13.

249 26 4
                                    

რამდენი სისხლი შეიძლება გამოყოს ადამიანის სხეულმა. ამაზე არასოდეს მიფიქრია, თუმცა ახლა ჩემი თვალით ვუყურებ სისხლის ტბას, რომელშიც ჩემი საუკეთესო მეგობარი, ჩემს გამო ცურავს.
— რას დგახართ, სასწრაფო გამოიძახეთ. — ბოლო ხმაზე დავიყვირე და ზეინის ჭრილობას მთელი ძალით დავაწექი. ვცდილობდი სისხლდენა შემეჩერებინა.
— ჩემთან დარჩი, გთხოვ. — ვეჩურჩულებოდი და ერთადერთი რასაც ვხედავდი, მისი ტკივილნარევი ღიმილი იყო.
— ზეინ მე მიყურე. — ვცდილობდი მისი ყურადღება მიმექცია და დრო გამეყვანა, სანამ დახმარება მოვიდოდა. დავინახე როგორ ჩაიმუხლა ჰარი ჩემს პირდაპირ და ზეინის ჭრილობაზე დადებული ჩემი ხელი, გავისი დიდი ხელებით დაფარა.
— თვალები არ დახუჭო ზიზი. — ვცდილობდი მისთვის გამეხსენებინა ზედმეტსახელი, რომელიც მუდამ აღიმებდა. ახლაც გაეღიმა, თუმცა თვალები დახუჭა. თავისი სისხლიანი მარჯვენა ხელი ფრთხილად აიღო და სახეზე შემახო.
— ზიზი გთხოვ. — ამოვიტირე და თვალები დავხუჭე. ის ამ მდგომარეობაში ჩემს გამოა. მასში ეჭვი არასოდეს უნდა შემეტანა და ჯანდაბა სხვებისთვის უნდა მომესმინა და აქ არ უნდა წამოვსულიყავი. მოულოდნელად ზეინს ჩემს სახეზე დადებული ხელი მოუდუნდა და ხმაურიან დავარდა სისხლის გუბეში.
— არა , არა, გთხოოვ. — ემოციების კონტროლი ძალიან მიჭირდა. შინაგანად ცეცხლი მეკიდა და ნელნელა მწვავდა.
— მაპტიე გთხოვ. — ვტიროდი და ვაიგნორებდი ყველა ადამიანის, მათ შორის კი ჰარის, დამწუხრებულ მზერას. მთლიანად ზეინის სისხლში ვიყავი ამოსვრილი, მის ჭრილობას ვაწვებოდი, ცალი ხელით სახეზე ვეფერებოდი და ჩურჩულით ვთხოვდი, არ დავეტოვებინე.

არ ვიცი რამდენი დრო გავიდა, თუმცა დავინახე ჰოლის ბოლოში სასწრაფო დახმარების თანამშრომლები. მალევე მოგვიახლოვდნენ და ჰარიმაც ფრთხილად მომაცილა ზეინს. ექიმები უამრავ ნივთს იყენებდნენ, სისხლდენის შესაჩერებლად და მთლიანად იყვნენ მასზე კონცენტრირებულები. მთელი ძალით ვყავდი ჰარის გულში ჩაკრული, თუმცა ამაზე ვერ ვფიქრობდი. ერთადერთი ზეინი და მისი გაფითრებული სახე იყო, რაზე ფიქრიც შემეძლო.
ზიზი საკაცეზე დააწვინეს და გასასვლელისკენ დავიძარით, რომელიც სავსე იყო ჟურნალისტებითა და პაპარაცებით. უამრავი ფოტო გადაიღეს, იდიოტურ კითხვებს მისვამდნენ. იმის შესახებ, თუ ვინ იყო ის და საერთოდ რა ჯანდაბა მოხდა ზემოთ, ამ კითხვაზე პასუხი კი მე თვითონაც არ ვიცი.

"შავი ქვრივი"- "BLACK WIDOW"Where stories live. Discover now