რამდენიმე დღე პანიკამ მომიცვა, ეს, ალბათ, იმის ბრალია, არასოდეს არავის გამოუხატავს ასე აშკარად ინტერესი ჩემდამი. სიმართლე რომ ვთქვა, ეს ინტერესი მომწონდა. პანიკამ რომ გადამიარა, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გავაანალიზე რომ ადამიანს უბრალოდ მოვწონდი და ჩემი მოტაცება, გამომწყვდევა ან მოკვლა სულაც არ უნდოდა. მივხვდი, მოვწონვარ, კი არ ვეზიზღრბი ეს ცუდი არაა, თანაც შესაძლოა ხუმრობდა. ჯიმინმა და იუნგიმ უკვე ათასჯერ მომიხადა ბოდიში მისგამო.
როგორც იქნა გაზაფხულმა შემოაბიჯა, დიდი იმედი მაქვს უკეთესი ამინდები იქნება. ზაფხულის ფანი არ ვარ, მკლავს არდადეგები და სიცხე, მუშა პერიოდიდან ეგრევე მოდუნების პერიოდში ვეშვები და ნერვებზე ცუდად მოქმედებს, ნუ ჩემთან ასეა. გაზაფხული მიყვარს, ცელქი ამინდები, უეცრად წამოქროლილი ქარი და ყველაფერი. შეიძლება დაიქრინჯოთ, რადგან ყველასგან ეს გესმოდეთ, მაგრამ აყვავებული საკურას ყურებას არაფერი მირჩევნია. ჯიმინის სადარბაზოს წინ მთელი რიგი დგას, მივდივართ-ხოლმე და იქვე ტროტუარზე ვსხდებით. გაზაფხულს სხვა ახალი ამბავიც მოყვა. გასაუბრებაზე დამიბარეს.
პაემნიდან რომ დავბრუნდი ფორიაქში თქმა დამავიწყდა, მესამე თუ მეოთხე დღეს დამირეკეს, შუადღით. კარგი ანაზღაურებაა და პირობებიც მომწონს, ნახევარგანაკვეთიანია და მეცადინეობებსაც არ ჩამოვრჩები. ხვალ გასაუბრებაზე წავალ, თუ ყველაფერი კარგად წავიდა მაშინ ძველ სამსახურში განცხადებას დავტოვებ. მეორე მდივანი უკვე გავაფრთხილე და მგონი იპოვა ჩემი შემცვლელი, ამას უფროსისგან დამოუკიდებლად ვაკეთებდით, არ მინდოდა წინასწარ თქმა მერე უცნაურად დამიწყებდენ ყურებას და მოქცევას, მირჩევნია გაიგონ და თან წამოვიდე. შემცვლელი, მგონი, უკვე მყავს და პრობლემაც არ იქნება.
-საჭმელი მზადაა.-დედამ კარი შემომიღო, კარის გაღება და ოთახში გემრიელი სუნის შემოვარდნა ერთი იყო. მთელი დღის მშიერს კუჭი ამიწრიალდა და ვიჩქარე გარეთ გასვლა. ხელები პირდაპირ სამზარეულოში გადავიბანე და ახლა, ნებისმიერ ჭამის ჩელენჯს მოვიგებ, დარწმუნებული ვარ გვერდიდან არც ისეთი მაგარი საყურებულია როგორ ვჭამ გადაქცეულივით, მაგრამ როცა გშია შენ შენ არ ხარ, რომელ ეტიკეტზეა საუბარი, როცა სადაცაა კუჭი გამეხვრიტება.

KAMU SEDANG MEMBACA
Ooops! I love you..
Fiksi Penggemar🔞🔞 დასრულებული "-სასიამოვნოა, რომ დამპატიჟეთ.-გამაკანკალა ხმაურისგან, რომელიც სკამის იატაკზე შეჯახებამ გამოიწვია. -არ დამიპატიჟიხარ..."