6.

312 29 11
                                    

უკვე ვეღარ ვითვლი, მერამდენედაა ჩამი სახლის წინ პოლიციის მანქანები. მერამდენედ ამოწმებენ სახლს და გვკითხავენ ჩვენ. თუმცა პირველი შემთხვევაა, როდესაც ამის მიზეზი მე ვარ.
ვიღაც ნამდვილად ცუდად მეთამაშება. ჯერ აშკარად მითვალთვალებს, შემდეგ ფრედი მიჰყავს და მაშინებს, ბოლოს კი ჩემს სახლში შეუმჩნევლად შემოდის და საკუთარ სააბაზანოში, საკუთარი წითელი პომადით, რომელიც ამ ფაქტს მეტად საზარელს ხდის, მუქარის წერილს მიტოვებს.
როგორც ვივარაუდე, ეს ნამდვილად მკვლელის მიერ არის მოწყობილი. ჰარიმ როგორც აღნიშნა, მან ეს სახლი კარგად იცის, გამოდის ნაცნობი ადამიანია და ჩვენს გარშემო ტრიალებს. უკვე ყველას ეჭვის თვალით ვუყურებ.
— ვინმეზე გაქვს ეჭვი?! — მეკითხება ჰარი, რომელიც ისევ წარწერას უყურებს.
— არა, ასე ვერავისზე ვფიქრობ.— მხრები ავიჩეჩე, ხელი თმაში შევიცურე და ოდნავ მოვქაჩე.
— ყველა კამერის ჩანაწერები უნდა შევამოწმოთ. — მეუბნება ჰარი და თან გასასვლელისკენ მანიშნებს. უსიტყვოდ მიმყავს ოთახში, რომელშიც უამრავი ეკრანია და ეზოსა და სახლის მიმდებარე ტერიტორიების ნახვაა შესაძლებელი.
თითქმის ორი საათი მოვანდომეთ კამერების გადახვევას, თუმცა ვერაფერს მივაგენით.
— უკან გადაახვიე. — დავიძახე მოულოდნელად, რადგან შევნიშნე, შავს კაპიუშონიანი ადამიანი ჩვენს ეზოში.
ჰარიმ რამდენიმე წამით უკან გადაახვია და მანაც იგივე დაინახა. მან რაც შეიძლებოდა მიაახლოვა კადრი, თუმცა სახე არ ჩანდა ორი მიზეზის გამო: პორველი, მას კაპიუშონი ეფარა და კარგაადაც იყო შენიღბული და მეორე, საკმაოდ ბნელოდა და სახის გარჩევა თითქმის შეუძლებელი იყო.
— ის არ მოისვენებს ჰარი. მეშინია, ჩვენც ჯერემის ბედი არ გავიზიაროთ. — ჰარი ეკრანს უყურებდა, ჩსმი სიტყვების გაგონების შემდეგ კი გამომეტყველება შეეცვალა და უცნაურად გადმომხედა.
— თქვენ არაფერი მოგივათ. სახლთან დაცვას გავაძლიერებთ და ყოველ დღე პოლიცია იმორიგევებს. — ხელები მხრებზე დამაწყო და მომიახლოვდა. — ჩვენ დაგიცავთ. — მის ნათქვამზე გამეღიმა და უბრალოდ თავი დავუკარი. ჰარიმ კამერის ჩანაწერები განყოფილებაში წაიღო და ეზოსთან პოლიციის მანქანა დატოვა სამორივეოდ.
დღეები დღეებს მისდევს, ყოველ დღე ჰარი ჩვენს სახლში მოდის, ხშირად მეკონტაქტება, ყოველ ერთ საათში მეკითხება რაიმე უცნაურა ხომ არ ვამჩნევ. ლუი, ესმა და ფრედი ჩემთან გადმოვიდნენ, დეიზი ხშირად სტუმრობს ფრედს და მას ეს ძალიან აბედნიერებს მას. ჰარი ოჯახის წევრივით გახდა ჩვენთვის. სიმართლე რომ ვთქვა, მისი დანახვა, სიახლოვე ან თუნდაც მზერა გულს ისე მიჩქარებს, რომ მგონია მალე საგულედან ამოხტება და ჰარის წინ დაიწყებს ცეკვას. ზოგჯერ ვგრძნობ ხოლმე, როგორ მიყურებს და თავისი მზერით მწვავს. შეუძლებელია ქალმა ვერ შეამჩნიოს მამაკაცის მზერა, მით უმეტეს მაშინ, როცა თვითონაც დაინტერესებულია ამ კაცით.
