4

1.4K 146 63
                                    

როდესაც თეჰიონი შემოვიპატიჟე მეგონა, არ დამთანხმდებოდა, მერე, სანამ სახლისკენ მოვდიოდით, ვფიქრობდი, რომ ვერ ვისაუბრებდით, მაგრამ სულ ტყუილად. ჩვენი შეხვედრების დროს, მართალია, სულ თეჰიონი საუბრობდა მეტად, მაგრამ არც მეგონა ასეთი მოლაპარაკე თუ აღმოჩნდებოდა. ბევრი რამ გამომკითხა, დაწყებული ჰობიდან დასრულებული საყვარელი ანიმაციური პერსონაჟით.

გავიგე რომ სამხატვრო აკადემიის ბოლო კურსზეა, პარალელურად დიზაინს შეისწავლის და ბიძამისის ტექსტილის კომპანიაში მუშაობს, საკუთარი ტანსაცმლის ხაზიც აქვს. თავისი ნახატები მაჩვენა, მომეწონა. ხელოვანი ადამიანები განსხვავებულები არიან, მგონია რომ თუ ვინმეს შეუძლია სამყაროს არსის ამოხსნა ეს ხელოვანი ადამიანია, თავისი გიჟური იდეებითა და დაუშრეტელი ფანტაზიის უნარით.

თეჰიონის მამა სიმსივნით გარდაცვლილა, დედა და ის დედამისის ძმამ შეიკედლა, რადგან ოჯახმა ყველაფერი მამის მკურნალობას შესწირა. დედა მეორედაა დაქორწინებული და თეჰიონს მოსწონს ის მამაკაცი, ამბობს რომ დედამისს პატივს სცემს და უყვარს და ისიც მეტს არაფერს მოელის ამ კაცისგან. მიიღებს თუ არა თავად მამად, მთავარია დედამისი ბედნიერი იყოს. თეჰიონთან საუბროსას შეიძლება სამყარო სხვანაირად დაინახო. არა, ის მეამიტი არაა, რომელსაც გული იმედებითა და რწმენით აქვს სავსე, მაგრამ ისე გატაცებით საუბრობს, ყველაფერზე თავისი აზრი აქვს. მისით, როგორც ადამიანით, მოხიბლული ვარ. თეჰიონს უყვარს მსუბუქი ფილმები და მხიარული მუსიკა, რაც არ უნდა სულელური იყოს მისი ტექსტი, მითხრა, რომ ამით მშვიდდება და გონებას "ანიავებს". კინოში დამპატიჟა. უნდა გამოვტყდე, შეიძლება ეს სამარცხვინოა ან არა, მაგრამ კინოში არასოდეს ვყოფილვარ. თეატრი მიყვარს, იქ ვზივარ-ხოლმე და ტანში მცრის როდესაც ფარდა იხსნება. არსად არაა მსახიობის ოსტატობა ისე ნაჩვენები, როგორც თეატრში, აქ არაა დუბლები და სხვა კადრები ან ასრულებ ან ვერა. განსაკუთრებულ პატივს ვცემ თეატრის მსახიობებს, მინდოდა დრამატულ წრეზე სიარული, მაგრამ ბევრი ხალხის შემეშინდა, თან რეჟისორს რომ დავეწუნებინე ან რამე? როგორც მიხვდით ცხოვრებისეული გამოწვევები მაშინებს, იდეალურობის კომპლექსი ღრმად მაქვს გამჯდარი, ალბათ.

Ooops! I love you..Where stories live. Discover now