21

1.1K 107 49
                                    

 

     მერცხლებმა დაბრუნება დაიწყეს, მთის წყაროებმა დაღმასვლა, გაზაფხულმაც შეისვენა ჩვენს აივნებზე. ზამთარი მიწას ჩაფრენოდა და ცოცხალი თავით არ იხევდა უკან, მაგრამ ნაზმა და საამურმა ამინდებმა ფეხი მალე გაიდგა გაყინულ მიწაში. გაზაფხულის შემთბარი მზის სხივები ეფერებოდნენ მიწას და სამყარომ გამოღვიძება დაიწყო.

  წელიწადი დროები უფრო სწრაფად ენაცვლებიან ურთიერთს, ვიდრე ჩვენს ცხოვრებაში ხდება ცვლილებები. ადამიანებს ამიტომაც უყვართ წიგნები ან ფილმები, იქ მთელს თავგადასავალს რამდენიმე ათეული ან ასეული წუთი და გვერდი იტევს. ყველაფერი თავბრუდამხვევად სწრაფად ვითარდება. არც ერთს მწერალს ან რეჟისორს არ შეუძლია დრო თავის ნაწარმოებში ისე გაწელოს გარემო სურათებით რომ მკითხველმა ან მსმენელმა მისი აღამა სათანადოდ მოახერხოს, ყველაფერი მაინც სწრაფია.

   ნუ გეგონებათ რომ ამ მცირე ხანში ჩემი ცხოვრება რამე ნიშნით მაინც შეიცვალა. ისევ იგივეა. დედაჩემმა ორი ღამის წინ კიდევ ერთი სამაჭანკლო შეხვედრა მომიწყო. არ იყო ცუდი გოგო. მასზე დავფიქრდი, მხიარული ჩანდა, კარგად საუბრობდა და გარეგნულადაც დამაკმაყოფილებელი გახლდათ.

-გცალია?-პასუხის გაცემას არ მაცდის ჯივუ.

-მოვიცლი, შენ თუ გინდა.-ჯივუ არაა ის პიროვნება ადამიანი ტყუილად შეაწუხოს ან მოაცდინოს.

-შევხვდეთ მაშინ. ჩემი ძველი სახლის ეზოსთან ვიქნები.

მე და იუნგიმ ჯივუ სკოლაში გავიცანით. იუნგი ჩემზე რამდენიმე კლასით უკან სწავლობდა. ჯივუ იუნგიზე ერთი წლით უმცროსია. რთული ბავშვი იყო, მამამისი მათზე ძალადობდა. ათასი ხერხით, იყო ეს მთელი ღამით დასჯა თუ ანთებული სიგარეტის დადება ტანზე. ჯივუს ისეთი ღამეები გამოუვლია, როდესაც დაძინების კი არა სკამზე დაჯდომის საშუალებასაც არ აძლევდნენ. მამამისი ლოთი იყო და უძილობა აწუხებდა, საკმარისი იყო თუნდაც კოღოს ნაკბენს გაეღიზიანებინა რომ ჯივუ და დედამისი მთელი ღამით ფხიზლები რჩებოდნენ, დაჯდომის უფლება არ ჰქონდათ. საბედნიეროდ, ზოგჯერ სასმელისაგან ითიშებოდა მამამისი. ქალი გამუდმებით ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი იყო მაგრამ ხმას არ იღებდა. ქმრის ხელფასის, უფრო სწორად მოწყალებად მიცემული მცირე თანხის მეტი, რასაც მეუღლე იმეტებდა არაფერი გააჩნდათ. ეშინოდა, სოფლიდან იყო. ვინ თქვა რომ სოფელი თბილია და შეგიფარებს. თბილი სოფელი კი არა ბებია-ბაბუის სახლია, სოფელში გაგჭორავენ, გაგრიყავენ და გვერდს აგივლიან. რაც უფრო პატარა და მჭიდროა სოფელი მით უფრო მეტად გაგიჭირდება მათი გამკიცხავი მზერის აცილება. ესეც ერთ-ერთი მიზეხი გახლდათ, რატომაც ვერ მიდიოდა ქალი სახლიდან. ეშინოდა, მშობლებზე მეტად იმ ადამიანების ეშინოდა ვისი საქმეც მისი ცხოვრება სეულებით არ იყო. მშობლის ინსტინქტმა და შვილის დაცვის ვალდებულებამ ჯივუს დედა აიძულა ქმარს შებრძოლებოდა, ეს მოხდა მაშინ, როდესაც კაცი ჯივუს ქამრით დაემუქრა.

Ooops! I love you..Where stories live. Discover now