ჩემი მუცელი ნელნელა იზრდება. როცა მისი გულისცემა გავიგე, ლამის იქვე ავტირდი. ზედმეტად ემოციური გავხდი და მარტივად ვბრაზდები. არ მაქვს ზედმეტი მოთხოვნილებები. ყოველთვის მეგონა, რომ მეც სხვა ქალებივით უცნაური რამეები მომინდებოდა, ან მჟავე კიტრი, ან რაიმე უცნაური სურნელი, მაგრამ არა. ერთადერთი რაც მუდმივად მინდება ეს ძილია.
გამოძიება ისევ ერთ ადგილს ტკეპნის. არაფერი შეცვლილა გარდა იმისა, რომ ეჭვმიტანილთა სია ოდნავ შემცირდა. თუმცა მაინც ყველა ადამიანი მაეჭვებს. უკვე საკუთარ ადვოკატსაც აღარ ვენდობი. დახმარებისთვის ზეინს მივმართე. ის ერთ-ერთი საუკეთესო ადვოკატია ვინც კი ოდესმე მინახავს ან გამიგონია. ამიტომ სამ დღეში ველოდები მის ჩამოსვლას. გადავუგზავნე ყველა დეტალი და ისიც საქმეს შეუდგა. რაც შეეხება მკვლელის მუქარას, მას შემდეგ კიდევ ორი შეტყობინება დატოვა. ერთი ჩემი მანქანის საქარე მინაზე და ერთიც ეზოს გალავანზე. იმავე სიტყვებს იმეორებდა და მუდმივად წითელ ფერს იყენებს. საინტერესო ის არის, რომ პოლიცია ვერასოდეს ამჩნევს როდის ხდება ეს ყოველივე.
აი დღეს კი ის დღეა, რომელსაც თითქმის ერთი თვეა თავს ვარიდებ. განყოფილებაში მივდივარ ჩვენების მისაცემად იმ ღამესთან დაკავშირებით, როცა ჯერემის სანათი ჩავარტყი. ჰარი ელოდა, როდის გაუმჯობესდებოდა ჩემი მდგომარეობა, ამას კი მთელი თვე დასჭირდა. ახლა ჩემი პატარა ძლიერო და ჯანმრთელია, მე კი მორალურად მზად ჯერ კიდევ არ ვარ იმისთვის, რომ ის ღამე დეტალურად გავიხსენო. პოლიციის შენობის წინ ვდგავარ და ნაბიჯის გადადგმაც კი მიჭირს. ისიც არ ვიცი ამ ამბის შემდეგ ჰარის თვალებში როგორ უნდა ჩავხედო. საბოლოოდ გადავდგი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული, თუმცა ჩემი შვილის მომავლისთვის საჭირო ნაბიჯი და პოლიციის განყოფილებაში შევაბიჯე, შესასვლელში ჰარი მელოდებოდა. ჩვენების ასაღებად სრულიად განხვავებულ ოთახში შემიყვანა. ნათელი ოთახი იყო, შუშების გარეშე, დიდი ტყავის დივნით და ორი სავარძლით. ოთახის შუაში იდგა დიდი მაგიდა, ორი სკამით, რომლებიც მე და ჰარიმ დავიკავეთ. ჩემს
პირდაპირ კამერა იდგა, რომელიც ჩვენებას ჩაიწერდა.
— ნუ ინერვიულებ. — გამიღიმა ჰარიმ, თუმცა ახლა სრულებითაც ვერ ვტკბებოდი მისი ლამაზი ღიმილის ცქერით. ღრმად ამოვისუნთქე და ჩემს წინ მდგარი წყალი ნერვიულად მოვსვი.
— ანდრეა გრეისონ მელარკ. — ჰარიმ საუბარი ოფიციალურად დაიწყო, მანამ კი კამერის ღილაკს დააჭირა, რომელიც წითლად განათდა და ჩაწერაც დაიწყო. — გთხოვთ დეტალურად გაიხსენოთ და აღწეროთ ის ღამე, როდესაც გარდაცვლილ ჯერემი სანდერსს თავის არეში ჭრილობა მიაყენეთ. — ჰარიმ მკრთალად გამიღიმა, სკამის საზურგეს მიეყრდნო და ყურადღებით დამაკვირდა. ცოტა ხანს ვდუმდი, ჩემი გონება ცდილობდა ყველა ის დეტალი გაეხსენებინა და ერთად შეეკრიბა, რომელიც საგულდაგულოდ მქონდა გინებაში დალუქული. თვალები დავხუჭე, კიდევ ერთხელ ამოვისუნთქე და საუბარი დავიწყე.
