39.

240 24 4
                                    

თითქმის მთელი ღამის განმავლობაში არ მიძინია. გამუდმებით ჰარის სიტყვები მიტრიალებდა თავში. ვერც კი ვიჯერებ, რომ ის რეალობა ამიფრიალა თვალ-წინ, რომლისთვისაც თავის არიდებას ასე  ვცდილობდი.

არ მინდოდა და არც ახლა მინდა იმის დაჯერება, რომ ჯერემი ჩემით ერთობოდა მაშინ, როცა მე უგონოდ ვიყავი. ეს ყველა იმ ქმედებაზე ბინძური და ამაზრზენია, რაც კი ოდესმე მას ჩემთვის გაუკეთებია.

როდესაც თვალი მზის სხივებს მოვკარი ვინატრე, რომ ისევ ღამე ყოფილიყო. არ მინდოდა არავის ნახვა, განსაკუთრებით ჰარის. მხოლოდ ზოზო და მისი ჩახუტება მჭირდებოდა.

ზოგჯერ ვიცნებობ, რომ ენისნაირი დედა მყავდეს. ერთ დროს მისნაირი დედაჩემიც იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩემი ძვლის ტვინი ზოის ორგანიზმმა არ მიიღო და ამის გამო დაიღუპა, ის სრულიად სხვა ქალი გახდა.

გუშინ, როდესაც ვხედავდი, ენი როგორ აწყნარებდა ჯემას, ვინატრე ის დედაჩემი ყოფილიყო. მაგრამ სამწუხაროდ ასეთი იღბლიანიც არ ვარ. იმითაც კმაყოფილი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობს.

საწოლიდან ზლაზვნით წამოვდექი. თავი ისე ძლიერად მტკიოდა, თითქოს ათასობით ჩაქუჩს მიტყამდნენ. სააბაზანოში შესულმა, სარკეში ჩახედვის შემდეგ კი გავაცნობიერე, რომ ეს უძილობის, მთელი ღამის ტირილის და იმ უზომო ნერვიულობის გამო იყო, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში არ წყდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ახლა აღარ ვტიროდი, თვალები მაინც ჩაწითლებული მქონდა. საშინლად გამოვიყურებოდი და ამას ვერ ვშველოდი.

შეძლებისდაგვარად მოვიწესრიგე თავი. არ მინდოდა, რომ ენს ან ჯემას ჩემს გამო ენერვიულათ, არც ჩვენი პრობლემების მათთვის მოხვევას ვაპირებ, უბრალოდ სიმშვიდე და ყველაფერზე ფიქრი მჭირდება.

რატომღაც მეგონა, რომ ჰარიმ მთელი ღამე ჩემი საძინებლის კარებთან გაატარა, თუმცა იმედი მაშინ გამიცრუვდა, როდესაც ჰოლში გასვლის შემდეგ, იქ  არავინ დამხვდა.

"შავი ქვრივი"- "BLACK WIDOW"Where stories live. Discover now