13

1.2K 122 84
                                    

   სახლში მივბანცალებ, დედა მეჩხუბება, ყბას კბილებში ვიქცევ და მაგრად ვკბენ, არ მინდა რამე ვუთხრა. არ მინდა ვაწყენინო. რატომ არ მაცდის სიცოცხლეს?
ოთახში ვიკეტები და ჩემს შემოსავალს ვანგარიშობ, მაღალი ხელფასი არ მაქვს, ე.ი სხვა ბინაშიც ვერ გადავალ. კარგი, დედას ზრუნვას დავჯერდები ისევ. თუმცა შემიძლია ნამჯუნს მივეკედლო, ჯუნს ადრე ოთახის მეზობელი ჰყავდა და იქნებ ახლაც არ თქვას უარი. დედასგან გაქცევა მინდა. ვიმახაოვრებ ამ იდეას, ფხიზელზე ვიფიქრებ.

  მეორე დღეს პირველი თავში, ტკივილის შემდეგ, ახალი იდეა მირტყამს და ჯუნს ვურეკავს. ცოტას ყოყმანობს, მაგრამ მეთანხმება. ვეუბნები რომ ოჯახს დაველაპარაკები. მიხარია, ვაიგნორებ მცირე წყენას მისი ყოყმანის შემდეგ. მთელი დღე ამაზე მეფიქრება, ყველაზე მეტად ვერ ვიტან როდესაც ვიღაცას ვეტენები, როცა სადმე ზედმეტი ვარ. ამაზე ფიქრიც კი ჭკუიდან მშლის. ნამჯუნის იდეას ვივიწყებ. ოდნავ გაბრაზებულიც ვარ. ალბათ სხვა ვინმე უნდა მეზობლად. მთელი კვირა უხასიათოდ დავჩანჩალებ, ახლა შვებულების დრო არაა, ეგ კი არა სხვა სამსახურზეც ვფიქრობ. მეტი ანაზღაურება მჭირდება. იმ ქალთან დაწოლაზეც კი მეფიქრება, იქნებ ხელფასი მომიმატოს.

   მშობლებო, ძალიან ნუ ჩაერევით თქვენი შვილების ცხოვრებაში, თორემ მათ დაღუპავთ, დამიჯერეთ. ამას შვილი გეუბნებათ, რომელიც საკუთარ ცხოვრებას მშობლებთან იზიარებს. მშია, მუცელში წვას ვგრძნობ. ფუნთუშას ვყიდულობ და ჩემი ფიქრებისგან გაბრაზებული ჯავრს მასზე ვიყრი, როგორი სირცხვილია, რამდენჯერაც ჭამა ვახსენე იმდენი ცხოველს დავემსგავსე ჭამის დროს. რთული ცხოვრება მაქვს, რამდენჯერ აქვს ადამიანს გარდატეხის ასაკი? მგონია რომ მაგ ასაკში ჩავრჩი. საბოლოოდ ვწყვეტ შევაჩერო ჩემი ეგოისტური ფიქრები და ჩვეულებრივი ადამიანივით განვაგრძო ცხოვრება.

სექტემბრის შუა რიცხვებში ოლი სახლში ბრუნდება. ჯიმინს თავის ბინას უტოვებს გადახდილი სამი თვის ქირით. პაკი მთავაზობს დროებით მასთან ცხოვრებას. უმეტესად მასთან დავრჩები ეს გადაწყვეტილია.

Ooops! I love you..Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang