19

1.1K 115 66
                                    

   ყოველ შობას სახლში ვატარებ, ჩემს შვილთან ერთად. დედაჩემი თავის ელეგანტურ სახლში წვეულებას აწყობს, შემიძლია მივიყვანო ვინც მინდა. გეგონებათ პატარა ბიჭი ვიყო. გასულ ღამეს მე და ჩემმა შვილმა ნაძვის ხე დავდგით. ირგვლივ საჩუქრები შემოვუწყვეთ. დავლიეთ კაკაო დიდი ჭიქებით და ავანთეთ ღუმელი. ზეფირი მივირთვით. განსაკუთრებით ცივა, ამიტომ ელსა ჩემთან დარჩა.

  დილას ვგრძნობ როგორაა ჩემს ხელს მოჭიდებული. ისეთი ლამაზია, გრძელი წამწამები და სწორი თმა აქვს. მამისთვის გოგონები განსაკუთრებულები არიან, ეს მართლა ასეა. არავინ და არაფერი მირჩევნია ჩემს პატარას. საწოლიდან ფრთხილად ვძვრები, საბანს ვუკეცავ, რათა არ შესცივდეს. კბილებს ვიხეხავ. თავს ვიწესრიგებ. ელსას გამოსვლამდე ძიძა საჭმელს ამზადებს, გირლანდებს და სხვა მოსართავებს ვრთავ რომ უფრო იგრძნობოდეს დღესასწაული და ბავშვმაც გაიხაროს. ჩემი შვილი პრიორიტეტია, არა აქვს მნიშვნელობა რამდენად ცუდი ადამიანი ვიქნები ან ფუჭი, ან რა ვიცი მინდა რომ კარგი მშობელი ვიყო.

  მახსოვს როგორ შემეშინდა როდესაც გავიგე რომ ჩემი ცოლი ორსულად იყო, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდოდა შვილი, სრულფასოვანი ოჯახი, მაგრამ მაშინ სულ რაღაც ცხრამეტის ვიყავი. რამდენიმე ღამე არ მეძინა. ვფიქრობდი ჯანმრთელი იქნებოდა თუ არა, როგორ განვითარდებოდა, როგორი შეხედულებები ექნებოდა. სკოლაში ხომ არ დაამცირებდნენ, რამე თუ გაუჭირდებოდა ჩამრთავდა თუ არა პრობლემის მოგვარებაში. ზედმეტად მკაცრი ხომ არ ვიქნებოდი ან ზედმეტად უდარდელა. ამ ყველაფერზე ფიქრისგან გონება დავკარგე. შვილი სიგიჟემდე მინდოდა მაგრამ მამობის მეშინოდა. ახლა ვთვლი, რომ ელსა კარგი გოგონა გაიზრდება და მიხარია.

ელსას ნახევარ საათში ძიძა აღვიძებს. მეხვევა, ერთად მივირთმევთ.

გამაღიზიანებელი: სამსახურში ხარ?

კოპწია: იცი რომ დღეს შობაა, ხომ?

Ooops! I love you..Where stories live. Discover now