ბოლოს მომხდარის შემდეგ მივხვდი, თეჰიონთან მეგობრობა არ გამოვა, მანამ სანამ მოვწონვარ. თუ მანამდე მაგარი იყო ეს ახლა ნერვები მეშლება, რადგან მომწონს მასთან ყოფნა, მასთან საუბარი და მეგობრობა. ისე ვგრძნობ თავს მის გვერდით, როგორც ჯიმინთან, სრული კომფორტია.
პირველი გამოცდა საშუალო სირთულის მეჩვენება, არის კითხვები, რომლებსაც მარტივად ვართმ თავს ზოგზე ტვინის ჭყლეტა მჭირდება, ზოგზე კი ტირილი მინდა, რადგან არ მახსოვს. ამ დროს თვალებს ვხუჭავ მშვიდად ვსუნთქავ და ათამდე ვითვლი, რამდენჯერმე პატარ-პატარა ლოცვებსაც ვამბობ. გონება ნელა მუშაობს, დილას გამოცდა უფრო საშინელია თუ შუადღეს მაგის შედარებას ვცდილიბ, რადგან ორივეზე მეკეტება გონება.
გამოცდიდან გამოცდამდე ვმეცადინეობ, რამდენიმე ღამეს ვტეხ. თეჰიონი მწერს, უკარებას როლს არ ვთამაშობ, მშვენივრად ვიცოდი რომ მას რაღაც ჰქონდა ჩემდამი. ვპასუხობ, მირეკავს, ცოტახანს მართობს, მაგრამ მაინც დისტანციის გაზრდას ვცდილობ, ზოგადად ვესაუბრები და მისი საუბრით რომ არ გავერთო თან რიცხვებს ვაფერადებ რვეულში. ხვდება, დებილი კი არაა.
-ჯონგუკა, თავს მარიდებ?-მეკითხება პირდაპირ.
-ცოტათი უხერხული იყო, რაც ბოლოს მოხდა.
-ბოდიშს გიხდი, არ მინდა რომ თავი ამარიდო. უბრალოდ ძალიან საყვარელი ხარ, მომწონხარ და მოუთმენელი ვარ, ეს ყველაფერი ცუდად მახასიათებს. საერთოდაც ბევრი ცუდი თვისება მაქვს. ჯონგუკ, მისმინე.-ჰაერს ისუნთქავს, ხელებს ვაჩერებ, ვიძაბები, მთელი არსებით ვისმენ.-არ იფიქრო რომ მსგავსი საუბრით მინდა შენზე შთაბეჭდილება მოვახდინო ან თავი შეგაცოდო, ან შენით ვითამაშო. უბრალოდ იცოდე, რასაც ვამბობ მართლა ვფიქრობ.
-ვიცი.
ცოტას ვსაუბრობთ და ვთიშავ. გამოცდებმა სულზე მომისწრო, კარგი საშუალებაა რომ მოვიცილო თეჰიონზე ფიქრები. გამოცდების მერე ჯიმინმა იუნგის მამის აგარაკზე დამპატიჟა. შაბათ-კვირის გასატარებლად. ჩვენ არასოდეს დავდივართ დასასვენებლად, მხოლოდ ჯიმინთან თუ დავრჩები-ხოლმე. სიამოვნებით დავთანხმდი. უფრო დიდი პროცენტით იმიტომ, რომ თეჰიონიც იქნება. გამოცდების დასრულების შემდეგ, სანამ პასუხებს ველოდები იმაზე ვიწყებ ფიქრს რომ დღის უმეტეს მონაკვეთს თეჰიონზე ფიქრში ვატარებ და უკვე ვეღარ ვუმალავ თავს აზრს, რომ მიუხედავდ იმისა, არაკომფორტული იყო რაღაც პერიოდი მისი დაიგნორება და საერთოდ ნაცნობობა საშინლად მიზიდავს. ერთხელ სველი სიზმარიც ვნახე მასზე.

आप पढ़ रहे हैं
Ooops! I love you..
फैनफिक्शन🔞🔞 დასრულებული "-სასიამოვნოა, რომ დამპატიჟეთ.-გამაკანკალა ხმაურისგან, რომელიც სკამის იატაკზე შეჯახებამ გამოიწვია. -არ დამიპატიჟიხარ..."