კიმის ლოყაზე მაქვს შუბლი მიყრდნობილი, არ ვშორდები. მეშინია უკან გახედვის, მეშინია იმედგაცრუების დანახვა მშობლის თვალებში. გული ძალიან სწრაფად ფეთქავს, წამები წელიწადებად იწელება, ყველაფერი ჩერდება. ვგრძნობ, როგორ მიგუბდება სუნთქვა, შიშისა და მოულოდნელობისგან არაფერი მესმის, ვეღარაფერს ვგრძნობ.
-კარის ჩაკეტვას როდის ისწავლით? რა მაგრად იმალებიან რაა,-მიყვარს ჯიმინი, ვგიჟდები მასზე, მაგრამ უნდა ვაღიარო. ასე ძალიან ჩემი მეგობრის დანახვა ცხოვრებაში არ გამხარებია.
-ჯიმინ, ღმერთო ჩემო!-ვყვირი და ზედ ვაფრინდები მეგობარს,-მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ!
-რა გაყვირებთ?-კარში მკაცრი სახით დგას დედა.
-არაფერი, დე.-ვიკრიჭები, მიხარია რომ გადავრჩით.
-გამოდით, რამეს გაჭმევთ.-დედა ხელს გვიქნევს, ასე გვანიშნებს რომ გავყვეთ.
-თეჰიონის მანქანა დავინახე დაბლა და მივხვდი რომ აქ ერთმანეთს ლოკავდით.-ჩემი მეგობარი ქებას იფერებს, ახლა არ გაჩუმდება. თვალებს ვატრიალებ.
-მადლობა,-კიდევ ერთხელ ვუთათუნებ მხარზე.
ინციდენტი მაფიქრებინებს რომ ასე მალვა ძალიან სარისკოა. მთელი ღამე არ დამაძინა ამაზე ფიქრმა. ჩემმა გონებამ ათასი ვარიანტი შექმნა იმაზე, როგორი რეაქცია ექნება დედაჩემს თუ ყველაფერს ვეტყვი, როგორ გამაგდებს სახლიდან. როგორ მეტყვის, რომ მათსა და თეჰიონს შორის ავირჩიო, როგორ გავიხლიჩები.
სანამ თეჰიონს გავიცნობდი, მეგონა რომ არაფერს და არასოდეს დავაყენებდი ჩემს ოჯახზე წინ. ახლა ვხვდები, კონკრეტული ადამიანი უნდა გამოჩნდეს, ცხოვრება რადიკალურად შეგიცვალოს, ყველაფერი თავდაყირა დააყენოს. უნდა შეგიყვარდეს. მეგონა ყველაფერს დავგეგმავდი, უკან დასახევ გზას დავიტოვებდი, მაგრამ ამას ბედის დაცინვა და გამართლება ერთდროულად ჰქვია, რადგან თეჰიონი ყველანაირად იდეალურია. ვიცი რომ მისი იმედი ყოველთვის, ყოველთვის შემიძლია მქონდეს. მისი ცუდი თვისებები არაფერია კარგთან შედარებით, ისინი თითქმის არც არსებობენ. ასე გაგრძელება არ შემიძლია, მაგრამ არც მათგარეშე არ შემიძლია.

YOU ARE READING
Ooops! I love you..
Fanfiction🔞🔞 დასრულებული "-სასიამოვნოა, რომ დამპატიჟეთ.-გამაკანკალა ხმაურისგან, რომელიც სკამის იატაკზე შეჯახებამ გამოიწვია. -არ დამიპატიჟიხარ..."