მარტოობის განცდა ტვინს მიღრღნის, გულს მიწვრილებს. ჯიმინთან დარეკვა მინდა. იქნებ ჯიმინმა მაინც დამიხსნას გმირივით ამ დასაბნელებელი ყოველდღიურობისგან. სამსახურში გადავიწვი, ლექტორმა ცეცხლში გამატარა, დავალება არასწორად დავწერე. საშინელი დღეა. ვერ ვიტან ამას!
ჯიმინს ჩემთან ვიბარებ, არსად წასვლა არ მინდა, მინდა ტკბეულით გამოვსკდეთ და რამე სახალისოს ვუყუროთ. ახლა ვინმეს თუ გამოველაპარაკები შეიძლება ავფეთქდე. ჯიმინი მალე მოდის. ხელში ტკბილეულითა და კრეკერებით სავსე პაკეტი უჭირავს.
-რა მოხდა?-კარიდანვე მეკითხება.
-სამსახური მძულს და ის ბებრუცანაც!
-დამშვიდდი, შენიშვნა ვის არ მიუღია, ახლავე სასმელს მოვიტან და ყველაფერი კარგად იქნება.
ცივა, გამათბობელი არც ისე გამართულად მუშაობს, ხელოსანი ხვალამდე ვერ მოვა, სასმელი გაგვათბობს. ჩემს ოთახში შევიდვართ, ელექტრო გამათბობელი მაქვს ჩართული, დიდი ვერაფერი, მცივანა ადამიანები გამიგებენ, საშინელებაა სიცივე. მაგრამ რაცაა ესაა ხვამადე ვერაფერს ვიზამ, ჯიმინი ლიქიორითაა შეიარაღებული, ალკოჰოლის გემო არ მომწონს, ამიტომ ეს მაგარი ადაპტაციაა ჩემთვის.
-ახლა მოყევი იუნგი რას საქმიანობს.
-მამამისს ტკბილეულის ბიზნესი აქვს.
-ეგ ტკბილეული პარკებში დაფასოვებული არ იყიდება, ჰო? და სხვა სახელი არ აქვს, სინამდვილეში.
-ნუ გეშინია, სუფთაა.
-ძალიან კარგი.-მეგობრის ბუთქუნა ლოყას ხელს ვუთათუნებ. ჯიმინის მოწოდებული ტკბილ-მწარე სასმელი მომწონს.
ბოთლის შუამდე ჩაცლამდე სითბოს ვგრძნობ სხეულში უჩვეულოდ მჩატე და ბედნიერი ვხდები, ლექტორი ისევ მძულს. არ უნდა ჩაგვემატებინა სასმელში ამდენი არაყი. ბოთლის ჩაცლის შემდეგ მე და ჩემი საუკეთესო მეგობარი, სულის ნაწილი და ყველაფერი საწოლზე ვყრივარვართ და troublemaker-ს ბოლო ხმაზე ვმღერით თან ვცეკვავთ. დიახ, არ მოგესმათ, დაწოლილები ვცეკვავთ.

YOU ARE READING
Ooops! I love you..
Fanfiction🔞🔞 დასრულებული "-სასიამოვნოა, რომ დამპატიჟეთ.-გამაკანკალა ხმაურისგან, რომელიც სკამის იატაკზე შეჯახებამ გამოიწვია. -არ დამიპატიჟიხარ..."