5 თავი"რა არსებაა?"

477 63 139
                                    

-რანაირად ახერხებ ეგეთ შარში თავის გაყოფას?

-ლიზა ჩემი ბრალია?წინ არსაიდან გაჩნდა,გზატკეცილზე ხომ არ დავტოვებდი?-საავადმყოფოს მიმღებში ჰიუნჯინი აქეთ-იქით გადი-გამოდის.

-ვინაა იცი?

-აზრზე არ ვარ,პირველად ვხედავ.ექიმმა გასინჯა,ბევრი ჭრილობა ჰქონდა,როცა ვიპოვე.მგონი პოლიციას გამოიძახებენ,პირადობა ვერ ვუპოვე.

-კარგი მერე დამირეკე და მომიყევი რა მოხდება-ჰიუნჯინი ტელეფონს თიშავს და სასწრაფოს მიმღები ლოგინებისკენ მიდის.

-როგორაა?-ეკითხება ექიმს,რომელიც შიგნიდან მოდის.

-კარგად,მცირე დაზიანებები აქვს. კარგია რომ ინფექცია არ შ3ეჭრა წრილობებში.

ჰიუნჯინის პ.ო.ვ

-მცირე დაზიანება?-კარგად მახსოვს მის ხელზე დიდი ჭრილობა.

-რადგან პირადობის მოწმობა არ აქვს, ამიტომ პოლიციას უნდა მივმართოთ-ექიმი მიღიმის და გვერდს მივლის.

გოგონას ლოგინთან მივდივარ და ფარდას ვწევ.გადასხმა აქვს გაკეთებული იმ ხელზე,რომელიც თითქმის მთლიანად ჩახსნილი ჰქონდა,მაგრამ ახლა იქ პატარა ლენტა აქვს დაკრული.

მეგონა ნაკერებს დაადებდნენ

ლენტას ხელს ვკიდებ და ვხსნი სანამ ვინმე დამინახავს.ჭრილობა ნაკაწრს ჰგავს.შეუძლებელია

იქნებ მომეჩვენა?სისხლი,სიბნელის და ჭუჭყის გამო ვერ გავარჩიე?

ამ ფიქრში ვიყავი გართული და ჭრილობას მეორედ რომ შევხედე ის კიდევ უფრო შეხორცებულიყო.შეკრული წარბები გავხსენი და ლენტა უკან დავაკარი.

შეცდომა არ არის.ის ადამიანი ვერ იქნება...

***

-ბატონო ჰო-ექიმი ჩემსკენ ტრიალდება.მუშთში ფხვნილს ვყრი და სულს ვუბერავ.კაცი ბარბაცდება, შემდეგ კი მე მიყურებს.

ვამპირის რჩეული/피드백🌕🌑(ნაწილი ll)(დასრულებული)Where stories live. Discover now