ჯიმინი არანორმალურად იქცევა. ნამჯუნთან საბოლოოდ გადაცხოვრდა. გამოაცხადა რომ მშობლებმა რომც დაუძახონ არ მივა. ერთის მხრივ მისი მესმის. შავი ჰუდი აცვია უცნაური შარვალიც, ყვავილებიანია და წითელი. ფეხზე "ბალეტკებით" დადის ისიც მოწითალოა. ჩემმა მეგობარმა მოდის ინდუსტრიას სახეში მიაფურთხა.
გამოცდები არც ისე კარგად ვწერე, ჯიმინს საგნების ნახევარზე მეტი შეეტენა, მაგრამ ამბობს რომ ფეხებზე ჰკიდია, რადგან სწავლის მიტოვებას აპირებს. მე და ნამჯუნი მთელი დღეები ვეჩიჩინებით, მაგრამ არაფერი გამოდის, ჯიუტია.
ჩემი ცხოვრების რუტინა იგივე ხდება, სახლი, სამსახური, მეცადინეობა. ზაფხულშიც არ ვაპირებ შვებულების აღებას. ჯიმინმა უარი გვითხრა რამდენიმე დღით სადმე წასვლაზე, ამბობს რომ არ დაღლილა. მარტო წასვლაც არ მინდა და ჯიმინსაც ვერ დავტოვებ. დედაჩემმა გაიგო რომ პაკი სახლიდან წამოვიდა, ძალიან ბევრ კითხვას სვამს ამასთან დაკავშირებით, აღარ ვიცი რა ვუპასუხო. სიმართლის თქმა არ მინდა. უკვე ზრდასრული ვარ და ვერ დამიშლიან მასთან მეგობრობას, მაგრამ მაინც არ მინდა ალმაცერად უყურონ, ჩემს ჯიმინს თავისი გაჭირვება ეყოფა.
ზაფხული სასიცოცხლო ძალებს მაცლის, საშინელი სიცხეებია სა ში ნე ლი სიცხეებია! თეჰიონი აღარ გამოჩენილა, არც მოუწერია, არც დაურეკავს და არც მინახავს. სამსახურის კაფეტერიაში ელსას ვხედავ. იმედით, რომ თეჰიონმა მოიყვანა კისერს ვიგრძელებ. მისკენ ვიყურები და ჯინს ვამჩნევ. კიმი ხელებს მიქნევს, ჩემი საჭმლიანად მასთან მივდივარ.
-ელსა, რა ლამაზი ხარ.-ვაქებ ბავშვს, გოგონა მეხუტება, სასიამოვნოა.
-ჯინ.-ხელს ვართმევ.
-როგორ ხარ, ჯონგუკ?
-ნორმალურად. თავად?-ჩვენ შორის დაძაბულიბაა, ჯინი იუნგის მახსენებს და ბრაზი მერევა.
-მისმინე, შენს სანახავად ვარ აქ. გვინდა დავსხდეთ და რამე მოვიფიქროთ ჯიმინსა და იუნგიზე. უნდა შევარიგოთ, ჯონგუკ, იუნგი საკმაოდ ცუდადაა.

KAMU SEDANG MEMBACA
Ooops! I love you..
Fiksi Penggemar🔞🔞 დასრულებული "-სასიამოვნოა, რომ დამპატიჟეთ.-გამაკანკალა ხმაურისგან, რომელიც სკამის იატაკზე შეჯახებამ გამოიწვია. -არ დამიპატიჟიხარ..."