვდი. სტაილსია ყველაფრის თავი, მან მოაწყო ეს ყველაფერი და ახლა ცდილობს ციხეში ჩამაყუდოს.
სტაილსი ჩემს წინ იკავებს ადგილს, დოსიეს ფურცლავს და დაკვირვებით კითხულობს რაღაცას.
— მისის მელარკ, იცით აქ რატომ ხართ?— სერიოზული გამომეტყველებით იწყებს საუბარს.
—მის მელარკი! — დამარცვლით ვუთხარი, უკვე ვღიზიანდები, რადგან ვიცი, სპეციალურად ამბობს.— და არა, არ ვიცი რა ჯანდაბის გამო ვარ აქ.— გაეღიმა, სერიოზულად აკეთებს ამას?! ამის დროა?!
— კარგით, მის მელარკ. ჩვენ თქვენი სახლი გავჩრიკეთ და ამოვიღეთ აი ეს სანათი. — წინ ფოტო დამიდო.
— როგორღაც მივხვდი, რომ სახლიდან სანათი წაიღეთ. — თვალები ავატრიალე.
— ახლა იმ სიტუაციაში არ ხართ მის, რომ თვალებს ატრიალებდეთ.— ნაბიჭვარი, გამაჩუმა.— ჭრილობა, რომელიც თქვენს მეუღლეს თავის არეში აღმოაჩნდა, სწორედ ამ სანათით იყო მიყენებული.— ვიგრძენი, როგორ გამეოფლა ხელის გულები.
— საინტერესოა მისტერ სტაილს, თუმცა მე რა შუაში ვარ?! — წარბები ავწიე და ჰარის გავხედე.
— სანათზე მხოლოდ თქვენი თითის ანაბეჭდებია. — გული ამოვარდნას მაქვს, თუმცა არ ვაპირებს შევიმჩნიო. ამ სიამოვნებას არ მივანიჭებ.
— ცხადია იქნება, ეს ჩემი სახლიდან აიღეთ.ოთახიდან, რომელიც ჩემს მეუღლეს ეკუთვნოდა.— ჰარის ჩაეცინა.
— თქვენ და თქვენი მეუღლე ცალ-ცალკე საძინებლებში იძინებდით. თქვენ თვითონ თქვით გასულ კვირას, რომ ცოლ-ქმრული ურთიერთობები არ გქონდათ. — ჩემს სიტყვებს ჩემსავე წინააღმდეგ იყენებს.
— მგონი გავიწყდებათ, რომ ფეხმძიმედ ვარ. — ჩავიცინე.
— იქნებ სანდერსის შვილი სულაც არ არის?
— შვიდი წელია მის გარეშე სახლიდანაც კი არ გავსულვარ! — თვალებს არ მაშორებს ჰარი.
— იქნებ რომელიმე დაცვის წევრისგან, ან მძღოლისგან დაფეხმძიმდით? — ცინიკურად მიყურებს. თუ ასე გააგრძელებს რაღაცას დამტყუებს.
— ხვდებით, რომ შეურაცხყოფას მაყენებთ?!
— და ხვდებით, რომ თქვენი ქმარი მოკალით?
— მე არავინ მომიკლავს! — წამოვიყვირე და შედეგად ყელი სასტიკად მეტკინა.
— შენი არ მჯერა. ვიცი, რაღაცას მალავ. — ამოიღრინა
— შენი ვარაუდების გამო აქ ვერ გამომკეტავ. რა თქმა უნდა ჩემს ნივთებზე იქნება ჩემი ანაბეჭდები. — როგორც ჩანს დანებებას არც ერთი ვაპირებთ.
— იცი, რომ მართალი ვარ. — ჩაიცინა. — მოდი მოვლენების განვითარებით მოგიყვები რა როგორ გააკეთე. — სტაილსი ფეხზე წამოდგა და ჩემკენ დაიძრა. — სანდერსზე ძალით გაგათხოვეს. არ გიყვარდა და არც გიზიდავდა. შვიდი წელი გამოგკეტა და ბოლოს ვეღარ გაუძელი. დიდხანს გეგმავდი როგორ მოგეკლა, თუმცა ბოლოს სპონტანურად იმოქმედე და როდესაც ქმარი სახლში მთვრალი დაბრუნდა ამით ისარგებლე. — ჩემთან ახლოს მოიწევდა და თავდაჯერებულად საუბრობდა. ჩემი ნერვიულობა პიკს აღწევდა. — ჯერ სანათი ჩაარტყი, რომ წინაარმდეგობა ვერ გაეწია, ბოლოს კი გულ-მკერდის არეში რამდენიმე, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენე. — უკვე ჩემს უკან იდგა და ჩემს სიმაღლეზე იყო დახრილი.
— ეს სიმართლე არ არის. — თავი გავაქნიე. სტაილსი ჩემს წინ დადგა და თვალებში ჩამხედა.
— როგორ არა, ან იქნებ ის იყო მიზეზი, რომ ორსულად იყავი და ბავშვს მოგაშორებდა?! — თვალებში მიყურებდა და ცდილობდა გამოვეტეხე. გამოსდიოდა კიდეც. ხელის გულები გაოფლილი მქონდა, შინაგანად ვხურდი და საცაა გონებას დავკარგავდი. ის რის დავიწყებასაც მთელი თვე ვცდილობდი, მან ისევ გამახსენა.
— სისულელეა. — ამოვიჩურჩულე.
— რატომ მოკალი?
— მე არ მომიკლავს!
— მაშინ რატომ ჩაარტყი სანაათი! — დამიყვირა ჰარიმ.
— იმიტომ, რომ გამაუპატიურა და კიდევ ცდილობდა ამის გაგრძელებას! — მეც დავიყვირე— დიხ, მე ჩავარტყი სანათი, რადგან ჩემზე ძალა იხმარა, მაგრამ ოთახი მაშინათვე დავტოვე და ჩემს საძინებელში შევიკეტე. ამიტომაც ვარ ორსულად და არა იმიტომ, რომ უზნეო ქალი ვარ. — ისევ ვყვიროდი, უკვე საკუთარი თავის კონტროლი დავკარგე. — და ხო ჰარი, მათ ძალით არ გავუთხოვებივარ. მათ გამყიდეს. — პირში მივახალე.
თვალები ამეწვა და ვიგრძენი, როგორ ამევსო ცხელი სითხით. თავს ძალა დავატანე და ცრემლებს საშუალება არ მივეცი, რომ საზღვრებიდან გადმოსულიყვნენ. სტაილსი ერთ ადგილას გაშეშებული იდგა, ხმას ვერ იღებდა და გაოგნებული სახე ჰქონდა. აი ამ წამს კი გავაანალიზე რა ჯანდაბაც გავაკეთე. ეს არ უნდა მეთქვა. თავი ხელებში ჩავრგე და საკუთარი თავის ლანძღვა დავიწყე. იდიოტი ვარ, მის მახეში გავები და ავლაპარაკდი. თუმცა ფაქტია, რომ მსგავს პასუხს არ ელოდა.
— აქამდე რატომ არ თქვი? — ამოიჩურჩულა ჰარიმ და ისევ ჩემს პირდაპირ დაიკავა ადგილი.
— ამას ვერ გავაკეთებდი. — მეც ჩურჩულით ვუპასუხე.
— რატომ? — ხმას ვერ ვიღებდი. — რატომ ანდრეა? — ისევ გამიმეორა კითხვა.
— შემეშინდა. — თავჩახრილმა ვუპასუხე. — შემეშინდა, რადგან ერთადერთი ეჭვმიტანილი ვიყავი და იმისთვის, რომ საქმე დაეხურათ, ყველაფერს მე დამაბრალებდნენ. არ მინდა ჩემი შვილი ციხეში დაიბადოს და მკვლელის შვილი უწოდონ. რადგან მკვლელი არ ვარ! — ამოვიოხრე და ჰარის გავხედე. მე მიყურებდა. მას აღარ ჰქონდა ის მკაცრი გამომეტყველება. ახლა მის თვალებში მწუხარებასა და სინანულს ვხედავდი.
— ჰორან! — დაიძახა ჰარიმ და რამდენიმე წამში, ოთახში ის ბიჭი შემოვიდა, ჩემს სახლში ფოტოებს რომ იღებდა. — ნაილ მის მელარკი გააცილე და დარწმუნდი, რომ შინ მშვიდობით დაბრუნდება. — მე და როგორც უკვე გავიგე, ნაილმა, ჰარის გაკვირვებულებმა გავხედეთ. ჩემი აღიარების შემდეგ ნამდვილად არ მეგონა, რომ დღეს სახლში დავბრუნდებოდი. დღეს კი არა, საერთოდ თუ დავბრუნდებოდი.
— გარეთ მისი ადვოკატი იცდის. — ჰარიმ თავი დაუკრა. ნაილმა ხელბორკილები მომხსნა, თუმცა ფეხზე წამოვდექი თუ არა, ძლიერი თავბრუსხვევა და მუცლის ტკივილი ვიგრძენი და რამდენიმე წამში იატაკზე აღმოვჩნდი. დავინახე, როგორ მომვარდა ჰარი და სწრაფად ამიტაცა ხელში. 'მანქანა გაამზადე' დაუყვირა ნაილს და გასასვლელისკენ სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა.
— ყველაფერი კარგად იქნება. — მეჩურჩულებოდა და თან სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდია. გავიგონე ედის ხმაც, რომელიც ეკითხებოდა თუ რა დამემართა, ჰარიმ კი მოკლედ უთხრა მოულოდნელად ძირს დავარდაო. ჯერ კიდევ გონზე ვიყავი, თუმცა ვგრძნობდი, როგორ მეკარგებოდა ძალა,თვალების გახელაც მიჭირდა. ბოლო ძალები მოვიკრიბე და ჰარის ხელი ხელზე მოვუჭირე.
— ანდრეა, საავადმყოფოში მიმყავხარ. — ხელი ისევ მოვუჭირე, ბოლო სიტყვები კი ძლივს წარმოვთქვი.
— არ მინდა ბავშვი დავკარგო. — ამის შემდეგ კი გონება დავკარგე.
YOU ARE READING
"შავი ქვრივი"- "BLACK WIDOW"
Hayran Kurguისტორია მოგვითხრობს ახალგაზრდა გოგონასა და დეტექტივ-გამომძიებლის ისტორიაზე. მთელს ჰოლმს-ჩაპელს ჰგონია, რომ მდიდარი და გავლენიანი კაცის მკვლელობაში მისი ცოლი, ახალგაზრდა გოგონა, ანდრეა გრეისონ მელარკია დამნაშავე. საინტერესოა როგორ წარიმართება მოვლე...