— შვიდი მაისი იყო, საქველმოქმედო საღამო იმართებოდა, რომელიც ჯერემისა და მისი პატრნიორების საპატივცემულოდ ტარდებოდა. ჯერემი არაკანონიერად ითვისებდა თანხებს, რომლებიც იმ საღამოებზე გროვდებოდა და რომლებიც, წესით პარკინსონის კვლევით ცენტრს უნდა გადასცემოდა. ეს იმ საღამოს გავიგე და წასვლაზე უარი ვთქვი. ვუთხარი, რომ არ ვაპირებდი ამ სისაძაგლეში მონაწილეობის მიღებას და შეეძლო ის წაეყვანა, ვინც უნდოდა. ჩემზე კი ეთქვა, რომ შეუძლოდ ვიყავი. იმ ღამით ძალიან ვიკამათეთ.
მე... ჯერემიმ როდესაც ცოლად მომიყვანა მხოლოდ ჩვიდმეტი წლის ვიყავი და ეს ქორწინება არ შემდგარა ჩემი ნებით, საერთოდაც არაკანონიერი იყო, რადგან არასრულწლოვანი ვიყავი. მან მშობლებს, ჩემს სანაცვლოდ, ორი მილიონი გირვანქა- სტერლინგი მისცა.
მას შემდეგ, სრულ ჯოჯოხეთში გავატარე შვიდი წელი. — ამოვიოხრე, მიმძიმდა ამ თემაზე საუბარი. თუმცა ახლა შეჩერების დრო არ იყო. ჰარიმ ახალი ჭიქა წყალი მომაწოდა, მეც მაშინათვე ჩავცალე.
— შეგიძლია შეისვენო. — თბილად მითხრა, თუმცა თავი გავაქნიე და საუბარი გავაგრელე.
— იმ საღამოს, თავის თანაშემწესთან ერთად წავიდა. ვიცოდი, რომ მას წაიყვანდა, რადგან იმ ქალთან ურთიერთობა ჰქონდა. ეს სრულიად არ მადარდებდა, რადგან შვიდი წლის განმავლობაში ახლოს არ ვიკარებდი.
ძალიან გავბრაზდი, როდესაც თავის საძინებელ ოთახში გარედან ჩამკეტა, გასაღები კი თვითონ წაიღო. აივნის კარებიც კი ჩაკეტილი ჰქონდა. ერთადერთი რაც შემეძლო იყო დავლოდებოდი, როდის მორჩებოდა თავის ბინძურ საქმეს და სახლში დაბრუნდებოდა. მის ლოდინში ვერც კი გავაცნობიერე, როდის ჩამეძინა. დაახლოებით შუა ღამე იყო, როდესაც დაბრუნდა. კარები ხმაურიანად შემოხსნა და მეც შეშინებულს გამეღვიძა. ვერ ვაცნობიერებდი რა ხდებოდა მანამ, სანამ უაზრო სიცილი და გინება არ დაიწყო. საშინლად მთვრალი იყო, ნაბიჯები ერეოდა. საწოლიდან წამოვხტი და ოთახის მეორე ბოლოში დავდექი. ველოდო, როდის შევიდოდა სააბაზანოში, რომ იქიდან სწრაფად გავქცეულიყავი. მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. — ამოვიხვნეშე და თავი ჩავხარე. — ტანსაცმლის გახდა დაიწყო, ვკითხე რა ჯანდაბას აკეთებდა, თუმცა დამაიგნორა. შემდეგ ჩემთან მოვიდა და იქვე სწრაფად მიმიმწყვდია კუთხეში. ამაზრზენი სახე და საშინელი ალკოჰოლის სუნი ჰქონდა. კისერში კოცნა დამიწყო და მეუბნებოდა, რომ მისთვის იდეალური ვიყავი. მე ვერაფერს ვაკეთებდი, სრულიად შოკირებული და შეშინებული ვიყავი, თუმცა მალევე ჩამერთო გონებაში განგაშის სიგნალი, რადგან ქამრის შეხსნა დაიწყო. ხელი ვკარი და რადგან მთვრალი იყო წავარბაცდა, მეც დრო ვიხელთე და გასასვლელისკენ დავიძარი, თუმცა წამში მწვდა თმებში და საწოლამდე მიმათრია. მანამ კი დავინახე, როგორ გადაკეტა კარები. შემდეგ ქამარი მოიშორა, მე ტანსაცმელი ტანზევე შემომახია და მანამ  მიტყამდა ორად გაკეცილ ქამარს, სანამ კივილისგან ხმა არ ჩამიწყდა. შემდეგ კი... — იმ ფრაგმენტების გახსენებისას ცრემლები ვერ შევიკავე. ჰარის ვერ ვუყურებდი, თუმცა მისი გახშირებული სუნთქვის ხმა მესმოდა. თავჩახრილი ვიჯექი და საუბარს ვაგრძელებდი. ფეხებს ნერვიულად ვაბაკუნებდი, ხელის გულები გაოფლილი , ხოლო პულსი საშინლად აჩქარებული მქონდა— შემდეგ ჩემზე ძალა იხმარა. მეუბნებოდა, რომ  დიდხანს ვალოდინე და მე ეს დავიმსახურე, რადგან ისევ არ დავემორჩილე. სრულიად ძალა გამოცლილი, განადგურებული და ნაცემი ვიყავი. ქამრის დარტმისას ძალა არ დაუშურებია. როცა ვერ დაკმაყოფილდა, კიდევ ერთხელ სცადა ჩემი გაუპატიურება, თუმცა იქვე სანათი შევნიშნე, მე ძალა მოვიკრიბე, ხელში ავიღე და მთელი შემორჩენილი ძალით ჩავარტყი თავში. — ცრემლები უხეშად მოვიწმინდე. — ჯერემი ტკივილისგან მოიკუნტა და საწოლზე ჩემს გვერდით დავარდა. არ მაინტერესებდა არც ჭრილობები, არც ჩემი შელახული თავმოყვარეობა და არც ტკივილი, მთელი სისწრაფით გავიქეცი ჩემი საძინებლისკენ და კარები ჩავკეტე. დაახლოებით თხუთმეტ წუთში ჯერემიმ რამდენჯერმე ყვირილით დააბრახუნა კარებზე, თუმცა როცა ვერაფერს გახდა საძინებელში გინებით დაბრუნდა. დილას კი ლუსიმ, ჩვენმა დიასახლისმა, გარდაცვლილი იპოვა, თავის საწოლში. — ღრმად ჩავისუნთქე და ჰარის გავხედე. — აი ასე მოხდა ყველაფერი. — ჩაშავებული თვალებით მიყურებდა. მისი მზერა დავიჭირე და ერთადერთი რასაც ვნატრობდი იყო, რომ არ შევცოდებოდი. არც ჰარის და არც არავის შეცოდება არ მჭირდებოდა. მხოლოდ ამ არეულობისგან თავის დაღწევა, მშვიდი ცხოვრება და ბედნიერი ორსულობა მინდა. თუმცა ფაქტია, რომ ეს შეუძლებელია. ვიღაც მანიაკი დაიარება და გვემუქრება.
— ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც გამოიარე ანდრეა. ეს... არც კი ვიცი, საშინელებაა.— ჰარიმ კამერა გათიშა და ადგილი ჩემს წინ, სავარძელზე დაიკავა.
— შეცოდება არ მჭირდება ჰარი. ერთადერთი რაც მინდა არის ის, რომ მალე გამოიძიოთ ეს საქმე და გამათავისუფლოთ ამ საშინელებისგან. — ჰარიმ თავი გააქნია და ჩემი ხელი თავისაში მოიქცია.
— არ მითქვამს, რომ მეცოდები. უბრალოდ ვიცი რა მდგომარეობაშიც იყავი და მინდა გითხრა, რომ შენ საკმაოდ ძლიერი ქალი ხარ. ჩემმა დამ ამას ვერ გაუძლო, თუმცა შენ ჯერ კიდევ მტკიცედ და მყარად დგახარ ფეხზე. — თვალები გამიფართოვდა მის ნათქვამზე, მალევე თვითონაც მიხვდა რაც წამოსცდა და თავი ხელებში ჩარგო. ანუ მისი და ვიღაც არამზადამ გააუპატიურა. ახლა კი საწყალი
გოგო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობს.
— ძალიან ვწუხვარ ჰარი. — მის გვერდით გადავჯექი და ხელი მხარზე დავადე. — ის მალე გამოჯანმრთელდება და თქვენთან დაბრუნდება, აი ნახავ. — ჰარის ჩემს სიტყვებზე ჩაეღიმა და თავი მხარზე დამადო. მისი სურნელი იმდენად სასიამოვნო იყო, რომ შემეძლო ასეთ პოზიციაში მთელი ცხოვრება ვყოფილიყავი, მასთან ერთად.
— როგორ უმკლავდებიდი ამ ყველაფერს?! — რამდენიმე წუთიანი დუმილი ჰარიმ დაარღვია.
— იმედი მქონდა, რომ საკუთარ თავში ძალას ვიპოვიდი და გავიქცეოდი. თუმცა სანამ ამას შევძლებდი, ვიღაცამ გამათავისუფლა. — ნერვიულად ჩამეცინა. ვიგრძენი, როგორ ამოიოხრა ჰარიმ და მარცხენა ხელი წელზე შემომიცურა.
ახლა ის მე მეხუტებოდა.
— რას აკეთებ?! — ჩურჩულით ვკითხე და ხელები დაბნეულმა ჰაერში გავაშეშე. არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, რადგან არავინ მეხუტებიდა ხოლმე.
— სითბოს გიზიარებ. — ჩაიცინა და ხელები მის მხრებზე დამადებინა. ეს საოცარი გრძნობა იყო. ის მე მეხუტებოდა და ვგრძნობდი, როგორ ვივსებოდი შინაგანად ბედნიერებით. მე მისი სითბო გავიზიარე.—მაშინ, როდესაც გეგონება, რომ სამყაროში ყველაზე პატარა ადამიანი ხარ და გაქრობა მოგინდება. მინდა ის ადამიანი ვიყო, რომლის მკლავებშიც სიმშვიდეს იპოვი. მე ვიყო ის, ვინც მუდმივად გეტყვის, რამდენად განსაკუთრებული ხარ ანდრეა გრეისონ მელარკ. — ყურში მეჩურჩულებოდა და დავიფიცებ, რომ ეს საუკეთესო, ბედნიერი და ყველაზე ამაღელვებელი წუთები იყო, მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში.

დღე, რომელიც წარსულის შიშითა და ტკივილით დაიწყო, საუცხოო სიმშვიდითა და ბედნიერი მომენტით დასრულდა. შვიდი წლის განმავლობაში, სითბო არავისგან მიგრძვნია. მხოლოდ ლუსი იყო ის, ვინც მივლიდა, თუმცა ეს საკმარისი არ იყო. მე ჰაერი მჭირდებოდა, მე სუნთქვა მინდოდა. მე ფრენა მინდოდა იმ
ფრთებით, რომლებიც მაშინ დამატეხეს, როდესაც ჯერემიზე გამათხოვეს. მე სიცილი მინდოდა, რომელიც ამიკრძალეს. მე სიყვარული მჭირდებოდა, რომლის არარსებობაც დამაჯერეს და მისი გამოცდის სურვილიც და შესაძლებლობაც წამართვეს.
დღევანდელმა ერთმა ჩახუტებამ, ყველა ეს გრძნობა მომგვარა. არ ვიცი, როგორია სიყვარული, რადგან არასოდეს გამომიცდია. არც ის ვიცი, ჩემი გრძნობა ჰარის მიმართ სიყვარულია, მოწონება თუ უბრალოდ მიჩვევა, მაგრამ მე მას ვენდობი და ვიცი, რომ ის იმედს არასოდეს გამიცრუებს.
— ჰარი სტაილს, მე შენ გენდობი. — მის ყურთან ამოვიჩურჩულე. გავიგონე როგორ ჩაეღიმა და ხელები უფრო ძლიერად მომხვია.







ესეს მეექვსე თავი🙏 იმედია მოგეწონებათ🤞❤️❤️❤️

ეს მუსიკა ყოველთვის მეხმარება, რომ ვწერო 😬🙏 მადლობა ამოსთვის Duplicity-ის 😬🙏

"შავი ქვრივი"- "BLACK WIDOW"Where stories live. Discover now